მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 193844 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის 1 კვირაგინეკოლოგიურ პრაქტიკაში ფეხმძიმობის ვადის ათვლა ბოლო მენსტრუალური ციკლის მომენტიდან იწყება, თუმცა სინამდვილეში ფეხმძიმობის მომენტი ჯერ არ დამდგარა. მიუხედავად  ამისა ორგანიზმი უკვე იწყებს მომზადებას შესაძლო დედობისათვის.

თქვენი ცენტრალური ნერვული სისტემა აქტიურად ახდენს ჰორმონალური ფონის გარდაქმნას. ეს აუცილებელია რათა მოხდეს თქვენი ერთ-ერთი კვერცხუჯრედის(სულ მიახლოებით 300 000-დან) მომზადება განაყოფიერებისათვის.

უმრავლეს შემთხვევაში ქალმა არ იცის ჩასახვის ზუსტი დღე, მაგრამ ზუსტად იცის ბოლო მენსტრუაციული ციკლის დაწყების დღე.

ამიტომ ქალბატონთა უმრავლესობისათვის, განაყოფიერების (ოვულაციის) დღედ შეიძლება მენსტრუაციის თვიური ციკლის შუა პერიოდი ჩაითვალოს, დაახლოებით ორი კვირით ადრე მომდევნო ციკლის დაწყებამდე.

ამ თარიღიდან გამომდინარე, ფეხმძიმობა 280 დღე გრძელდება, ანუ დაახლოებით 40-42 კვირა ბოლო მენსტრუაციის შემდეგ.

ასე თქვენ შეგიძლაით გამოიანგარიშოთ მშობიარობის სავარაუდო თარიღი, თუ 280 დღეს მიუმატებთ სისიხლდენის დაწყების უკანასკნელ თარიღს. იგივე შედეგს მიაღწევთ თუ სისხლდენის დაწყების ბოლო თარიღს მიუმატებთ 7 დღეს და გამოაკლებთ სამ თვეს.

მოცემული გამოთვლა განსაზღვრავს თქვენი ნაყოფის ჰესტაციონალურ ან მენსტრუალურ ასაკს. სწორედ ამ კალენდარის მიხედვით ადევნებენ თვალყურს ექიმები და ექთნები ნაყოფის განვითარების პერიოდს.

უმეტესობა, ორსულობის ვადას კვირების მიხედვით ითვლის, ასე გაცილებით მარტივია, მოსახერხებელია და ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ თავიდან. მაგალითად, თუ თქვენი ექიმი გეუბნებათ, რომ თქვენ 10 კვირის ფეხმძიმე ხართ, ე.ი ჩასახვა დაახლოებით 8 კვირის წინ მოხდა და მშობიარობა დაიწყება 30 კვირის შემდეგ, ვინაიდან ფეხმძიმობის საერთო ვადა 40 კვირას შეადგენს.

არსებობს ასევე ფეხმძიმობის გამოანგარიშების მსხვილი ერთეული, როგორიცაა ტრიმესტრი. ტრიმესტრი ფეხმძიმობის პერიოდს სამ ფაზად ყოფს. თითოეული ფაზა, რომლის ხანგრძლივობა 13 კვირას შეადგენს ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით. მაგალითად მუცლის მოშლა(ორსულობის ვადამდე შეწყვეტა) ძირითადად პირველ ტრიმესტრში შეიძლება მოხდეს. ამ პერიოდში ხდება ნაყოფის ორგანოების ფორმირება და განვითარება.

ფეხმძიმობის 1-ლი კვირა - ზოგადი რჩევებითუ პირველმა ტრიმესტრმა კარგად ჩაიარა, მეორე ტრიმესტრი ძირითადად სტაბილურობით გამოირჩევა. ხოლო მესამე ტრიმესტრში შეიძლება განვითარდეს ორსულობისათვის დამახასიათებელი ჰიპერტონია (არტერიული წნევის მომატება), ტოქსემია (სისხლში ტოქსინების არსებობა) და პრეკლამპსია (ფეხმძიმეთა გვიანი ტოქსიკოზი).

არსებობს ასევე  მთვარის კალენდრით ფეხმძიმობის გამოთვლის მეთოდი. ის შეესაბამება მთვარის ფაზების ცვლილებების ციკლს და შეადგენს 28 დღეს. ფეხმძიმობის სრული ვადა, რომელიც 280 დღეს უდრის, მთვარის ციკლის 10თვეა.

აუცილებელია იცოდეთ, რომ მშობიარობის ზუსტი დღის გამოთვლა თითქმის შეუძლებელია. 90% ქალბატონებისა მშობიარობს ვადაზე ერთი კვირით ადრე ან ერთი კვირით გვიან. ამიტომ ეს თარიღი მიიჩნიეთ სავარაუდო ორიენტირად, თარიღად, რომლისთვისაც უნდა მოემზადოთ.

 

ორსულობის ნიშნები

 

ფეხმძიმობის ნიშნებიორსულობის მცირე ვადაზე ბევრი ქალი ვერც კი ამჩნევს ამ მოვლენას, რადგან ორსულობის პირველი სიმპტომი მენსტრუაციის არ ქონაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ვადაზე მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება ჩვეულებრივად გქონდეთ, ამ დროს კი ორსულად იყოთ.

ეს საშიში არ არის, უბრალოდ ორსულობის შესახებ ოდნავ გვიან შეიტყობთ, ამიტომ თავდაპირველად მისი ვადების ზეპირად ზუსტი  დადგენა გაგიჭირდებათ.

ზოგადად, ორსულობის ადრეულ სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ამით შესაძლოა დროულად დაანებოთ თავი სამედიცინო პრეპარატების მიღებას (რომელსაც შესაძლოა იმ პერიოდში იღებთ) და მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი, თამბაქო, ზედმეტი ყავა, ჩაი და ა.შ), რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თქვენს მომავალ ბავშვს.

აქ მოყვანილია ზოგადი ნიშნები, რომლითაც შესაძლოა გამოიცნოთ, რომ უკვე ფეხმძიმედ ხართ:

» მენსტრუაციის არ არსებობა;

» სისხლდენა და სპაზმები;

» ბაზალური ტემპერატური მომატება;

» ტკივილი მუცლის ქვემოთ და წელის არეში;

» მადის მომატება;

» გემოს შეგრძნების ცვლილება;

» ნერწყვის გადაჭარბებული გამოყოფა;

» გულისრევის შეგრძნება;

» განწყობილების ცვლილება;

» სწრაფი დაღლილობის შეგრძნება;

» გახშირებული შარდვა;

» სარძევე ჯირკვლების გადიდება;

» სარძევე ჯირკვლების ტკივილის შეგრძნება;

» იმპლანტაციური სისხლდენა;

» სასქესო ბაგეების ფერის შეცვლა;

არსებობს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე დადგენის ფაქტორიც - EPF (Early pregnancy factor), ეს ფაქტორი შესაძლებლობას იძლევა ფეხმძიმობის დადასტურება ყველაზე ადრეულ სტადიაზე მოხდეს - ჩასახვის მომენტიდან 6-24 საათის განმავლობაში.

მისმა აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან აქამდე ითვლებოდა, რომ ემბრიონი (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი), იმპლატანციამდე პერიოდში შეუმჩნევლად "მოგზაურობდა" საშვილოსნოს მილში საშვილოსნოს მიმართულებთ და არავითარ ზემოქმედებას არ ახდენდა მომავალი დედის ორგანიზმზე.

ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორის ღმოჩენასთან ერთად ცხადი გახდა, რომ დედის ორგანიზმი იმპლანტაციისა და წარმატებული ფეხმძიმობისთვის ემზადება ჩასახვის მომენტიდანვე, ანუ კვერცხუჯრდის განაყოფიერებისთანავე ხდება EPF-ს გამომუშავება.

EPF წარმოადგენს იმუნოდეპრესანტს, რომელიც თრგუნავს, ასუსტებს ქალის იმუნურ სისტემას. ამ ნივთიერების გარეშე, იმუნური სისტემა ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაში ემბრიონის საშვილოსნოს კედელში ჩანერგვას მიიღებდა როგორც უცხო, მტრულ სხეულს და მოიცილებდა მას.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სისხლში ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორის-EPF-ს არსებობა, მომავალი დედის ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანი ემბრიონის არსებობას ადასტურებს. ქალები, რომელთაც სექსუალური აქტის შენდეგ 1-2 დღის შემდეგ სისხლში აღმოაჩნდათ EPF, აღმოჩნდნენ ორსულად.

უფრო ცნობილი, საპირისპირო მაჩვენებელია HCG (ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი), რომელის გამოვლენაც მომავალი დედის სისხლში, დაახლოებით - 7-8 დღის შემდეგ არის შესაძლებელი.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობის ნიშნები

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის 1-ლი კვირაჯერ-ჯერობით თქვენი პატარა არ არის რეალური ორგანიზმი.

მისი პირველსახე (უფრო პირველსახის ნახევარი), თქვენი მრავალათასი კვერცხუჯრედიდან ერთ-ერთია, რომელიც თავის ”სასთუმალში”-საკვერცხეში იმყოფება.

ხოლო პირველსახის მეორე ნახევარმა (მამის), ჯერ კიდევ ვერ მოასწრო ზრდასრულ სპერმატოზოიდად ჩამოყალიბება.

(ეს მოხდება დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ).

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
ანი
2022-03-24
გამარჯობათ .ციკლი გადამიცდა 1 კვირაა მაქვს ყრუ მუცლის ტკივილი თიითქოსდა ციიკლის მოსვლის ტკივილები მააქ. და ზურგის ქვედა მხარეეს ცოტა ტკივილს ვგრძნოობ? შესაძლოა ორსულად ვიყო?
სალომე
2022-02-10
მაქ ღებინების ძლიერი შეგრძნება რამოდენიმე დღეა და ციკლამდე 10 დღე მაქ დარჩენილი ასევე სუნებზე გართულება და მუცლის ყრუ ტკივილი ქვედა არეში ეს შეიძლება ნიშნავდეს ფეხმძიმობას.
სალომე
2022-02-10
მაინტერესებს BB ტესტი მენსტრუაციამდე რა დროით ადრე აჩვენებს ორსულობას და მკრთალი ხაზი შეიძლება იყოს ორსულობის ნიშანი.
Nino
2020-09-10
Gamarjobat adreul sinftomshi fexebis dasieba iciis?
მარი
2020-08-25
პასუხი სად ვნახო
მარიამი
2020-08-25
გამარჯობა, ციკლის დამთავრებიდან 4 დღის მერე მქონდა ურთიერთობა (პრეზერვატივით ვიცავ თ თავს) დავრჩები თუ არა ორსულად? იქნებ მიპასუხოთ.
მარი
2020-08-25
გამარჯობა, ციკლის დთავრებიდან 4 დღის მერექონდა ურთიერთობა (პრეზერვატივით ვიცავთ თავს) მაინტერესებს დავრჩები თუ არა ორსულად?
Sofo
2020-08-07
Gamarjobat ovalacis periodshi mqonda sexsi ani zusti dge Arış ovalacis 9 da mesaj mqonda 7 dshi mtkiva muceli mkerdi da weli titqmis ise roogrc mestuacis dros.shesadzlebelia orsulad viyi madloba winaswae
ნინო
2020-07-20
გამარჯობა,მაქვს ციკლის 22-ე დღე. ზოგადად მაქვს 28 /- 1დღე გადაცილებით ციკლი. როგორ გავიგო ვარ თუ არა ფეხმძიმედ. ურტიერთობა მქონდა მე-12 დღიდან 20-ე დღის ცათვლით ხან სულ ხან დღეგამოშვებით. ძალიან მინდა დავადასტურო ფეხმძიმობა ჯერ კიდევ 1 კვირა მაქვს მომდევნო ციკლის გადაცდენამდე.
მაიკო
2020-04-23
წელის ტკივილი მაკ და ცოტა სისხლიანი.გამონადენი.
მაიკო
2020-04-23
წელის კვემოთ ტკივილები მაკ ცოტა გამონადენიც მაკ
Natia
2020-04-20
მაქვს ერტი კვირა გადაცდენა შეიდზლება ორსულად ვიყო
Natia
2020-04-20
Maqvs 1ti kvira gadacdena sheidzleba viyo orsulad
ნინო
2020-03-19
გამარჯობათ ციკლის პირველი დღე იყო 31 დეკემბერი .გთხოვთ მითხრათ 12 კვირა რომელი რიცხვი იქნება გამოკვლევის გაკეატება მიმდა კისრის ნაოჭზე.
tamta tatuli87@gmail.com
2020-02-29
გავიკეთე ინვიტრო 1თებერვალს.ვიკეთებდი უამრავ წამალს მათ შორის ლუთეინას დღეში 900-ს დამემართა რამდენიმე დღეში დამემართა სოკო და დოზა ჯერ ასით შევამცირე მერე ორასით და ვიკეთებდი 600ს .გაკეთებიდან მე9 და მეათე მეთერთმეტე დღეებზე ძლიერი ტკივილი მქონდა დანარჩენ წამლებს ჩვეულებრივად ვაგრძელებდი .ციკლის დღეს ჩავიტარე ტესტი და ძალიან მკრთალად გამოჩნდა მეორე ხაზი და რამდენიმე გამეორებაზე უფრო მკრთალად ჩნდებოდა. გამიკეთეს ანალიზი ქორიონალურზე და უარყოფითი აღმოჩნდა.შრიძლება რომ ლუთეინის 200სით შემცირებას გამოეწვია ?
ნანა
2020-02-21
მაქვს მკერდის ტკივილი და მუცლის ქვემოტ და ცელის ტკივილი მქონდა მენუსტრაცია ცოტა და უფერული მაქვს გულის რევა არა აქ მნისვნელობა კვებას შეიზლება გამიტ გამეგვიზოს და გულის რევა მქონდეს რის ბრალია
ნანა
2020-02-21
მტკივა მკერდი და მუცლის ქვემოტ

ტკივილი მაქვს მაქვს გულის რევა და მენსტრუაცია მქონდა ცოტა და სხვა ფერის ცოტა მაქვს სელის ტკივილი მაინტერესებს ვარ ტუ არა ორსულად
Ina
2020-01-17
Au ra kitxva 4 dgeshi kmari gyavs tu katalizatori ranairad j da davorsukde 4 dgeshi
sofo
2020-01-14
Menstruacia iqeta tveshi cveulebriv mqonda
sofo
2020-01-14
Guli mereva muceli mtkiva da xshirad tavic mkerdic meqaveba da risi brali iqneba?
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ