მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 54598 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მომავალი დედა

 

ორსულობის მე-10 კვირაამ პერიოდისთვის ყველაფერი თავისი გზით მიდის, შეიძლება ოდნავ დაგეტყოთ მუცელი (თუმცა ეს ინდივიდუალურია), გაგეზარდოთ მკერდი, უფრო ხშირად შეიძლება მოგინდეთ ჩამოჯდომა, ან წამოწოლა, თუმცა მოძრაობაც აუცილებელია, მაგრამ ყოველნაირად მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვებს.

შესაძლოა კვლავ გაწუხებდეთ ნაადრევი ტოქსიკოზის შემოტევები, თუმცა საჭიროა მოთმინება, რადგან სულ მალე ყველაფერი უკან დარჩება. იხილეთ: ტოქსიკოზი

ტოქსიკოზით გამოწვეულ გულის რევის შეგრძნებას და ღებინებას შესაძლოა თან დაერთოს გულძმარვა. ამის მიზეზია საყლაპავ მილსა და კუჭს შორის განლაგებული კუნთების შეკუმშვა, რის გამოც შიგთავსი უკან ამოდის საყლაპავში, ხოლო კუჭის წვენი აღიზიანებს საყლაპავის ნაზ ლორწოვან გარსს, რაც იწვევს წვის შეგრძნებას გულთან და ზოგჯერ ტკივილსაც კი.

ამ მიზეზის გამო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მუცლის ტკივილს, რადგან ხდება გაზების დაგროვება მუცლის ჭიპის ზედა ნაწილში, კუჭის მიდამოებთან. სამწუხაროდ ამგვარი სიმტომები შეიძლება გაგრძელდეს მთელი ორსულობის განმავლობაში, მშობიარობის დადგომამდე.

გარდა ამისა, ამ პერიოდს ახასიათებს ტუალეტში ხშირი "ვიზიტები", რაც გამოწვეულია საშვილოსნოს დაწოლით შარდის ბუშტზე. ზოგიერთ შემთხვევაში, მოშარდვის ხშირ მოთხოვნილებას თან ახლდეს შარდის შეუკავებლობა, განსაკუთრებით ხველების, სიცილის ან დაცემინების დროს.

მართალია ამგვარი მოვლენები უფრო დამახასიათებლია განმეორებითი ორსულობისთვის და ორსულობის გვიანი ვადებისთვის, მაგრამ შესაძლოა თავი იჩინოს უკვე ამ ვადაზეც.

ინტიმური ურთიერთობები ფეხმძიმობის ამ პერიოდში ყველა ორსულისთვის განსხვავებულია:

ზოგიერთ მათგანს ორსულობა არავითარ პრობლემას არ უქმნის, რომ კვლავ სრულფასოვნად დაკავდეს სექსით;

ზოგიერთს ჰორმონალური გარდაქმნებით გამოწვეული ცვლილებები არ აძლევს ამის საშუალებას,

ზოგი უარს ამბობს სექსზე ტოქსიკოზის გამო, რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელია.

საკმაოდ ბევრნი არიან მომავალი დედები, რომელთაც უბრალოდ ინფორმაცია არ გააჩნია ორსულობის დროს სექსის დაშვებულობის თუ დაუშვებლობის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი აწუხებთ და არც უკუჩვენებებიც არსებობს, უარს ამბობენ ინტიმურ ურთიერთობებზე იმის შიშით, რომ რამე არ ავნონ ნაყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის ამ ეტაპზე მძიმე დატვირთვა არ არის რეკომენდებული, ძალიან სასარგებლოა, თუ დღის წესრიგში ჩართავთ ზომიერ ფიზიკურ დატვირთვებს და ყოველდღიურად ისეირნებთ.

 

დიეტა ფეხმძიმობის დროს

 

დიეტა ფეხმძიმობის დროსორსულობის დროს, წონის დასაკლებად, დიეტა არ არის რეკომენდირებული. თქვენ გეგმაზომიერად უნდა მოიმატოთ წონაში. თუ  ამგვარი მატება არ იქნა, ამან შეიძლება ნაყოფს ზიანი მიაყენოს.

ექიმისთვის თქვენი წონაში მატება - ნაყოფის ნორმალური განვითარების ნიშანია.

ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის დროს ქალბატონები წონაში 12-დან 16 კგ-მდე იმატებენ, ამიტომ შეეგუეთ აზრს, რომ პირველი 20 კვირის განმავლობაში თქვენ დაახლოებით 5 კგ-ს მოიმატებთ, ხოლო შემდეგ ყოველ კვირაში 500 გრ-მდე. თუმცა ზოგიერთი ქალბატონი პირველივე კვირიდან იმატებს წონაში.

ორსულობა არ არის ის პერიოდი, როცა შესაძლებელია კალორიების მიღების შეზღუდვა და ექსპერიმენტების ჩაატარება სხვადასხვა დიეტებით. თუმცა ეს არც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ და რამდენიც გინდათ.

შეეცადეთ საკვების სრულფასოვანი მიღება შეუსაბამოთ ფიზიკურ დატვირთვას, კარგად გაერკვიეთ საკუთარ საკვებში, მართალია თქვენ უკვე იღებთ საკვებს ორი ადამიანისთვის, მაგრამ ეს გონივრულად უნდა გააკეთოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში იოდის საკმარისი რაოდენობის მიღება, რადგან იგი უკვე იწყებს დაგროვებას ბავშვის ფარისებრ ჯირკვალში.

 

როგორ ნაწილდება ფეხმძიმე  ქალის ზედმეტი წონა

 

როგორ ნაწილდება ფეხმძიმე  ქალის ზედმეტი წონაცვლილებები ორგანიზმში - საშვილოსნოს, მკერდის ქსოვილების გადიდება, სისხლისა და ლიმფური სითხის მოცულობის გაზრდა, იძლევა წონის ყველაზე დიდ ნამატს.

ნაყოფის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, თქვენი ორგანიზმი იმარაგებს საკვებ ნივთიერებებს, სწორედ ამის გამო იზრდება სისხლისა და ლიმფური სითხის მოცულობა.

სასურველია, თუ ეს საკვები ნივთიერებები იქნება ახალი, ქორფა, ყოველგვარი მავნე საკვები დანამატებისგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

ორგანიზმში ცხიმების დაგროვების ერთ-ერთი მიზეზია-ბავშვის რძით (ძუძუთი) გამოკვებისთვის მომზადება.

ქვემოთ მოყვანილია, თუ როგორ ნაწილდება საშუალოდ, ზედმეტი წონა ფეხმძიმე ქალბატონებში:

»» საკვები ნივთიერებები (ცილები, ცხიმები და ა.შ) - 3-4 კგ

»» საშვილოსნოს გადიდება - 0,8-1კგ;

»» მკერდის გადიდება - 0,8-1 კგ;

»» ლიმფური სითხე - 1,5-2კგ;

»» სანაყოფე  წყლები - 0,5-1 კგ;

»» პლაცენტა (ქსოვილი, რომელიც აერთებს ბავშვს დედასთან და უზრუნველყოფს სცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერების მიწოდებას) - 0,5-0,7 კგ;

»» ბავშვი - 2,5-3,5 კგ;

 

აცრები და იმუნიზაცია

 

აცრები და იმუნიზაციაიმუნიზაცია, ვაქცინის შეყვანის გზით, ორგანიზმის ინფექციური დაავადებებისგან დაცვის საშუალებაა.

ბევრი ინფექციური დაავადების თავიდან აცილება, ვაქცინების საშუალებით ხდება. ვაქცინა - ეს არის მიკრობებისგან მიღებული პრეპარატი, რომელიც შეყავთ ორგანიზმში, რათა გამოიმუშავოს მოცემული ინფექციის მიმართ შეუთავსებლობა (იმუნიტეტი).

ჩვეულებრივ, ვაქცინა შეყავთ ინექციის, ან აბების სახით.

იმუნიზაციისთვის გამოიყენება ოთხი ტიპის ვაქცინა:

» ინაქტიური (გაუვნებელყოფილი) მიკრობული ტოქსინები (ანატოქსინები),

» მიკრობებისა და ვირუსების მკვდარი კულტურები;

» ცოცხალი, დასუსტებული მიკრობები და ვირუსები (ცოცხალი ვაქცინები);

» ბიოსინთეზის გზით მიღებული ვაქცინები (იმუნოგლობულინის პრეპარატები).

ანატოქსინი - ქიმიურად გარდაქმნილი ბაქტერიული შხამი, ან ვირუსის მიერ გამომუშავებული ეგზოტოქსინია.

მკვდარი კულტურებისგან შექმნილი ვაქცინა - შეიცავს მიკროორგანიზმებს, რომელიც დეზაქტივირებულია გაცხელების, ან ქიმიური გზით.

ცოცხალი ვირუსებისგან შექმნილი ვაქცინა -  მზადდება ისე, რომ თავად ეს ვირუსები საკმარისადაა დასუსტებული იმისთვის, რათა გამოიწვიოს იმუნიტეტი ავადმყოფობის მიმართ.

იმუნოგლობულინის პრეპარატი  - ეს არის ცილა, რომელიც გამოიყოფა ადამიანის სისხლისგან და წარმოქმნის რეციპიენტის სისხლში ანტისხეულებს, ავადმყოფობისაგან დროებით თავის დასაცავად. პოლი იმუნოგლობულინი მიიღება დონორების სისხლისგან, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ანტისხეულებს. იგი შეიძლება გამოყენებული იყოს ერთდროულად რამდენიმე ინფექციის წინააღმდეგ, მაგალითად როგორიცაა  B  ჰეპატიტი, ცოფი და ჩუტყვავილა. მონო იმუნოგლობულინი გამოიყენება ისეთი შეზღუდული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა А ჰეპატიტი და წითელა.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა იმუნიტეტი წითელას მიმართ, საჭიროა სისხლის ანალიზი (ან უნდა გქონდეთ ცნობა, რომ უკვე გადატანილი გაქვთ ეს დაავადება). წითელასა და წითურას კლინიკური დიაგნოზი არ არის სანდო, რადგან ბევრ სხვა დაავადებას აქვს მსგავსი ნიშნები და სიმპტომები.

რომ დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა იმუნიტეტი ყბაყურას მიმართ, უნდა იცოდეთ, გადატანილი გაქვთ თუ არა ეს დაავადება, ან გაკეთებული გაქვთ თუ არა შესაბამისი აცრა ერთი წლის ასაკში.

აცრები  წითელას, ყბაყურასა და წითურაზე ზრდასრულ ქალბატონებს უკეთდებათ იმ პირობით, თუ ისინი იყენებენ ჩასახვისაწინააღმდეგო საშუალებებს.

აცრები და იმუნიზაციარაც შეეხება აცრის შემდგომ პერიოდს, კონტრაცეპტივების გამოყენება საჭიროა მინიმუმ  სამი თვის განმავლობაში.

ითვლება, რომ ქალებს გააჩნიათ იმუნიტეტი დიფტერიისა და ტეტანუსის მიმართ, თუ მათ მიღებული აქვთ თითოეული ტოქსინის სამი დოზა, მათ შორის, მინიმუმ ერთ წლიანი წყვეტით.

იმუნიტეტის შესანარჩუნებლად აუცილებელია ახალი აცრების ჩატარება ყოველ ათ წელიწადში. ფეხმძიმე ქალებს სხვა აცრები უტარდებათ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით განსაკუთრებულ შემთხვევებში.

 

ინფიცირების  საშიშროება 

 

დაინფიცირების საშიშროებაფეხმძიმობის პერიოდში, მუდმივად უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჭიროა თავიდან აიცილოთ ნებიმიერი დაავადებით დაინფიცირების რისკი და უნდა ეცადოთ, რომ ასეთი შესაძლებლობები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

ამიტომ ერიდეთ სტუმრად წასვლას იქ, სადაც იცით, რომ გადაიტანეს ესა თუ ის ინფექცია.

მოერიდეთ ისეთ ადგილებში მგზავრობას, სადაც არის ან იყო ნებიმიერი ტიპის ეპიდემია. ნუ იკონტაქტებთ ადამიანებთან (განსაკუთრებით ბავშვებთან), თუ იცით, რომ მათ გადაიტანეს რაიმე სახის დაავადება.

თუ ასეთი ტიპის კონტაქტებს თავს ვერ არიდებთ, აუცილებლად ისარგებლეთ პირბადით, რომელიც გარკვეულწილად დაგიცავთ დაინფიცირების საშიშროებისგან.

თუ ექიმი ეჭვობს, რომ თქვენ რაიმე სახის ინფექციით დაინფიცირდით, აუცილებლად უნდა შეფასდეს ინფიცირების რისკი და აცრის აუცილებლობა, ეფექტურობისა და ფეხმძიმობის შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით.

 

უსაფრთხოა თუ არა აცრები და ვაქცინები

 

უსაფრთხოა თუ არა აცრები და იმუნიზაციაძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებენ ვაქცინები ნაყოფის განვითარებაზე.

აღიარებულია, რომ  მკვდარი მიკრობებისგან მიღებული ვაქცინები უსაფრთხოა, ფაქტიურად არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ მოეხდინოთ ნეგატიური ზემოქმედება ნაყოფზე, ან გაეზარდოთ აბორტის შესაძლებლობა.

წითელას საწინააღმდეგო ცოცხალი ვაქცინები არასოდეს არ შეყავთ ფეხმძიმე ქალების ორგანიზმში.

მონო იმუნოგლობულინი გაუმკლავდება წითელას, თუ მას შეიყვანენ ორგანიზმში, დაინფიცირებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ფეხმძიმეთათვის აბსოლიტურად უსაფრთხოა აცრები ტეტანუსისა და დიფტერიის წინააღმდეგ.

აცრები - წითელას, ყბაყურასა და წითურას წინააღმდეგ, შესაძლებელია მხოლოდ ფეხმძიმობამდე, ან მშობიარობის შემდეგ.

რაც შეეხება პოლიომიელიტის აცრას, იგი ფეხმძიმე ქალებს უკეთდება, მხოლოდ დაინფიცირების დიდი რისკის შემთხვევაში, ინაქტიური  ვაქცინით.

წითურასგან თავის დაცვა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მის მიერ გამოწვეული მძიმე შედეგების გამო, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ნაყოფის განვითარებას.

წითელა, ამაღლებს აბორტის რისკს  და შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

ტეტანუსი, შეიძლება გადაედოს ნაყოფს საშვილოსნოში და გამოიწვიოს ე.წ. ნეონატალური ტეტანუსი.

ამიტომ ფრთხილად მოეპყარით ყოველგვარ ინფექციას და მუდმივი კავშირი გქონდეთ თქვენს გინეკოლოგთან, რათა მან აკონტროლოს თქვენი მდგომარეობა და საშიშროების შემთხვევაში დროულად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

 

ქორიონის ბუსუსების ბიოფსია

 

ქორიონის ბუსუსების ბიოფსიაეს ანალიზი, ინიშნება ფეხმძიმობის ადრეულ სტადიებზე (მე-9–11 კვირა), ბავშვის დაბადებამდე გენეტიკური ანომალიების გამოსავლენად.

არსებობს ნაყოფის ბუსუსის ნიმუშის (რომელიც მდებარეობს პლანცეტაზე) მიღების ორი მეთოდი:-შეყვანილი იქნას ინსტრუმენტი საშვილოსნოს ყელიდან ან მუცელზე მიკრო ნაკვეთიდან.

ასეთი პროცედურის შემდეგ, მუცლის მოშლის რისკი დიდი არ არის, მაგრამ ნიმუშის აღება აუცილებლად უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური, ამ საქმის სპეციალისტის მიერ.

ასეთ ანალიზს, ან ამნიოცენტეზს (სანაყოფე ბუშტის პუნქცია), ნიშნავენ მთელი რიგი მიზეზების გამო. მაგალითად მისი დახმარებით შესაძლებელია ნაადრევად იქნეს გამოვლენილი ისეთი გენეტიკური დეფექტი, როგორიცაა დაუნის სინდრომი. ანალიზის პასუხები მიიღება ერთი კვირის შემდეგ.

თუ სავარაუდოა აბორტი, მისი გაკეთება შესაძლებელია ფეხმძიმობის უფრო ადრეულ ეტაპზე, ქალისათვის ყოველგვარი რისკის გარეშე.

თუ ექიმმა შემოგთავაზათ ასეთი ანალიზის გაკეთება, დაინტერესით შესაძლო რისკის ფაქტორითა და ხარისხით. ქორიონის ბუსუსების ბიოფსიის დროს მუცლის მოშლის რისკი არ არის დიდი, იგი 1 დან 2% - მდეა.

 

ფეტოსკოპია

 

ფეტოსკოპიაფეტოსკოპია, კიდევ ერთი გამოკვლევაა, რომლის საშუალებით ხდება ნაყოფისა და პლანცეტის დათვალიერება, რომელიც საშვილოსნოს შიგნით მდებარეობს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამოკვლევა საშუალებას იძლევა, გამოვლენილი იქნეს ანომალიები, რომლის გამოსწორებაც ჯერ კიდევ შეიძლება.

ფეტოსკოპიის საშუალებით ექიმს შეუძლია უკეთესად დაათვალიეროს ყველა დეტალი, ვიდრე ულტრაბგერითი გამოკვლევით.

ეს გამოკვლევა კეთდება მუცლის ღრუს გავლით ფოტოსკოპის შეყვანის გზით, ფოტოსკოპი არის ხელსაწყო, რომელიც ლაპარასკოპის ანალოგიურია, მხოლოდ ზომით რამდენადმე დიდია.

თუ ექიმი გთავაზობთ ფეტოსკოპიას, დაინტერესდით შესაძლო რისკის ფაქტორით. გამოკვლევის უპირატესობითა და ნაკლოვანებებით. მისი გაკეთება შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ და ამ სფეროში პროპესიონალ სპეციალისტს.

იცოდეთ, რომ ეს გამოკვლევა ყველგან არ ტარდება და მის დროს მუცლის მოშლის რისკი 3 დან 4 % - მდეა.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე 10 კვირათქვენი პატარა შედის თავისი განვითარების ახალ, ფეტალურ პერიოდში. ამ კვირიდან იგი უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ნაყოფი. მას განვითარებულია აქვს თითქმის ყველა შინაგანი ორგანოები და სისტემები. წარმოიქმნება ფილტვების სისხლძარღვები,ფორმირდება გულის პარკუჭები.

ნაყოფს ფორმირებული აქვს იდაყვის სახსრები და მუხლები, ფეხებისა და ხელების თითები, ყურის ნიჟარები, ზედა ტუჩი, დაწყებულია სარძევე კბილების განვითარება. პრაქტიკულად დასრულებულია დიაფრაგმის ფორმირება, რომელიც ანცალკავებს მუცლის და მკერდის ღრუს ერთმანეთისგან.

იწყებს განვითარებას გარე სასქესო ორგანოები, თუმცა ჯერ-ჯერობით გოგონები და ბიჭები გამოიყურებიან თითქმის ერთნაირად. ბიჭის საკვერცხეები იწყებენ ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავებას, რომელიც ახდენს მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნების ფორმირებას.

ნაყოფი პრაქტიკულად გამჭვირვალეა, კომფორტულადაა მოთავსებული სანაყოფე ბუშტში, რომელიც სავსეა ამნიოტური (სანაყოფე) სითხით. სანაყოფე სითხის რაოდენობა ბუშტში დაახლოებით 20 მლ -ია.

პატარა თავისუფლად ცურავს სანაყოფე ბუშტში. იმის გამო, რომ ამ კვირაში შესამჩნევად განაგრძობს განვითარებას კუნთოვანი სხეული, კვირის ბოლოს მას უკვე შეუძლია შეიკუმშოს და ნაყოფი მოძრაობს, მაგალითად, თუ ის შეეხო საშვილოსნოს კედელს, შეუძლია გაერიდოს მას.

დიდი სისწრაფით ვითარდება ნაყოფის ნერვული სისტემა, წუთში წარმოიქმნება 250 000 ახალი ნეირონი. ხდება თავის ტვინის ყველა განყოფილების განცალკევება. ფორმირდება დიდი ნახევარსფეროების ქერქის ყველა შრე.

თქვენი მომავალი პატარა იწონის მიახლოებით 4-5 გრამს, ხოლო მისი სიგრძე დაახლოებით  27-45 მმ -ია.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
ინგა
2021-09-28
გამარჯობა. სურდოზე შუშხუნა ც ვიტამინი თუ შეიძლება რო დავლიო 8 კვირის ვარ
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ