მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 62564 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სირთულეები ძუძუთი კვების დროს

 

სირთულეები ძუძუთი კვების დროსმშობიარობის შემდეგ, შესაძლოა შეიქმნას პრობლემა ძუძუში რძის ჩადგომასთან დაკავშირებით, რის გამოც მკერდი ზომაზე დიდი, დაჭიმული, მტკივნეული და ზედმეტი რძით გადატვირთულია.

მართალია რძე საკმარისად გამომუშავდება, მაგრამ ბავშვი ვერ ახერხებს მის გამოწოვას.

ასეთ შემთხვევებში ძუძუთი კვების წინ საჭიროა ცოტაოდენი რძის გამოწურვა. ეს შეიძლება გააკეთოთ საკუთარი ხელით, ან სპეციალური აპარატის საშუალებით, რომლის შეძენა აფთიაქებშია შესაძლებელი.

ზოგიერთ შემთხვევებში კარგ შედეგს იძლევა ცხელი შხაპი და რძის გამოწურვა თბილ წყალში, ზოგჯერ სასარგებლოა მკერდზე ცივის მიდებაც. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ამ სახის გართულებები, გამოკვებეთ ბავშვი ორივე ძუძუთი.

თუ არცერთმა ამ მეთოდმა არ გიშველათ და მდგომარეობა გაგირთულდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობის კურსს.

თუ თქვენ წინასწარ არ მოამზადეთ ძუძუს კერტების ნაზი კანი ბავშვის კვებისთვის და პირველი კვების დროს ნება დართეთ პატარას დიდი ხნის განმავლობაში წოვოს ძუძუ, შესაძლოა კერტებზე გაგიჩნდეთ ძალიან მტკივნეული ნახეთქები.

ამიტომ შეეცადეთ, რომ ძუძუს კერტები ყოველთვის მშრალი და სუფთა გქონდეთ, რაც შეაფერხებს ანთებით პროცესს.

ძუძუთი კვების შემდეგ, მკერდი ფაქიზად ჩამოიბანეთ გადადუღებული წყლით და გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით, ხოლო კერტებზე წაისვით ვაზელინის ან ლანოლინის (ცხვრის მატყლის ცხიმი) ზეთი და მამაგრეთ ზედ სუფთა მარლის ნაჭერი, რათა გამორიცხოთ კერტების თეთრეულთან ხახუნი.

ძუძუს კერტების ნახეთქებმა, შესაძლოა სარძევე ჯირკვლების ანთებაც კი გამოიწვიოს. ზოგჯერ ნახეთქები ღრმაა და შესაძლოა მათგან სისხლდენაც კი დაიწყოს.

თუ მკერდი გაგებერათ, გტკივათ, ძუძუს კერტები გაწითლებული გაქვთ და თქვენი საერთო მდგომარეობა ისეთია, როგორც ძლიერი გრიპის დროს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

რძის უკმარისობა 

 

რძის უკმარისობა ბავშვის ძუძუთი რეგულარულად კვება, რძის უკმარისობის ბუნებრივი პროფილაქტიკაა. რაც უფრო ხშირად წოვს პატარა ძუძუს, მით უფრო რეფლექტორულად ხდება რძის გამომუშავება დედის ორგანიზმში.

რძის ჩადგომა იწვევს მისი გამომუშავების შემცირებას; ამიტომ ძირითადი წესი მშობიარობის შემდეგ, არის ის, რომ ბავშვს ძუძუ მისცეთ პირველივე მოთხოვნისთანავე, ხოლო დარჩენილი რძე გამოიწუროთ.

თუ რეგულარულად კვების მიუხედავად, ბავშვი წონაში არ იმატებს, სავარაუდოდ მას რძე  არ ყოფნის და უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

ხალხური მედიცინა ამ შემთხვევაში რეკომენდაციას იძლევა მიიღოთ შავი ჩაი რძით, ან მწვანე ჩაი, დაუმატოთ საკვებს ბერძნული კაკალი (4 ცალი დღეში), 100 გრ შავი თალგამი 2-3 -ჯერ დღეში. კარგ ეფექტს იძლევა ჭინჭრის, კამის, კვლიავის, ცერეცოს ნაყენი.

 

სარძევე ჯირკვლების გაუხეშება 

 

როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ, 2-3 დღის განმავლობაში, დედის სარძევე ჯირკვლები გამოიმუშავებს არა რძეს, არამედ ხსენს.

ხსენი გაცილებით ცხიმიანია, ვიდრე დედის რძე, რადგან იგი ძალინ მდიდარია ცილებით, ცხიმებით, მინერალური ნივთიერებებით, აგრეთვე ვიტამინებით, ფერმენტებით, ჰორმონებით, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის სიცოცხლის პირველ დღეებში.

ხსენის გამომუშავება რძესთან შედარებით საკმაოდ მცირე რაოდენობით ხდება, ამიტომ, მშობიარობის შემდეგ, მე 4-6 დღეს, ხსენის შეწყვეტის შემდეგ, მოდის დიდი რაოდენობით რძე. სარძევე ჯირკვლები რამდენიმე საათის განმავლობაში მაგრდება, იმატებს მოცულობაში და მტკივნეული ხდება. შესაძლოა ამ მოვლენებმა ტემპერატურის მომატებაც გამოიწვიოს.

თუ დედა მიუხედავად ტკივილებისა მაინც აგრძელებს ბავშვის ძუძუთი კვებას, 1-2 დღის შემდეგ ტკივილის შეგრძნებამ თავისთავად უნდა გაიაროს,.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ტკივილები მკვეთრი გახდა, სარძევე ჯირკვლის ირგვლივ კანი გახდა წითელი და ცხელი, ტემპერატურამ მაღალ ნიშნულს მიაღწია (38 გრადუსი და ზევით) ამ შემთხვევაში შესაძლოა ეს მასტიტის (სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებითი დაავადება) ნიშანიც იყოს, ამიტომ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში დაგინიშნავთ შესაბამისი მკურნალობის კურსს.

ამ დროს ბავშვის ძუძუთი კვების გაგრძელება აუცილებელიც კია, რადგან სწორედ რძის ჩადგომა შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის ანთების - მასტიტის მიზეზი.

ბავშვისთვის ძუძუს მიცემა არ შეიძლება თუ ჩირქოვანი მასტიტი გაქვთ და კერტიდან გამოიყოფა ჩირქის წვეთები. ასეთ შემთხვევაში ექიმი დედას როგორც წესი, უნიშნავს ანტიბიოტიკებს. ძუძუთი კვების გაგრძელება კი შესაძლებელია მხოლოდ მკურნალობის კურსის დასრულები შემდეგ.

 

ძუძუს კერტების ნახეთქები 

 

ძუძუს კერტების ნახეთქები იმის გამო, რუმ ძუძუს კერტების კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, საჭიროა ფეხმძიმობის პროცესში მისი მომზადება კვებისთვის ხაოიანი სუფთა პირსახოცით, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოთ კერტები 1-2 წუთის განმავლობაში.

თუ ამას არ აკეთებთ, ძუძუთი კვების პირველივე დღეებში შესაძლოა გაგიჩნდეთ კერტებზე ნახეთქები;

იმისათვის, რომ ეს თავიდან აიცილოთ, უნდა გამოკვებოთ ბავშვი ერთი ძუძუთი 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მეორე ძუძუთი, ასევე 5-7 წუთის განმავლობაში.

ნუ გამოიყენებთ საპონს და სხვა, უხეშ ჰიგიენურ საშუალებებს. შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ სპეციალური კრემი, რომელიც ხელს შლის კერტებზე ნახეთქების წარმოქმნას. 

კარგ შედეგს იძლევა, ჩვილის ყოველი გამოკვების შემდეგ, ძუძუს კერტებზე, მცირე რაოდენობით საკუთარი რძის წასმა.

 

მასტიტი (სარძევე ჯირკვლების ანთება)

 

მასტიტი (სარძევე ჯირკვლების ანთება)მასტიტი სარძევე ჯირკვლების ქსოვილების ანთებითი დაავადებაა. იგი ძირითადად წარმოიქმნება რძის ნაკადის დაცობისა და მისი უძრაობის ფონზე. აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს  ძუძუს კერტების დაზიანებული ადგილებიდან ინფექციის შეჭრამ.

მასტიტის დროს ძუძუ შესიებულია, გაწითლებული. საკმაოდ მტკივნეულია, რაც განსაკუთრებით საგრძნობია ხელის შეხების დროს.

დაავადება ხასიათდება მაღალი ტემპერატურით (ტემპერატურის გაზომვა ხდება მკერდის ქვემოთ და იდაყვის მოხრის ადგილზე. მასტიტის დროს, ტემპერატურა ორივე შემთხვევაში მაღალია). დაავადებას აგრეთვე თან სდევს ციებითი მოვლენები. მკერდში ჩნდება შემაგრებები, რომელიც უფრო ხშირად მტკივნეულია, ხოლო შემაგრებული ადგილი გაწითლებული.

მასტიტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დარჩენილი რძის გამოწურვა სპეციალური, კლინიკური რძის საწურებით (მოერიდეთ ძის ხელით გამოწურვას, თუ ამას არ აკეთებს ამ სფეროს პროფესიონალი სპეციალისტი), აგრთვე სწორად შერჩეული ბიუსჰალტერი (კატეგორიულად გამორიცხეთ რკინისა და სხვა ნივთიერებების რკალებ ჩადგმული ბიუსჰალტერები). დაუშვებელია მკერდის გაცივება (ეცადეთ იგი გქონდეთ თბილად).

დაავადების პირველ სტადიაზე, როცა ჩირქოვანი გამონადენი არ ხვდება რძეში, კიდევ შესაძლებელია ბავშვის მკერდზე მიყრდნობა და მისი კვება, მაგრამ როგორც კი ბავშვის განავალი გახდება მწვანე და ექნება ცუდი, სპეციფიკური სუნი, მისი გამოკვება სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ.

მასტიტის მკურნალობის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები  ამიტომ ერიდეთ ყოველგვარ თვითმკურნალობას, კომპრესებს, და მასტიტის პირველი სიმპტომებისთანავე დასახმარებლად მიმართეთ ექიმს, რათა თაავიდან აიცილოთ ოპერატიული ჩარევა.

 

ლაქტოსტაზი (რძის შეკავება)

 

ლაქტოსტაზი (რძის შეკავება)ლაქტოსტაზი მკედში რძის შეკავებაა. ამ პრობლემა აწყდება პრაქტიკულად ყველა დედა. ლაქტოსტაზი წარმოიქმნება იმის, გამო, რომ არ ხდება დროულად მკედის გამოწურვა და ხდება რძის ნაკადის დაცობა.

ამ დროს წყდება რძის გამოყოფა მკერდიდან და იგი უკიდურესად ძნელად გამოსაწური ხდება. პატარას უჭირს წოვა, მკერდი ხდება შესიებული, მაგარი, მტკივნეული, შემაგრებებით, სხეულის ტემპერატურა მომატებულია მხოლოდ მკერდის ქვემოთ.

თუ დედას შეუძლია დამოუკიდებლად რძის გამოწურვა, ხოლო  პატარა ახერხებს ძუძუს კარგად წოვას, შესაძლოა პრიობლემა მოგვარდეს დამოუკიდებლადაც.

ლაქტოსტაზის შემთხვევაში რეკომენდებულია მკერდი თბილად გქონდეთ და მტკივნეულ მკედზე იკეთოთ თბილი კომპრესები. აიკრძალეთ ყოველგვარი სუფთა ჰაერზე სეირნობა და საჰაერო აბაზანები. სასურველია ბავშვი ხშირად მიიკრათ მკედზე და კვებოთ იგი ძუძუთი, თუ დამოუკიდებლად არ გამოგდით რძის გამოწურვა.

თუ ლაქტოსტაზის ლიკვიდირება ერთი დღეღამის განმავლობაში არ მოხდა, შესაძლოა იგი გადაიზარდოს მასტიტში. ამას გარდა ლაქტოსტაზი შესაძლოა დამთავრდეს ჰიპოგალაქტიით (სარძევე ჯირკვლებიდან რძის შენელებული გამოყოფა), ამიტომ ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ ზემოთ აღწერილი სიმტომები მაინც დარჩა, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

 

ჰიპოგალაქტია (რძის შენელებული გამოყოფა)

 

ჰიპოგალაქტია (რძის შენელებული გამოყოფა)ჰიპოგალაქტია ეს არის რძის გამოყოფის აბსოლიტური ან ფარდობითი უკმარისობა. იმაზე, რომ ბავშვს არ ყოფნის რძე, მიუთითებს მისი მოუსვენრობა, გახშირებული ტირილი, ჭირვეულობა, ძილის დარღვევა, წონაში მცირედით მატება, ან წონის დაკარგვა.

სპეციალისტების დაკვირვებით, ჰიპოგალაქტია არის ბავშვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

ამასთან, მეძუძური დედისთვის რძის რაოდენობის მომატება სავსებით რეალურია. უბრალოდ საჭიროა მოთმინება იმ მითითებების მკაცრად დაცვა, რომელსაც დანიშნავს ექიმი.

ჩვეულებრივ, ექიმები ამ დროს ნიშნავენ სხვადასხვა ბალახეულს, რომლებიც აუმჯობესებენ ლაქტაციას, ნიშნავენ კვების რეჟიმს, რეკომენდაციას იძლევიან როდის და როგორ უნდა მოხდეს რძის გამოწურვა და ა.შ.

მოქმედები გეგმის შედგენა თითოეული მეძუძური დედისთვის ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მთელს რიგ ფაქტორებზე: რა რაოდენობის რძე აქვს ქალს, რამდენია ბავშვის ასაკი, წონა, საყოფაცხოვრებო პირობები და ა.შ.

ამ გეგმის ზუსტად შესრულების შემთხვევაში, რძის რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს.

ზოგჯერ ხდება ასეც, რომ არის ნიშნები ჰიპოგალაქტიის, ხოლო სინამდვილეში ადგილი აქვს ლაქტოსტაზს (რძის შეკავებას), კვების არასწორ ტექნიკას და ა.შ.

არც თუ ისე იშვიათად, ბავშვი, რომელიც იმყოფება შერეულ კვებაზე, უარს ამბობს ძუძუზე.

არსებობს სხვადასხვა საშუალებები, რომლის წყალობითაც შეიძლება ბავშვი მიეჩვიოს ძუძუს. ეს შეიძლება იყოს როგორც ეშმაკური მეთოდები, რაც აიძულებს ბავშვს დაუბრუნდეს ძუძუს, ასევე სპეციალური დანამატები შერეულ საკვებში, რომელიც ბავშვს აიძულებს არ თქვას უარი ძუძუთი კვებაზე, ასევე ბავშვებისთვის, რომელთაც არა აქვთ წოვითი ეფექტი.

 

საორსულე ონლაინ მაღაზია MyWish.ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 
 
 

კომენტარები
ნინო
2022-10-06
გამარჯობათ მკერდის თავები მაქვს დახეთქილი ვიყავი ექიმთან ბეპანტენის მალამო მირჩია ვიყიდე მაგრამ არანაერი აზრი არაქვს მკერდის თავის ირგვლივ სულ დამიწითლდა და მისკდება თითქოს შეშუპებულია ცოტათი რამე საშიშიხომარა
Asmati
2021-09-05
გამარჯობათ.მკერდის თავები რომ არ დასკდეს რა შემიძლია ფეხმძიმობის დროს გავაკეთო.
Tea
2021-02-25
Gamarjobat chemi bavshvi 3wlis aris ukve da ro daibada zuzu ar wova miuxedavad imisa rom rze mqo da shemdeg viwuravdi sawurit cotaxani eg vachamee magram mere shewyvitaa amis shemdeg rze cer gavishvre gamomdis xelsro movicher zalian cotaa magtam ramodenime tvea feri sheicvala rzem gaxda mayavisfro simagre ar maq arc mawuxebs amshemtxvevashi rohor moviqce gtxovt damexmarot rcheva momcet
მარი
2020-07-12
განარჯობა ჩემი პატარაა 12 დღისა და ძუძუთი კვების შემდეგ აქვს ღებინება რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი რასაც შეჭამს სულ აღებინებს იქნებ მირჩიოთ რამე
Shorena
2020-06-12
Vgebulobdi dianes erti tvea d agar mimigia preparati erti kvirea da sheizleba bavshvs rom zuzu vachamo
Shorena
2020-06-12
Bavshvs zuzu ar ucovia 2 tvea erti tve mivige diane 35iani da 6dgea agar vgebulob da bavshva zuzu momtxova sheizleba rom mivce zuzu
Anuka
2020-03-19
Sicxis dros ar sheidzleba dzudzus micema.38 dan agar unda micet..
Mec shereulze myavs da dgeshi ertxel vachmev rdzes ro dzudzus ar gadaechvios. Achame dzudzu ramdenjerac moshivdebaa da dzan tu ichorveulebs da ar godis cotac.mag dros mieci xelovnuri sul.nu adzlev.
ანა
2020-01-18
გამარჯობათ ძუძუს თავები არ მაქვს და როგორ ავახებინო ძუძუ
თამუნა
2019-06-02
მყავს ორიკვირის ბავშვი და მაქვს სიცხე 39 თუ შეიძლება რომ ვაჭამო რძე ბავშვს და რა შეიძლება დავლიო
ნია
2019-04-22
GAMARJOBAT WLEBIA MKERDIS DVRILEBZE PATARA WERTILEBIVIT MAKVS ROGORC XALEBI DA ISINI XELIS SHEXEBISAS DALIAN MTKIVA DA RA UNDA IYOS AN ROMEL EKIMS MIVMARTO MADLOBA WINASWAR
მზიკო
2019-01-21
გამარჯობათ ჩემი პატარა 10 დგისა და დგეს სიცხე მომცა 38 და 3 ხაზი სხვა არაფელი მაწუხებს ეს რამდენად საშიშია და თუ შეიძლება ზუზუ ვაჯამო...ან რა წამალი დავლიო
Lika
2018-11-21
Gamarjobat vsr 22wlis axlaxans davanebebine pataras tavi dzuzuze radgan orsulad var rdze gamimagrda mkerdshi da rogor moviqce wamlis migeba ar sheidzleba da tu arsebobs raime sxva sashvaleba mazi an rami ro rdze ukan gabrundes akvra da civi kompresebi shvdbas ar madzlevs tusheileba damexmaret.
სოფო
2018-11-02
გამარჯობათ ძალიან გთხოვთ, იქნებ მირჩიოთ, ძუძუს თავები მაქვს დახეთქილი და რომელი მალამო გამოვიყენო
ილონა
2018-08-20
ჩემი პატარა სამი თვისაა....მყავს ბუნებრივ კვებაზე,ჭამს მხოლოდ ერთ ძუძუს,მეორეზე უარს ამბობს და ტირის,რის შედეგადაც ის მკერდი,რომელზედაც უარს ამბობს დამიპატარავდა..ძალიან გთხოვთ,მირჩიეთ ,როგორ მოვიქცე..
ხატია
2018-02-16
ძალიან გთხოვთ ვინმე დამეხმარეთ
ვაჭმევდი ბავშვს ორი თვე მარტო ერთ ძუძუს შესაბამისად ერთი მკერდი ძალიან გამეზარდა მეორესთან შეარებით.
იქმებ მირჩიოთ რა გავაკეთო რომ გავითანაბრო
sofiko
2017-09-16
Chemi bavshvi ertitvisaa arc game szinavs arc dgisit sul unda garwoo amastanave zuzuzuti rogorcki ikvebeba mashinve gazebi awuxebs da tanve agar jams ,norvokits, Vsaegeblob magram maic igive mdgimareobaa
Tiko
2017-09-13
Zalian gtxovt mipasuxet mkerdi zalian mtkiva xels zevit ver vwev risi mizezi unda iyos temperaturac magali maq sheizleba rame antibiotiki davlio..chemi patara jer erti tvis araa meshinia bavshvsac ar gadaedos sicxe....
Tiko
2017-09-13
Gamarjobat gtxovt mipasuxot...shuagames uecrad gamegviza mkerdis tkivilis gamo zalian mtkiva xels rom vwev mashinac da temperaturamac amiwia 39 maqvs marcs sheizleba tu ara sicxianma bavshvs zuzu vachamo...sicxianma
ტეო
2017-05-11
მაქ ფიიბრო
ტეონაა
2017-05-11
ფიიბრრო მააქ გავიკეეტე ოპერაცია ეხა იისევვ მაქ და ორრსუულად ვარ დდა ვაცჰაამო ბბავსჰვვს ჯირკკვლიანი რდზეე????????
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ