მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10920 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფეხმძიმობა და არტერიული წნევაფეხმძიმობის მიმდინარეობის დროს, ქალის ორგანიზმი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომავალი დედის მხედველობაზე.

ამიტომ, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი, მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში. რეკომენდებულია მინიმუმ 2-ჯერ: მე-10-14 და 32-36-ე კვირებში. 

მაგრამ, თუ გაწუხებთ ახლომხედველობა (მიოპია), ორსულობის დროს ოფთალმოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია თვეში ერთხელ. ამასთან, ოფთალმოლოგთან ვიზიტის აუცილებლობაზე აუცილებლად გეტყვით თქვენი ექიმ-გინეკოლოგი.

ფეხმძიმობის დროს, ოფთალმოლოგთან ვიზიტი რამდენადმე განსხვავდება ჩვეულებრივი მხედველობის შემოწმებისგან. ამ დროს, რეფრაქციის ხარისხის გარდა, ექიმმა გულდასმით უნდა გამოიკვლიოს თვალის ფსკერი, თვალის ბადურა გარსი, გაზომოს თვალის წნევა.

ასეთი გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვალის ბადურასთან დაკავშირებული პრობლემის გამო (ბადურა გარსის აშრევების საშიშროება), რასაც თან ახლავს მხედველობის მკვეთრი გაუარესება, სავარაუდოდ ვერ შეძლებთ დამოუკიდებლად მშობიარობას და შეიძლება დაგინიშნონ საკეისრო კვეთა.

მხედველობის გაუარესება ორსულობის დროს, შესაძლოა ტოქსიკოზმა, დიაბეტმა, ორგანიზმში სითხის შეკავებამ და სხვა ფატორებმა  გამოიწვიოს. განსაკუთრებით ზარალდებიან ის ქალები, რომელთაც ფეხმძიმობამდეც აღენიშნებოდათ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ამიტომ, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ოკულისტთან ვიზიტი და პრობლემის მოგვარება. თუმცა უნდა ითქვას, რომ უმრავლეს შემთხვევებში, მშობიარობის შემდეგ მხედველობა მაშინვე უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

თვალების პრობლემების მიზეზი, ორსულობის დროს შეიძლება გახდეს მაღალი არტერიული წნევა ან პრეეკლამფსია, ამიტომ უნდა იყოთ ყურადღებით და აუცილებლად მიმართოთ ოფთალმოლოგს თუ:

»» მხედველობა მკვეთრად ეცემა;

»» თვალებში ჩნდება წრეები;

»» თვალები გიბნელდებათ;

»» გაქვთ მგრძნობელობა შუქის მიმართ;

»» ადგილი აქვს მხედველობის გაორებას;

»» მხედველობა დროებით გეკარგებათ;

»» ლაქები ან გაელვება თვალებში;

ამას გარდა შესაძლოა შენიშნოთ შეშუპება ან შესიება თვალების ირგვლივ, ეს კიდევ ერთი სიმპტომია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პრეეკლამფსიის შედეგად.

აგრეთვე, თუ თვალები გტკივთ ან გაგიწითლდათ. ასეთ შემთხვევებში, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. უმოქმედებამ, შეიძლება მხედველობის სრული დაქვეითება, ხოლო შემდეგ სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

 

თვალების ძირითადი პრობლემები ფეხმძიმობის დროს

 

თვალების ძირითადი პრობლემები ფეხმძიმობის დროსორსულები ხშირად ჩივიან მხედველობის გაუარესებაზე, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფეხმძიმე ქალის ეჭვიანობასთან და მის გამძაფრებულ ყურადღებასთან საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

თუმცა ასეთი შიშები, შეიძლება სიმართლეც აღმოჩნდეს, რადგან ფეხმძიმობის დროს მხედველობა შესაძლოა ნამდვილად გაუარესდეს რამდენიმე დიოპტრიით (ლინზებისა და სხვა ღერძსიმეტრიული ოპტიკური სისტემების ოპტიკური ძალის ერთეული). ეს გამოწვეულია ორგანზმში (მათ შორის თვალებში), ყველა შემაერთებელი ქსოვილის უკიდურესი ელასტიურობით.

ამიტომ, თუ თქვენ გაწუხებთ ახლომხედველობა, ორსულობის დროს მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო.

ამ დროს ოკულისტზეა დამოკიდებული, მოგცემთ ბუნებრივად მშობიარობის უფლებას, თუ დანიშნავს საკეისრო კვეთას.

ექიმის ვერდიქტი კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფასდება ყველაფერი: ორსულის ასაკი, ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, მხედველობის გაუარესების ხარისხი, თვალის ბადურა გარსის მდგომარეობა და ა.შ.

თვალის ბადურა გარსის მდგომარეობა, ყოველთვის არ არის დამოკიდებული ახლომხედველობის ხარისხზე.

ხშირად, ახლომხედველობის მაღალი ხარისხის დროს, ბადურის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. მასზე არ შეინიშნება ნახეთქები და პროგრესირებადი დისტროფიული ცვლილებები.

ხდება პირიქითაც, სუსტი ახლომხედველობის დროს, რომელიც არ აჭარბებს 1-3 დიოპტრიას, თვალის ფსკერზე შეინიშნება დისტროფიული კერები.

თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, სასურველია ფეხმძიმობის პერიოდში დროებით გადახვიდეთ სათვალეზე, ხოლო მშობიარობის შემდეგ კვლავ დაუბრუნდეთ მის გამოყენებას, რადგან ფეხმძიმობის დროს, ორგანიზმში ხდება გარდაქმნები და იცვლება თვალების სტრუქტურაც.

ამიტომ, კონტაქტური ლინზები, რომელიც შერჩეული გაქვთ ინდივიდუალურად, შესაძლოა უკვე აღარ გამოდგეს თქვენი თვალებისთვის.

თუ მხედველობის დაქვეითების სიმპტომები გამოწვეული არ არის კონტაქტური კორექციით, მიეცით თვალებს რაც შეიძლება ხანგრძლივი დროით დასვენების საშუალება.

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეზღუდეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან გატარებული დროის პერიოდი, მოერიდეთ დაწოლილ კითხვას (თუნდაც ეს მოხერხებული პოზა იყოს თქვენი მუცლისთვის), მოიხსენით დაძაბულობა თვალის კომპრესების დახმარებით (ჩაის, კიტრის, რძის, კარტოფილის, გვირილის, პიტნის, ოხრახუშის, ლეღვის, ცაცხვის, მცენარეული ზეთების და ა.შ).

ფეხმძიმობის დროს, წნევის ცვალებადობის გამო, ფეხმძიმე ქალები ხშირად ჩივიან მხედველობის გაორებაზე, მხედველობის გაბუნდოვნებაზე, თვალების ბრჭყვიალზე და ა.შ.

თუ ეს სიმპტომები დიდი ხნის განმავლობაში არ გადის, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თვალის ბადურა გარსის პათოლოგიების ნიშნებს.

ფეხმძიმობის დროს, უფრო სერიოზული გართულების მიზეზი, შეიძლება გახდეს თვალის ბადურა გარსის დისტროფია.

ორსულთა სამშობიარო შეტევების და ჭინთვების დროს შეიძლება მოხდეს თვალის შიდა წნევის ცვლილებები, რამაც ბადურა გარსის აშრევება, თვალის ფსკერის ცვლილებები და მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.

 

ლაზერული კოაგულაცია

 

მხედველობის პრობლემები ფეხმძიმობის დროსთუ გამოკვლევების დროს, ოფთალმოლოგი აღმოაჩენს თვალის ბადურა გარსის უხეშ დისტროფიულ ცვლილებებს, შესაძლოა ფეხმძიმეს დაუნიშნოს ლაზერული კოაგულაცია.

ლაზერული კოაგულაცია, ჩვეულებრივ, კეთდება ორსულობამდე ნებისმიერ დროს და ორსულობის პერიოდში 35-ე კვირამდე.

იგი ტარდება ამბულატორიულად, არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და არის სულ რამოდენიმე წუთის საქმე.

ლაზერი თოთქოსდა „ადუღაბებს“ სუსტ და აშრევებულ მონაკვეთებს, ამაგრებს ბადურა გარსს, იცავს მას გაწელვისა და აშრევებისგან.

ლაზერული კოაგულაციის ჩატარების შემდეგ, შესაძლებელია ბუნებრივი მშობიარობა, რაც შეუძლებელი იყო თვალის ბადურა გარსთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

შესაძლებელია პროფილაქტიკური ლაზერული კოაგულაციის ჩატარებაც, რომლიც თავიდან აგაცილებთ ბადურა გარსის დიტროფიულ ცვლილებებს და ჩამოშლის საშიშროებას.

ეს მეთოდი უკვე დიდი ხანია გამოიყენება თანამედროვე ოფთალმოლოგიაში და რამდენიმე წუთიან ამბულატორულ პროცედურას წარმოადგენს. შედეგად კი საშუალება მოგეცემათ ფიზიოლოგიურად იმშობიაროთ და თავიდან აგაცილებთ საკეისრო კვეთას.

ამიტომ, თუ თქვენ აპირებთ ფეხმძიმობას, ან უკვე ხართ ორსულად, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ თვალის ფსკერისა და ბადურა გარსის გამოკვლევა, რადგან დროულად ჩატარებული მარტივი პროცედურა თავიდან აგაცილებთ საკეისრო კვეთის აუცილებლობას.

 

მხედველობის პროფილაქტიკა ორსულობის დროს

 

მხედველობის პროფილაქტიკა ორსულობის დროსფეხმძიმობის დროს, მხედველობის პროფილაქტიკა პირველ რიგში დაფუძნებული უნდა იყოს სიმშვიდეზე და კარგ განწყობაზე.

შესაძლებლობის მიხედვით თავიდან უნდა იქნეს აცილებული სტრესული სიტუაციები, რომელიც ნაგატიურად აისახება როგორც დედაზე, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

ნუ ასწევთ სიმძიმეებს, არ შეიძლება მკვეთრად დახრა და გასწორება. მსგავსი მოძრაობების დროს იზრდება თვალის შიდა წნევა, რაც არასასურველად აისახება თვალის ბადურა გარსზე.

რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კომპიუტერთან, ყოველ ნახევარ საათში გააკეთეთ მცირეხნიანი შესვენებები და დაასვენეთ თვალები. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური, ბადისებრი სათვალე კომპიუტერთან სამუშაოდ.

რეგულარულად გააკეთეთ თვალის სპეციალური სავარჯიშოები, რომელიც ამაგრებს თვალის კუნთებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, დააკვირდით ახლოსმდებარე და შორსმდებარე საგნებს, ეს თავისებური სავარჯიშოა თვალებისთვის.

მოიხსენით დაძაბულობა თვალის კომპრესების დახმარებით (ჩაის, კიტრის, რძის, კარტოფილის, გვირილის, პიტნის, ოხრახუშის, ლეღვის, ცაცხვის, მცენარეული ზეთების და ა.შ).

თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, რეკომენდებულია ფეხმძიმობის პერიოდში დროებით გადახვიდეთ სათვალეზე, ხოლო მშობიარობის შემდეგ კვლავ დაუბრუნდეთ კონტაქტურ ლინზებს

 ყურადღება ნიაქციეთ სწორად კვებას, მიირთვით თვალისთვის სასარგებლო, А, В2, Е და С ვიტამინების შემცველი პროდუქტები, როგორიცაა: (სტაფილო, ღვიძლი, ისპანახი, კვერცხი, მოცვი, ოხრახუში, ხილი (განსაკუთრებით ციტრუსები), ტკბილი წიწაკა, თევზი, მცენარეული ზეთები და სხვა).

ნუ გამოიყენებთ სპირტიან სასმელებს, განმსაკუთრებით ფეხმძიმობოს პირველ პერიოდში, როცა მიმდინარეობს ნაყოფის ორგანოების ძირითადი ფორმირება.

ნუ მოსწევთ და თავი აარიდეთ მწეველთა საზოგადოებაში ყოფნას.

მედიკამენტები (მაგალითად თვალის სიმშრალისათვის) მიიღეთ მხოლოდ ოფთალმოლოგთან კონსულტაციის შემდეგ.

ყურადღებით ადევნეთ თვალი საკუთარ ჯანმრთელობას, შეეცადეთ არ გაცივდეთ. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ნაყოფის გლაუკომით დაავადების რისკს შეიცავს.

გაიკაჟეთ არა მხოლოდ თვალის კუნთები, არამედ მთელი სხეული. თუ უკუჩვენება არა გაქვთ, დაკავდით სპორტით, ფიტნესით, იოგით, იარედ სპეციალურ ფეხმძიმეთა კურსებზე, სადაც თქვენს გაჯანსაღებაზე იზრუნებენ.

 

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ