მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9489 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფეხმძიმობა და სპორტიბევრი მომავალი დედა, ფეხმძიმობის დადგომამდე აქტიურად არის დაკავებული სპორტით, რისი საშუალებითაც ისინი ინარჩუნებენ ფორმას, ებრძვიან სიმსუქნეს და ხელს უწყობენ საკუთარ ჯანმრთელობას.

ამიტომ, ხშირად ისმის და ძალიან აქტუალურია კითხვა: შეიძლება თუ არა სპორტით დაკავება მაშინ, როცა დგება ფეხმძიმობის პერიოდი და თუ შეიძლება - რა დატვირთვითა და ინტენსივობით? აგრეთვე: რომელი სპორტის სახეობებია დასაშვები და სასარგებლო ორსულისთვის და პირიქით, რომელმა სახეობებმა შეიძლება მიაყენოს ზიანი მომავალი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას.

დღესდღეობით, ორსულობის დამოკიდებულება სპორტთან, საფუძვლიანად განსხვავდება იმ შეხედულებებიგან, რაც არსებობდა დიდი ხნის ხნის განმავლობაში. ადრე, მომავალ დედებს რეკომენდაციებს აძლევდნენ, ნაკლებად ემოძრავათ და მეტად დაესვენათ. ეხლა კი სპორტი მიიჩნევა ძალიან სასარგებლოდ, როგორც მომავლი დედებისთვის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

სპორტის რა სახეობითაც არ უნდა დაკავდეთ ფეხმძიმობის დროს, უნდა გახსოვდეთ, რომ იგივე ძალებით ამის გაკეთება, როგორც აკეთებდით ორსულობამდე, არ შეიძლება. დატვირთვები აუცილებლად უნდა შემცირდეს. უნდა დაიწყოთ მცირე სავარჯიშოებით და თანდათანობით გაზარდოთ დატვირთვა.

ორსულისთვის, სპორტით დაკავების ყველაზე კარგ პერიოდად ითვლება ფეხმძიმობის მეორე ტრიმესტრი, რადგან პირველ ტრიმესტრში მიმდინარეობს საშვილოსნოს კედელზე  ნაყოფის მიმაგრების პროცესი. ამას გარდა, მომავალი პატარას ორგანიზმში სწორედ ამ დროს იწყებს ფორმირებას სისტემები და ორგანოები. ამიტომ, ამ პერიოდში, მუცლის მოშლისა და სხვა რისკების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა არ  ორგანიზმი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ორსულმა სპორტს თავი უნდა დაანებოს მე-8 თვის ბოლოს. თუ თავს გრძნობთ ცუდად, აღგენიშნებათ თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, სულის ხუთვა ან კუნთების მწვავე ტკივილი საჭიროა სასწრაფოთ შეწყვიტოთ ვარჯიში და მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ და შეგირჩევთ უფრო სწორ და თქვენი მდგომარეობისთვის შესაფერის ვარჯიშთა კომპლექსს.

რა თქმა უნდა აუცილებელია სპორტულ დარბაზში, ან აუზზე წასვლის წინ, ფეხმძიმეს ახსოვდეს საკუთარი მდგომარეობა. ამ დროს ხომ მისი წონა რამდენადმე მომატებულია, უფრო მოუქნელია და დარღვეულია წონასწორობა. ორსული უფრო მალე იღლება და უფრო ღრმად სუნთქავს, რათა მოამარაგოს ჟანგბადით არა მხოლოდ საკუთარი ორგანიზმი, არამედ მომავალი პატარაც.

ამიტომ, სპორტის ამა თუ იმ სახეობით დაკავების წინ, აუცილებელია კონსულტაციის გავლა იმ ექიმ-გინეკოლოგთან, რომელმაც ზუსტად იცის თქვენი მდგომარეობა და აკონტროლებს თქვენს ფეხმძიმობას. კონსულტაცია განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ შედიხართ რისკის ჯგუფში, ან ადრე უკვე გქონიათ მუცლის მოშლის საფრთხე.

 

ორსულობა და სპორტის სახეობები

 

ფეხმძიმობა და სპორტი - ცურვაეხლა კი ზოგადად განვიხილოთ სპორტის ზოგიერთი სახეობები და მათი ზეგავლენა ორსულობაზე:

ცურვა - სპორტის ეს სახეობა ძალიან სასარგებლოა ორსულებისთვის. წყალი ხელს უწყობს და ადუნებს სხეულს, ამყოფებს მას უწონადობაში, რაც ძალიან კომფორტული მდგომარეობაა.

წყალში ყოფნის დროს ხდება ხერხემლის განტვირთვა, მაგრდება ზურგისა და მკერდის კუნთები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება შეშუპებები, უმჯობესდება განწყობა. აშკარად შესამჩნევი შედეგები, რაც გამოიხატება მუდმივად ტონუსში ყოფნაში (ბავშვის დაბადების შემდეგაც კი) შეიმჩნევა უკვე რამოდენიმე წყლის სეანსის შემდეგ.

ცურვის დროს არ არსებობს დაცემის, გადახურების, გაუწყლოვების რისკი. დიდი დატვირთვა არ ადგება სახსრებს. ამიტომ, თუ ცურვა იცით, იცურეთ მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში, ხოლო თუ ცურვა არ იცით, შეგიძლიათ შეასრულოთ სავარჯიშოები აუზის იმ კუთხეში, სადაც წყალი ღრმა არ არის.

ველოსიპედი - თუ თქვენ არ იცით ველოსიპედის მართვა, არ გირჩევთ ამ პერიოდში ამის შესწავლას, მაგრამ თუ მას კარგად ფლობთ, თავს თავდაჯერებულად გრძნობთ და ტარებაც სიამოვნებას განიჭებთ, შეგიძლიათ ისეირნოთ ველოსიპედით, თუმცა სასურველია არა მარტო, არამედ მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად.

უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი წონასწორობის გრძნობა დარღვეულია და შესაძლოა გაგიჭირდეთ დამოუკიდებლად დაჯდეთ, ან შეაჩეროთ და ჩამოხვიდეთ ველოსიპედიდან. ამას გარდა არსებობს რისკი დაეცეთ, რაც საშიშროებას წარმოადგენს თქვენი პატარასთვის.

ყველაზე კარგ გამოსავალს ამ სიტუაციიდან წარმოადგენს ველოტრენაჟორი. იგი განსაკუთრებით მოსახეხებელია ცუდ ამინდებში. ფეხმძიმობის გვიან სტადიებზეც, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ისარგებლეთ მხოლოდ ველოტრენაჟორებით. ეს თავიდან აგაცილებთ ტრამვების რისკს.

ფეხმძიმობა და სპორტი - სირბილისირბილი - ბევრი ქალი, ფეხმძიმობამდე რეგულარულად დარბის და ამით აკაჟებს საკუთარ ორგანიზმს. ფეხმძიმობის პერიოდში, შესაძლებელია სირბილის გაგრძელება, მხოლოდ აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თუ ფეხმძიმობა მძიმედ მიმდინარეობს და ადგილი აქვს რაიმე სახის გართულებებს, უმჯობესია სირბილზე უარის თქმა.

ხოლო თუ ყველაფერი რიგზეა, სირბილის დროს, სამოსი უნდა იყოს თავისუფალი და მოხერხებული, ხოლო სპორტული ფეხსამელი ღაბაშით (სუპინატორი).

არ არის საჭირო თავგამოდებული სირბილი და სისწრაფეში რეკორდების დამყარება. ფეხმძიმობის ვადების მომატებასთან ერთად შეამცირეთ მანძილი და შეანელეთ ტემპი. ორსულობის ბოლო ვადებში კი უნჯობესია სიარულზე გადასვლა.

თუ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და სირბილის დროს ადგილი ექნა სისხლდენას, საშვილოსნოს შეკუმშვას ან სხვა არასასურველ სიმპტომებს, დაუყონებლივ შეწყვიტეთ ვარჯიში და მიმართეთ ექიმს.

სეირნობა - ფეხით სიარული ძალიან სასარგებლოა ორსულებისთვის. საწყის ეტაპზე დაიწყეთ მცირე მანძილზე გასეირნებით და თანდანობით გაზარდეთ მანძილი. თაისუფლად შეგიძლით დღეში დაფაროთ დაახლოებით 4 კმ. მანძილი ნორმალური ტემპით.

შეგიძლიათ ისეირნოთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. თუ ამინდი ცუდია, შეგიძლიათ სასეირნოდ შეარჩიოთ ისეთ ადგილი, სადაც უზრუნველყოფილია გადახურვა და არ დასველდებით.

ფეხმძიმეთათვის ძალიან სასარგებლოა კიბის საფეხურებზე ფეხით ასვლა. სპეციალისტები რეკომენდაციასაც კი აძლევენ ორსულებს დღეში რამოდენიმეჯერ ავიდნენ ფეხით კიბეებზე. ამ დროს საჭიროა არ იჩქაროთ, თქვენი სუნთქვა უნდა იყოს თანაბარი, მშვიდი. აუცილებლად ისუნთქეთ ცხვირით, ნუ გააღებთ პირს.

ორსულობის უფრო გვიან სტადიებზე უნდა დააგდოთ სიარულის ტემპი და შეამციროთ დისტანცია.

იოგა - დღესდღეობით იოგას მრავალნაირი სახეობა არსებობს, თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ ნებისმიერი სახეობით (სასურველია სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ), თუმცა მეტად ეფექტურია სპეციალური იოგა ორსულებისთვის, რომლშიც არ არის პოზა ან სავარჯიშო, რომლიც უნდა შეასრულოთ ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.

იოგის დროს დიდი ყურადღება ეთმობა სწორ სუნთქვას და მოდუნების შესაძლებლობას. სწორი სუნთქვის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ნაყოფი იღებს მისთვის აუცილებელი რაოდენობის ჟანგბადს.

სწორი სუნთქვა, ასევე ამზადებს მომავალ დედას მოსალოდნელი მშობიარობისთვის, რადგან სწორედ სუნთქვის კონტროლი ამსუბუქებს ტკივილს სამშობიარო შეტევების და უშუალოდ მსობიარობის დროს.

იოგის პროცედურების დროს, არ ღირს ძლიერად დატვირთოთ სახსრები და მუცლის კუნთები. სასურველია თუ თქვენს გვერდით იქნება რამე საგანი, რასაც დაეყრდნობით.

ფეხმძიმობა და სპორტი - ფიტნესიფიტნესი - ფიტნესით დაკავება ფეხმძიმობის დროს რა თქმა უნდა გაცილებით გაუადვილდებათ იმ მომავალ დედებს, რომლებიც ორსულობამდეც იყვენ დაკავებული ფიტნესით.

ფიტნესი ფეხმძიმობის დროს უნდა იყოს ქალისთვის სასარგებლო და სიამოვნების მომტანი პროცესი. თუ ფეხმძიმობა მიმდინარეობს ყოველგვარი გართულებების გარეშე, ფიტნესით დაკავება შეიძლება მანამ, სანამდე ამის ძალა და სურვილი გექნებათ. ასევე დასაშვებია დაბალი ინტენსივობის აერობიკა.

ფიტნესი ფეხმძიმობის პირველ ეტაპზე უნდა იყოს მინიმალური დატვირთვით, რომელიც ხელს შუწყობს თეძოების და მკერდის კუნთების გამაგრებას.

ფეხმძიმობის მეორე ეტაპზე დატვირთვა შეიძლება მსუბუქად გავზარდოთ, ყურადღება უნდა მიქცეს მენჯის მიდამოს და პრესს. სასურველია ყველა მოძრაობის შესრულების დროს გეცვათ სპეციალური ბანდაჟი, რათა შემცირდეს დატვირთვა ხერხემალზე. ასევე ყველა იმ ვარჯიშს, რომელიც აქამდე სრულდებოდა ზურგზე წოლით მდგომარეობაში, ცვლის ვარჯიშები გვერდზე წოლით მდგომარეობაში, რადგან ზურგზე წილითი მდგომარეობა ხელს უშლის ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებას.

ფეხმძიმობის ბოლო ეტაპზე განასაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს ხელებს, მკერდს და თეძოებს. საჭიროა ისეთი ვარჯიშების გაკეთება, რომელიც ადუნებს ზურგს და ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე. ამ შემთხვევაში სასარგებლო იქნება ვარჯიშები ფიტბოლის დახმარებით (სპეციალური სპორტული ბურთი). 

ბოლო ტრიმესტრში, დიდი ალბათობაა გაიზარდოს საშვილოსნოს ტონუსი, ამიტომ თუ იგრძნობთ პულსის ოდნავ აჩქარებას, უნდა შეწყდეს ყოველგავრი ფიტნესი და მიმართოთ ექიმს.

მშობიარობის ვადების მოახლოვებასთან ერთად, ბევრი ფეხმძიმე მიმართავს სპეციალურ ვარჯიშებს მშობიარობის გამოწვევის სტიმულაციისათვის. ასეთი ვარჯიშები ნამდვილად არსებობს, მხოლოდ საჭიროა მის მიმართ ფაქიზი მიდგომა და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პილატესი - პილატესს ფეხმძიმობის დროს აქვს ძალიან კარგი შედეგები, რადგან მის დროს ვარჯიშში სხეულის თითოეული კუნთია ჩართული. პილატესი არ მოიცავს იმ რაოდენობის ვარჯიშებს, რამდენსაც იოგა (პილატესი შედგება სულ 34 ვარჯიშისგან), თუმცა, ბევრ ქვეყანაში ორსულები მისდევენ მას, ეფექტურობის გამო. ისევე როგორც იოგა, პილატესით ვარჯიშიც საჭიროა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

პილატესი ხელს უწყობს მენჯის ფუძის კუნთების განვითარებას, რაც დადებითი შედეგის მომტანია, რადგან სწორედ ეს კუნთები იღებს აქტიურ მონაწილეობას მშობიარობის პროცესში.

პილატესით ვარჯიშის დროს, უმჯობესდება ნაყოფის სისხლის მიმოქცევა, რაც ძალიან კარგად აისახება მის განვითარებაზე.

სპორტის სხვა სახეობები - ტენისი და გოლფი ფეხმძიმობის დროს უსაფრთხოა, თუმცა მათგან სარგებელი მინიმალურია.

არ ღირს ხტუნვა, სწრაფად სირბილი, პრესები, მკვეთრი მოძრაობები, ცხელ, ტენიან, ან წვიმიან ამინდში ვარჯიში. არ არის სასურველი დაკავდეთ ისეთი, ტრამვის რისკის შემცველი სპორტის სახეობებით, როგორიცაა:

ცხენოსნობა;

კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი;

წყლის თხილამურებზე სრიალი;

ძალისმიერი სპორტის სახეობები;

სპორტის გუნდური სახეობები;

სტეპ-აერობიკა;

გორგოლაჭებიანი სპორტის სახეობები;

და სხვა...

ფეხმძიმობა და სპორტი - სპორტის სხვა სახეობებიერთი სიტყვით სპორტის ან ვარჯიშის ყველა ის სახეობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მუცლის სულ მცირე ტრამვაც კი.

ბოულინგი მიზანშეწონილია, თუმცა სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, განსაკუთრებით ფეხმძიმობის ბოლო სტადიებზე, რადგან შესაძლებელია დაგეჭიმოთ ზურგის კუნთები, აგრეთვე იმის გამო, რომ წონასწორობა დარღვეული გაქვთ და გაგიჭირდებათ ბირთვის სროლა.

ფეხმძიმობის ადრეულ სტადიებზე, თხილამურებით სრიალი შეიძლება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გართულებას ადგილი არა აქვს და არც ჰქონია წინა ფეხმძიმობების დროს.

ფეხმძიმობის ბოლო სტადიებზე საჭიროა თხილამურებზე უარის თქმა, რადგან შესაძლოა დაეცეთ, რაც უაღრესად საშიშია თქვენი მდგომარეობისთვის.

რაც შეეხება მოტოციკლს ან სკუტერს, რეკომენდებული არც ასეთი სახეობებია, თუმცა თქვენმა ექიმმა შესაძლოა ამის ნებაც დაგრთოთ, თუ არ არის საჭირო ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა. მაგრამ რისკი მაინც დიდია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა წინა ორსულობები მიმდინარეობდა გართულებებით. 

 

უკუჩვენებები

 

ფეხმძიმობა და სპორტი - უკუჩვენებებიმართალია სპორტი სხეულის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ფეხმძიმობის დროს, როცა რაიმე სახის დაავადებას აქვს ადგილი, სპორტის სახეობებით დაკავება შეიძლება ორსულს მხოლოდ ცუდად შემოუბრუნდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის სარგებლობაზე.

ასეთ დაავადებებს შეიძლება მივაკუთნოთ:

ტოქსიკოზი;

ქრონიკული აპენდიციტი;

ტკივილი მუცლის ან მენჯის არეში;

ანთებითი ან ჩირქოვანი პროცესები;

ინფექციური დაავადებები

მაღალი არტერიული წნევა;

ნაყოფის განვითარების შეფერხება;

პლაცენტის წინამდებარეობა;

საშვილოსნოდან სისხლდენა;

წყალუხვობა (ამნიონის ღრუში სანაყოფე წყლების ჭარბი დაგროვება);

თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

წინა პერიოდში მუცლის მოშლა;

მრავალნაყოფიანი ორსულობა;

გახსოვდეთ, რომ სპორტს უნდა მოჰქონდეს თქვენთვის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური სიამოვნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მისგან სარგებლის მიღება. სპორტით, ან ვარჯიშით დაკავების დროს, თქვენ მუდამ თან უნდა გახლდეთ კომფორტის შეგრძნება, რომელიც ჯანსაღი ძილითა და პოზიტიური განწყობით არის გამყარებული.

მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თქვენი არჩევანი გამართლებული და მიაღწევთ სასურველ შედეგს, რაც გამოიხატება საკუთარი თავისა და მომავალი პატარას ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.

 

იხილეთ: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ