მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 136691 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა არის ბაზალური ტემპერატურა

 

რა არის ბაზალური ტემპერატურაბაზალური (რექტალური) ტემპერატურა - ეს არის ტემპერატურა, რომელიც იზომება სწორი ნაწლავიდან.

ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ქალის ოვულაცია დგება მენსტრუაციული ციკლის მე-12-16 დღეს (ციკლის პირველი დღე არის მენსტრუაციის პირველი დღე).

ოვულაციის დღეს ბევრი ქალი გრძნობს უმნიშვნელო ტკივილს მუცლის ქვემოთ და აქვს მსუბუქი ღებინების შეგრძნება.

მოსალოდნელი ოვულაციის ზუსტი თარიღის დასადგენად, 2-3 თვის განმავლობაში იზომება ბაზალური ტემპერატურა და ხდება გრაფიკის შედგენა.

ბაზალური ტემპერატურის გაზომვის მთავარი დანიშნულებაა, ოვულაციის დღის, ანუ იმ პერიოდის განსაზღვრა, როცა ყველაზე უფრო შესაძლებელია მოხდეს ჩასახვა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბაზალური ტემპერატურის გაზომვა ხდება სწორი ნაწლავიდან. ზოგიერთი ქალბატონი ყოველდღიურად ადგენს ბაზალური ტემპერატურის გრაფიკს, რისი საშუალებითაც ზუსტად შეუძლია განსაზღვროს ოვულაციისა და შესაძლო ფეხმძიმობის დადგომის თარიღი.

ოვულაციამდე, ბაზალური ტემპერატურა მერყეობს 36,6-36,8 გრადუსებს შორის. ოვულაციის დღეს ტემპერატურა იმატებს 36,3-36,6°C-დან 37,0-37,4°C-მდე, დგას ამ ნიშნულზე ერთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში და ქვემოთ მოდის მენსტრუაციამდე 3-4 დღით ადრე.

თუ მენსტრუაციის სავარაუდო თარიღამდე 1-2დღით ადრე ტემპერატურა არ შემცირდა, შესაძლოა ვისაუბროთ, რომ ორსულობა დადგა.

თუ ოვოლაცია არ მოხდა, ბაზალური ტემპერატურა მთელი ციკლის განმავლობაში არის 36,5–36,9°C-ის ფარგლებში.

მართალია ბევრი თანამედროვე ექიმი ფეხმძიმობის ამ ტიპის სიმპტომებს არ მიიჩნევს სერიოზულად, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად – ბაზალური ტემპერატურა ფეხმძიმობის დროს ნამდვილად მომატებულია, რაც აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

 

როგორ გავიზომოთ ბაზალური ტემპერატურა

 

როგორ გავიზომოთ ბაზალური ტემპერატურაიმისათვის, რომ ბაზალური ტემპერატურა ზუსტი და ინფორმაციული იყოს, საჭიროა შეადგინოთ გრაფიკი და მასში შეიტანოთ ბაზალური ტემპერატურის მონაცემები გარკვეული პირობების დაცვით:

»» ბაზალური ტემპერატურა იზომება ჩვეულებრივი თერმომეტრით (ან ელექტრონულით) პირის ღრუში, საშოში ან სწორ ნაწლავში, თუმცა რეკომენდებული და უფრო ზუსტია ტემპერატურის სწორი ნაწლავიდან გაზომვა.

»» ბაზალური ტემპერატურა უნდა გაიზომოს მენსტრუაციის პირველი დღიდან მთელი მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში;

»» დილით, გაღვიძებისთანავე (მინიმუმ 5-6 საათი უწყვეტი ძილის შემდეგ), საწოლიდან აუდგომლად (არ არის მიზანშეწონილი მჯდომარე მდგომარეობაც კი);

»» ერთი და იგივე დროს (მაქსიმუმ 30 წუთის სხვაობით);

»» ერთი და იგივე თერმომეტრით, რომელიც შედის სწორ ნაწლავში - 4-5 სმ-ით;

»» არანაკლებ 5-7 წუთის განმავლობაში (ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით) და არანკლებ 60 წმ (ელექტრო თერმომეტრით);

»» შედეგები უნდა შეიტანოთ დღიურში, ან სპეციალურად დახაზულ გრაფიკში;

»» გრაფიკში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვეული გრაფიკიდან ყველა შესაძლო გადახრა (მაგალითად მაღალი ტემპერატურა, ანთებითი პროცესი და ა.შ);

»» ოვულაციის დროს, ბაზალური ტემპერატურა ინფორმატიულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის პროცედურა მიმდინარეობდა 2-3 მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში;

 

 ბაზალური ტემპერატურა მცდარად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ:

 

გაზომვა მოხდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე (მაგალითად ერთხელ საშიდან, ხოლო მეორედ სწორი ნაწლავიდან);

გაზომვის პროცესში ადგილი ჰქონდა სიცხის გამომწვევ დაავადებებს (გრიპი, ბრონჰიტი და ა.შ);

გაზომვის პროცესში ადგილი ჰქონდა ორალური კონტრაცეპტივების და სხვადასხვა სახის მედიკამენტების მიღებას (რაც გავლენას ახდენს პროცესზე);

გაზომვამდე ადგილი ჰქონდა ალკოჰოლის მიღებას;

მენსტრუაციული ციკლის პერიოდში ადგილი ჰქონდა ხანგრძლივი დროით გადაადგილებას (მანქანა, მატარებელი, თვითმფრინავი)

ჰორმონალური პრეპარატების მიღების დროს ბაალური ტემპერატურის გაზომვას აზრი ეკარგება, რადგან ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს ხელმძღვანელობს სინთეტიკური ჰორმონები, რაც ბლოკავს ოვულაციას.

 

მენსტრუაციული ციკლი და ბაზალური ტემპერატურა

 

მენსტრუაცია და ბაზალური ტემპერატურამენსტრუაციული ფაზა - ეს არის ყოველთვიური სისხლდენა ქალებში, რასაც ჩვეულებრივ, მენსტრუაციას უწოდებენ.

მენსტრუაცია ქალებში იწყება დაახლეობით 11-14 წლის ასაკში და მთავრდება 45-55 წლის ასაკისთვის.

მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა უმეტეს წილად შეადგენს 28 დღეს. ნორმად მიიჩნევა ციკლის ხანგრძლივობა 21 - დან 35 დღემდე.

მენსტრუაციული ფაზის პირველი დღე წარმოადგენს მენსტრუაციული ციკლის პირველ დღეს. მენსტრუაციული სისხლი (რომელსაც საშვილოსნოს ფუნქციონალურ სისხლდენას უწოდებენ) გამოიყოფა საშვილოსნოს შრიდან (ენდომეტრია).

მენსტრუაციული სისხლი საშვილოსნოდან გამოდის საშვილოსნოს ყელის საშუალებით და გამოიყოფა.

ნორმალური მენსტრუაციული ციკლი: 

უნდა იყოს რეგულარული, ყოველთვიური;

უნდა გრძელდებოდეს საშუალოდ - 3-დან 7 დღემდე;

არ უნდა იყოს მტკივნეული;

გამონადენი არ უნდა იყოს ძალიან უხვი, ან პირიქით ძალიან ცოტა.

სისხლის დანაკარგი უნდა მერყეობდეს 50-150 მლ ფარგლებში (თუმცა ეს ინდივიდუალურია)

გამოყოფილი სისხლი შეიძლება იყოს: მუქი წითელი, ღია ვარდისფერი და მუქი ყავისფერიც კი.

ჯანმრთელი ქალის მენსტრუაციული ციკლი შედგება შემდეგი ფაზებისგან:

ფოლიკულური ფაზა (ოვულაციამდე) - სწორედ ამ ფაზაში ვითარდება ფოლიკულა, რომლიდანაც გამოდის კვერცხუჯრედი და შემდგომ გარდაიქმნება ნაყოფად.

ეს ფაზა იწყება მენსტრუაციული ციკლის დაწყების (მენსტრუაციული სისხლდენის) პირველივე დღიდან და სრულდება მაშინ, როცა ხდება ოვულაცია. ეს ყველაფერი კი გრძელდება მთელი მენსტრუალური ციკლის ნახევარი.

ფოლიკულურ ფაზაში სპეციალური უჯრედები გამოიმუშავებენ სასქესო ჰორმონებს ესტროგენებს.

ბაზალური ტემპერატურა მთელი ფოლიკულური ფაზის განმავლობაში, როგორც წესი შადგენს 37 გრადუსზე ნაკლებს. მისი ცოდნა აუცილებელია ოვულაციის მომენტის დაზუსტებისთვის - ოვულაციის მომენტში ბაზალური ტემპერატურა მკვეთრად ეცემა.

ლუთეინური ფაზა (ოვულაციის შემდეგ) - ანუ ყვითელი სხეულის ფაზა. ყვითელი სხეული წარმოიქმნება საკვერცხეში - მისგან გამოსული კვერცხუჯრედის ადილას. ეს ფაზა დგება ოვულაციის დადგომისთანავე და გრძელდება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც არსებობს ყვითელი სხეული, ანუ საშუალოდ 12-14 დღე.

ამ ფაზის ძირითადი დანიშნულებაა ჰორმონების: ესტროგენისა და პროგესტერონის ბალანსის შენარჩუნება, რომელთაც გამოყოფს ყვითელი სხეული, რათა მოამზადოს ორგანიზმი მოსალოდნელი ფეხმძიმობისთვის.

ლუთეინურ ფაზაში ბაზალურმა ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს 37 გრადუსამდე და შენარჩუნდეს ამ დონეზე. ხოლო შემდეგ (მენსტრუაციული სისხლდენი დაწყებისთანავე) მკვეთრად დაეცეს.

ოვულაცია - ეს არის ფაზა, როცა მომწიფებული და გასანაყოფიერებლად მზადმყოფი კვერცხუჯრედი გამოდის ფოლიკულიდან და სამშობიარო მილების გავლით გადაადგილდება საშვილოსნოსკენ.

ქალის ორგანიზმში, სქესობრივი მომწიფების მომენტისთვის, საკვერცხეში დაახლოებით 300-450 ათასი კვერცხუჯრედია. პირველი ოვულაცია ხდება სქესობრივ მომწიფების დაწყების მომენტამდე ოდნავ გვიან, ბოლო ოვულაცია კი მონსტრუალური ფუნქციების გაქრობის შემდეგ, კლიმაქსის დროს.

ოვულაცია არ ხდება ფეხმძიმობის პროცესშიც, თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ ხდება მისი აღდგენა.

ოვულაციის მომენტის დადგენა საინტერესოა იმ ქალებისთვის, რომელთაც სურთ დაფეხმძიმება, რადგან ფეხმძიმობის დადგომის შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში: 3-4 დღით ადრე ოვულაციამდე, ოვულაციის დროს და ოვულაციის დასრულებიდან 1-2 დღის შემდეგ.

მათთვის, ვისაც სურს დაფეხმძიმება, ბაზალური ტემპერატურა 37,2 გრადუსი მიმანიშნებელია, რომ  უკვე დადგა ოვულაციის ფაზა, ანუ ხელსაყრელი პერიოდი ჩასახვისთვის.

ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს, ოვულაციიდან, ბაზალური ტემპერატურა იწევს 37 გრადუსზე მაღლა და ნარჩუნდება 8-10 დღის განმავლობაში, ხოლო ციკლის მოსვლამდე 2 დღით ადრე ტემპერატურა დაიწევს კვლავ 37 გრადუსზე დაბლა.

 

ბაზალური ტემპერატურა და ორსულობა

 

ბაზალური ტემპერატურა და ორსულობაბაზალური ტემპერატურის გაზომვა ხდება მენსტრუაციული ციკლის ფაზებზე დამოკიდებულებით.

ციკლის დასაწყისში, როგორც წესი ბაზალური ტემპერატურა არ არის 36,8 გრადუსზე მაღალი. ოვულაციის დროს იგი იწევს ქვემოთ 36,6 გრადუსამდე, ხოლო მენსტრუაციის დაწყებამდე მატულობს 37,2 გრადუსამდე.

თუ ბაზალური ტემპერატურა არ ჩამოდის 37 გრადუსს ქვემოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხმძიმობა უკვე დადგა.

ფეხმძიმობის ნორმალურად მიმდინარეობაზე მიანიშნებს ბაზალური ტემპერატურა - 37,1-37,3°C ფეხმძიმობის პირველი ოთხი თვის განმავლობაში.

თუ ორსულობის დროს ბაზალური ტემპერატურა ჩამოცდება 37 გრადუსს (36,8 და ქვემოთ), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. იგივეს გაკეთებაა საჭირო, თუ ბაზალური ტემპერატურა მიაღწევს 37,8 და მეტ გრადუსს (ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რაიმე სახის ანთებით პროცესს).

ამიტომ, მაშინაც კი, თუ ფეხმძიმობა  უკვე დადგა, ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სულაც არ არის ზედმეტი. განსაკუთრებით იმ ქალებში, რომელთაც ადრე აღენიშნებოდათ ორსულობის თვითნებული შეწყვეტა.

ბაზალური ტემპერატურა ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მაჩვენებელია, რომელიც საშუალებს იძლევა შეფასებული იქნას მუცლის მოშლის რისკი და დროულად იქნას მიღებული ზომები.

 

ყველაფერი ორსულობის შესახებ
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

კომენტარები
ნინო
2020-09-24
გამარჯობა 3 ოქტომბერს ველოდები ციკლს,ბაზალური ტემპერატურა გუშინ გავიზომე და 37.2 მქპნდა რამდენა არის შესაძლებელი ორსულობის დადგომა?
ნინო
2020-09-24
გამარჯობა ,3 ოქტომბწრს ველოდები ციკლს,გუშინ გავიზომე ბაზალური ტემპერატურა და 37.2 მქონდა ,რამდენად შესაძლებელია ორსულობის დადგომა
ანა
2020-08-09
7 მკონდა და Gადაცილება მაქვს ტესტი Aრ მიცჰვენებს სჰეიდზლება ვიკო ფეხმძიმე?
სალომე
2020-08-02
სიცხე მქონდა მესტუაციის დაწყებიდან მე13,მე-14 მე-15 დღეს 36.6
მე-16 დღეს 37 აკლდა 2 ხაზი რას ნიშნავს
ეკა
2020-05-17
გამარჯობათ,მენსტრუცია მქონდა 11.04.2020-ში და ჯერ არ მომსვლია დგეს პირველად, გავიზომე ტემპერატურა სწორ ნაწლავში და 37 აკლდა ერთი ხაზი, შეიძლება რო ვიყო ფეხმძიმედ? გთხოვთ მიპასუხოთ
თეა
2020-05-13
ბალზამური ტემპერატურა 37აჩვენებს გადაცილება ჯერ არ მაქ და შეიზლება ფეხმზიმედ ვიყო
ეკა
2020-04-10
გამარჯობათ. ორი წელია რაც არ ვრჩები ფეხმძიმედ და ვაგინალური ექოსკოპიის დროს ექიმმა მითხრა რომ ყვითელი სხულისვმომწიფება არ ხდება რა შეიძლება გავიკეთო. ან როგორ მოვიქცე იქნებ მითხრათ. სიგარეტის მოწევის ბრალი თუ დეიძლება იყოს
ნინო
2020-03-25
მაინტერესებს მენსტრუაციის დროს იცის სიცხე??
ჰკ
2020-03-16
ბკ
მაკა
2020-03-09
გამარჯობათ გთხოვთ გამცეთ პასუხი მინდა დაგეგმო ორსულობა და ტან ზალიან მინდა ეგ გასაგებად მინდა დავადგინო თერმომეტრით აქ მედიცინის ენაზე წერია და დამეხმარეთ ახსნაში ვინმემ როდის დავიწყო გრაფიკის შედგენა და როდის არის ყველაზე დიდი შანსი დაორსულების
ლიკა
2020-01-17
გამარჯობათ მაინტერესებსშეილება რო ორლად ვიყო მკერი მსიკნის საშინლად მარჯვენა მხარეს საკვეეცხე მტკივა საინლად ორი დგეა ვიზომავ ბაზალურ ტმპერატურას და 37.2მაკვს ჯრ არ მაკვს გადაცილება თვის ბოლოს ველოდები 1ლში მქონდა და 5თში დამიმთავრდა შესაძლებელია რო ორსლად ვიყვე
თათა
2019-10-13
გამარჯობა ტემპერატურა გავიზომე ბაზალურად და 37.3 მაქვს ინ ვიტრო მაქვს გაკეთებული თან ჰორმონებს ვსვამ შეიძლება ეს ორსულობას ნიშნავდეს თქვენ პასუხს დაველოდები მადლობა წინასწარ
Tamta
2019-10-10
Gamargobat. Klimaqsis dadgomisas rodesac 2 tvis shewyvetilia nenstruacia tu aris shesazlebeli daorsuleba?
მარი
2019-08-06
გამარჯობათ ,მკერდის ტკივილი დამეწყო ციკლამდე 2 კვირით ადრე მუცლის ქვედა ნაწილიც ოდნავ მტკივა და რასნდა ნიშნავდეს?
ნინა
2019-08-02
გამარჯობათ, ვიზომავ ტემპერატურას და 35/5 მაქ მენსტრუაცის მოსიდან მექვსე მეშვიდე დღეს, მივმართო ექიმს?
მარიამი1999
2019-06-12
დილით გავიზომე 37და 2ხაზი მიჩვენა მაგრამ ადგომის შემდეგ და შეცდომა იქნება ხო? :(
სალომე60
2019-06-12
გამარჯობა
დილით გავიზომე და 37და 2ხაზი მიჩვენა. მუცლის ტკივილებიც მაქვს მალეც ვიღლები და შეიძლება ორსულობა იყოს? გთხოვთ მიპასუხოთ ????????ტესტი რო გავიკეთო მიჩვენს?
ანალიზები გავიკეთე და ყველაფერი მშვენივრადაა
თეო
2019-06-07
გამარჯობათ ციკლი უნდა დამწყებოდა 5 რიცხვში მომივიდა დღეს მაგრამ ძალიან ცოტა ბაზალური ტემპერატურა 37.5 მაქვს და სხვა სიმპტომებიც და სეიძლება რომ ფეხმძიმედ ვიყო 7 თვის გათხოვილი ვარ
ეკა
2019-03-07
გამარჯობათ თუ შეიძლება მითხარით პროლაქტინი მაქვს მაღალი და ექიმმა მირჩია დაფეღმძიმება და ეს ყველაფერი მოწესრიგდებაო ?.ეხლავმუკურნალობ და ვსვამ დოსტინექს და მაინტერესებს
რამდენად საშიშია ამ წამალის დალ3ვის დროს დაფეღმძიმება?
თამუნა
2019-03-06
გამარჯობათ პროგესტანს ვსვავ და ამ დროს აზრიბარ აქვს ბაზალური ტემპერატურის გაზომვას?ანუ მცდარი იქნება?
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ