დაორსულება შეუძლებელია პირველი სექსუალური აქტის დროს
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე, დაფეხმძიმება ნებისმიერი სექსუალური აქტის დროსაა შესაძლებელი.
ასე რომ პირველი სექსუალური აქტი სულაც არ არის გამონაკლისი.
და შესაძლებელია თუ სექსუალურ აქტს ფეხზე მდგომი ანხორციელებთ
სექსუალური აქტის დროს პოზას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
დაფეხმძიმების რისკი არსებობს ყოველთვის, თუ გამოყენებული არ იქნა ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებები.
დაორსულება შეუძლებელია თუ იყენებთ ჩასახვისსაწინააღმდეგო აბებს
სხვისი ჩასახვისაწინააღმდეგო აბების მიღება არ არის იმის გარანტია, რომ არ დაფეხმძიმდებით.
ნებისმიერ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი სხვა ადამიანისთვის დანიშნული მედიკამენტების გამოყენება.
არ შეიძლება მენსტრუაციული ციკლის დროს დაორსულება
არანაირად არ არის გამორიცხული, რომ ქალი შეიძლება დაფეხმძიმდეს თვის ნებისმიერ დღეს.
თუმცა მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში დაფეხმძიმების შანსი ნაკლებია.
დაორსულება შეუძლებელია, თუ მამაკაცი ეკულაციამდე შეწყვეტს სექსუალურ აქტს
თესლის დანთხევა (თვითნთხევა) შეიძლება მოხდეს ეკულაციის დასრულებამდე, ასე რომ, ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე, ყოველთვის არსებობს დაფეხმძიმების რისკი.
ეს შეიძლება მიოხდეს მაშინაც კი, როცა პარტნიორი ახერხებს სექსუალური კონტაქტის შეწყვეტას ეკულაციამდე.
ასე, რომ ნუ გექნებათ ეკულაციამდე შეწყვეტილი სექსუალური აქტის იმედი და თავი დაიცავით ჩვეულებრივად, ისე, როგორც ეს მიღებულია.
იხილეთ:
ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო) |
დაორსულება შეუძლებელია თუ გაიკეთებთ ერთდროულად ორ პრეზერვატივს
არ შეიძლება ერთდროულად ორი პრეზერვატივის გაკეთება, რადგან ერთთმანეთზე ხახუნის შედეგად შეიძლება ორივე გაიხეს.
ორი პრეზერვატივის ერთდროულად გამოყენება არ ნიშნავს ფეხმძიმობისგან ორმაგ თავდაცვას, პირიქით, ამ დროს იზრდება პრეზერვატივის დაზიანების, შესაბამისად კი დაფეხმძიმების რისკი.
მენსტრუაციის ციკლის შეკავება -ორსულობის უტყუარი სიმპტომია
სტრესი, მღელვარება და სხვა მრავალი ფაქტორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქალის მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზი.
ასე, რომ ციკლის დარღვევა (გადაცილება) სულაც არ ნიშნავს ფეხმძიმობას. ასეთ დროს ყველაზე სწორი გზა ფეხმძიმობის ტესტის ჩატარებაა.
აბორტის შემდეგ შემდგომი ორსულობის შანსი ნაკლებია
არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ წარმატებულად ჩატარებულმა აბორტმა შეიძლება შეამციროს შემდგომი ფეხმძიმობის შანსი.
პირიქით, აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი გართულებები, ისეთი, როგორიცაა: - სისხლდენა, ინფექცია, ორგანოების დაზიანება, რაც შემდგომი შობადობის დროს პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.
თუმცა ასეთი რისკის შანსი ნაკლებია, მითუმეტეს თუ აბორტი კეთდება ფეხმძიმობის ადრეულ პერიოდში.
შეუძლებელია დაორსულება მშობიარობის (ბავშვის დაბადების შემდეგ), სანამ არ განახლდება მენსტრუაციული ციკლი
ქალი, რომელმაც სულ ახლახან იმშობიარა, თავისუფლად შეიძლება დაფეხმძიმდეს მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ არ აქვს განახლებული მენსტრუაციული ციკლი და ბავშვს ძუძუთი კვებავს.
ასე რომ თუ თავიდან გინდათ აიცილოთ ამ პერიოდში დაფეხმძიმება, უნდა მიმართოთ დაცვის ისეთ საშუალებებს, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში იყენებდით
მენოპაუზის პერიოდის მოახლოებასთან ერთად მცირდება შობადობის შესაძლებლობა
ქალები, რომელთაც უახლოვდებათ მენოპაუზის პერიოდი, თავისუფლად შეიძლება დაფეხმძიმდნენ, მაშინაც კი, თუ მათი მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული, ან იშვიათი გახდა.
ასე, რომ არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია გამოყენებული იქნას აუცილებელი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ბოლო ციკლის საბოლოო დასრულებამდე.
ამ გზით თავიდან აიცილებთ ყოველგვარ შემთხვევითობას და აბსოლიტურად იქნებით დაზღვეული.
იხილეთ: ყველაფერი ორსულობის შესახებ