მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 68370 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ტოქსიკოზიორსულობის პირველი თვეები, ქალისთვის რადიკალური გარდაქმნების პერიოდია არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც.

ამ დროს, მის შინაგან სამყაროში ადგილს იკავებს მეორე ადამიანი, რომლის არსებობასაც იგი, არა მარტო უნდა შეეგუოს, არამედ შესაძლოა საკუთარი ცხოვრების გადაწყობა და გეგმების შეცვლაც კი მოუხდეს.

ყველა ქალს არ შეუძლია ადვილად და უმტკივნეულად გადაიტანოს ეს ცვლილებები. მოსალოდნელი შედეგის გრანდიოზულობა სრულიად იპყრობს მის აზროვნებას, აიძულებს აღელდეს და საკუთარი თავის წინაშე დააყენოს მთელი რიგი საკითხები:

”როგორ ჩაივლის ფეხმძიმობა”, ”როგორ განვითარდება შემდგომში ჩემი ცხოვრება”, ”რა ელის ჩემს კარიერას”, ”შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ბავშვის ღირსეული მომავალი”, ”ვიქნები თუ არა კარგი დედა” და ა.შ.

ასეთმა საკითხებმა ფიზიოლოგიურ მოვლენებთან ერთად, გადაღლილობისა და გაღიზიანების გარდა, შეიძლება ორსულთა ჰესტოზი, ანუ ტოქსიკოზი გამოიწვიოს.

ქალების უმრავლესობაში, ეს უსიამოვნო მოვლენა არა მხოლოდ დილით იჩენს თავს, არამედ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში.

ბევრი მომავალი დედისთვის, ეს უსიამოვნო მოვლენა, ფეხმძიმობის პირველი სამი თვის შემდეგ ქრება, ზოგიერთი ქალისთვის კი შეიძლება მეორე ტრიმესტრის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

ხოლო მათ, ვინც ტყუპს ელოდება, შეიძლება ტოქსიკოზი სრული ცხრა თვის განმავლობაში განუვითარდეს.

თუმცა არსებობენ მომავალი დედები, რომელთათვისაც ტოქსიკოზის პრობლემა საერთოდ არ არსებობს.

 

ტოქსიკოზის მიზეზები

 

ტოქსიკოზის მიზეზებიშეიძლება ითქვას, რომ არსებობს უამრავი სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც ახდენენ ტვინში არსებული ღებინების ცენტრის სტიმულირებას.

ფეხმძიმობის დროს კი მიზეზები, რამაც შეიძლება იმოქმედოს ამ ცენტრზე, საკმარისზე მეტია:

ყველაზე მთავარ მიზეზად, პირველ ტრიმესტრში სისხლში ფეხმძიმობის ჰორმონის - HCG-ს მაღალი დონე მიიჩნევა;

გარდა ამისა, ტოქსიკოზს იწვევს საშვილოსნოს კუნთების დაჭიმვა;

საჭმლის საყლაპავი მილის კუნთების დასუსტება (რაც საჭმლის მონელების დაბალ შედეგს იწვევს);

კუჭის წვენის ზედმეტი რაოდენობის გამომუშავება;

ეს ფაქტორები, თავისთავად არ ხსნის ტოქსიკოზის ძირეულ მიზეზებს, თუმცა ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი ორსულებისთვის.

 

როგორ ვებრძოლოთ ტოქსიკოზს (ზოგადი რჩევები)

 

როგორ ვებრძოლოთ ტოქსიკოზს1. იმის გამო, რომ გულისრევის შემოტევები ძირითადად დილით ხდება, გაღვიძების შემდეგ მაშინვე ნუ წამოდგებით, შეეცადეთ თავს ძალა დაატანოთ და საწოლშივე მსუბუქად წაიხემსოთ. გულის რევის შეგრძნებას, ეფექტურად უმკლავდება მწვანე ვაშლი. შეგიძლიათ მიირთვათ ცოტაოდენი გარგარის ჩირი (კურაგა), მსუბუქი ბუტერბროდი.

2. თავი აარიდეთ მკვეთრ სუნს, შეეცადეთ, არ იქონიოთ კონტაქტი, ისეთი კვების პროდუქტებთან, რომლებიც თქვენში გულის რევის შეგრძნებას იწვევს. უარი თქვით ყოველგვარი სუნამოების, დეოდორანტების გამოყენებაზე და ახლობლებსაც სთხოვეთ, ნუ გააკეთებენ ამას თქვენი თანდასწრებით. თავი შეიკავეთ აბანოს გელის გამოყენებისგან, რომელსაც მკვეთრი სუნი აქვს (თუ, რა თქმა უნდა, ის თქვენზე უარყოფითად მოქმედებს).

3. ნუ იშიმშილებთ  და ნუ მიიღებთ ზედმეტ საკვებს. უნდა აიძულოთ თავი და შეეცადოთ მიიღოთ საკვები, რაც შეიძლება, მეტი სიხშირით, დღეში შვიდჯერ და უფრო მეტჯერაც კი,  მხოლოდ მცირე დოზებით.

შეეცადეთ, საკვები მიირთვათ მაშინვე, როგორც კი ოდნავ მაინც იგრძნობთ შიმშილს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კუჭის წვენს არ ეცოდინება რა გადაამუშავოს, ამან კი შეიძლება ღებინების შეტევა გამოიწვიოს.

კარგად დააკვირდით, რომელ პროდუქტს იღებს თქვენი ორგანიზმი და - რომელს ვერა, ამის მიხედვით განსაზღვრეთ თქვენი მენიუ.

ყოველი შემთხვევისთვის, ყველგან თან გქონდეთ ის პროდუქტები, რომელიც ყველაზე კარგად გერგებათ. თავი აარიდეთ რთულად მოსანელებელ პროდუქტებს. ნუ მიირთმევთ ცხელ საკვებს.

ზოგიერთ ქალბატონს, შეიძლება ღებინების შეგრძნება არ მოუხსნას, მაგრამ შვებას აძლევს მჟავე ხილი (ვაშლი, ლიმონი, კივი, ფორთოხალი და ა.შ).

4. შეეცადეთ მიიღოთ, რაც შეიძლება, მეტი სითხე. ნუ შეგეშინდებათ, თუ გამოგივლინდებათ შეშუპებები. იმ შემთხვევაში, თუ  გულის რევის სიხშირე მაღალია, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ნატურალური ხილის წვენი, მინერალური წყალი (სასურველია გაზის გარეშე), შეიძლება სცადოთ მსუბუქი მწვანე ჩაი.

სითხეში არ იგულისხმება მხოლოდ წყალი და წვენები, თუ შეძლებთ, შეგიძლიათ მიიღოთ ყველანაირი სუპები და ბულიონები.

კარგია სახლის პირობებში დამზადებელი (მომჟავო და ჩვეულებრივი) კომპოტები. თუ დალევას ვერ შეძლებთ, შეიძლება მაცივარში მისგან ყინულის პატარა კუბიკები დაამზადოთ და წუწნოთ გულისრევის შეტევის დროს.

ეფექტურია  პიტნა, რომელიც ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და გამაგრილებელი თვისებებით. პიტნის ჩაი კი არა მარტო ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას, არამედ კარგად უმკლავდება ღებინების შეგრძნებასაც.

ღებინების შეგრძნების მოხსნისთვის კარგია ჯანჯაფილი (იმბირი). მისი გამოყენება როგორც სანელებლის, ასევე ჩაის სახითაც შეიძლება, ზოგჯერ სასურველ შედეგს იძლევა ცოტა რაოდენობით თაფლი.

მაგრამ, თუ ბევრი სითხის დალევა პროვოცირებას უწევს ღებინებას, შეეცადეთ მის მაგივრად მიიღოთ ნესვი, საზამთრო, ციტრუსები და ა.შ.

5. ნუ გააკეთებთ საკვების მიღების შემდეგ მკვეთრ მოძრაობებს, შეეცადეთ გარკვეული ხანი ფეხზე იდგეთ. საკვები ასე უფრო შეგერგებათ.

6. დაიძინეთ და დაისვენეთ, რაც შეიძლება, მეტი. იდეალურია დღისით ძილი. დაისვენეთ ან დაწექით მაშინვე, როგორც კი ოდნავ დაღლას იგრძნობთ, დღის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს. გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე. კარგი ძილი და სუფთა ჰაერზე სეირნობა მომავალი დედის ჯანმრთელობის საწინდარია.

როგორ ვებრძოლოთ ტოქსიკოზს7. ძალიან ბევრს, შვებას აძლევს ძილის წინ ვალერიანის ნაყენის მიღება, რომელიც ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, ადუნებს და ხელს უწყობს მშვიდად ძილს.

მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი. თქვენთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობის ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება.

კარგია თუ ვიტამინი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხელს უშლის ტოქსიკოზს და ამავდროულად იცავს ნაყოფს მავნე გენეტიკური ფაქტორებისგან.

8. შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ სტრესსა და ნერვიულ დაძაბულობას. სტრესი ახდენს გულისრევის პროვოცირებას.

ამიტომ, თუ  განიცდით ნეგატიურ ემოციებს, შეეცადეთ არეგულიროთ სუნთქვა, გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ეს დაგეხმარებათ მოზღვავებული ემოციების გადალახვაში.

თუ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებთ შემაშფოთებელი, უსიამოვნო აზრებისგან განთავისუფლებას, გაესაუბრეთ უახლოეს ადამიანებს, ისეირნეთ, შეეცადეთ გაერთოთ და უარყოფითი ემოციები უკანა პლანზე გადაიტანოთ.

9. თუ ვერ იტანთ მგზავრობას  და ამ დროს ღებინების შეგრძნება გიმძაფრდებათ, შეეცადეთ, ზედმეტ ტრანსპორტირებას თავი აარიდოთ. ხოლო თუ მგზავრობა აუცილებელია, მოიმარაგეთ მინერალური წყალი, იგი დაგეხმარებათ ღებინების შეტევის შემცირებაში. ზოგიერთს ძალიან შველის საღეჭი რეზინა, კბილის პასტა, ეფექტურია მენთოლიანი, ან მომჟავო საწუწნი კარამელი.

როგორ ვებრძოლოთ ტოქსიკოზს10. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რემონტის გაკეთება იქ, სადაც ფეხმძიმე ქალია, მითუმეტეს თუ მას ტოქსიკოზი აქვს. ამან შეიძლება როგორც მომავალი დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს.

11. რეგულარულად აიწონეთ, თუ თქვენი წონა მკვეთრად კლებულობს, ეს ცუდი ნიშანია, შეიძლება დაგეწყოთ განუწყვეტელი ღებინება. აქამდე მისვლა კი  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ამიტომ, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერი გშველით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ არაფერმა გიშველათ, ექიმმა სტაციონალური მკურნალობა უნდა დაგინიშნოთ, რომელიც მიმართული იქნება ტოქსიკური სიმპტომების მოხსნისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალიზაციისაკენ.

ამ შემთხვევაში სავარაუდოდ დაგინიშნავენ გადასხმებს შემდეგი პრეპარატებით:

გლუკოზა;

გემოდეზი;

ცერუკალი;

და სხვა

გვიანი ტოქსიკოზი

 

გვიანი ტოქსიკოზიგვიან ტოქსიკოზს, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება, რადგან მან შეიძლება შექმნას გაცილებით სერიოზული პრობლემები.

ამიტომ, ფეხმძიმობის ბოლო სტადიაში ყურადღებით ადევნეთ თვალყური საკუთარ შეგრძნებებს.

იმ შემთხვევაში, თუ:

 

  • თქვენი სხეულის წონა მიზანდასახულად იმატებს;
  • თუ გაქვთ შეშუპებები და მაღალი არტერიული წნევა;
  • თუ გქონდათ, ან გაქვთ ძლიერი ემოციური სტრესი;
  • თუ გაქვთ რეზუს-კონფლიქტი მომავალ ბავშვთან;

თუ ამ ფაქტორებიდან რომელიმეს თქვენთან კავშირი აქვს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-გინეკოლოგს.

ხშირია  აზრი იმის შესახებ, რომ მომავალმა დედამ, რომელსაც გვიანი ტოქსიკოზი აქვს, აუცილებლად უნდა შეზღუდოს სითხისა და მარილიანი საკვების მიღება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ასეთმა რეკომენდაციამ შეიძლება მას მხოლოდ ავნოს, რადგან გაუწყლოების შედეგად სისხლი კიდევ უფრო სქელდება და ტოქსიკოზი ღრმავდება.

ამას გარდა, სისხლძარღვებში სითხის შესანარჩუნებლად ორგანიზმისთვის აუცილებელია ცილა და ნატრიუმი.

ამიტომ ფეხმძიმე ქალმა უნდა დალიოს სითხე, როცა სურს, და  გემოვნებით გამოიყენოს მარილი. ეს მას არავითარ ზიანს არ მოუტანს.

 

სპეციალისტების აზრით

 

სპეციალისტების აზრი ტოქსიკოზის შესახებტოქსიკოზი არ არის ავადმყოფობა, ის უფრო მდგომარეობაა. ამიტომ, თუ გაწუხებთ მხოლოდ მსუბუქი ღებინების შეგრძნება, გულის რევა გაქვთ დღეში მხოლოდ 2-3 ჯერ და არ უჩივით მდგომარეობის გაუარესებას, ასეთ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის აუცილებელი.

საჭიროა მხოლოდ კვების რეჟიმის, წონისა და არტერიული წნევის რეგულირება.

თუ ტოქსიკოზის სიმპტომები იმატებს, ანუ გულის რევის სიხშირე დღეში 5-ს აჭარბებს, გუნება-განწყობილება მძიმდება და მომავალი დედა მკვეთრად იკლებს წონაში, სასწრაფოდ ექიმთან ვიზიტია საჭირო, რადგან დედის ორგანიზმში რაიმე დარღვევების პარალელურად, პრობლემები ექმნება მომავალ პატარასაც.

ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა, შესაძლოა სტაციონალურიც კი.

მომავალ დედას უტარდება სპეციალური თერაპია, რომელიც მიმართულია ნერვიული სისტემის ნორმალიზაციისკენ, ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევების მოწესრიგებისკენ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არ არის საჭირი ტოქსიკოზთან ბრძოლა, ამით უსიამოვნო სიმპტომები მხოლოდ გაძლიერდება. საჭიროა, მომავალმა დედამ ისწავლოს, მასთან ერთად ცხოვრება და მიიღოს ის, როგორც ფეხმძიმობისთვის დამახასიათებელი, სრულიად ბუნებრივი მოვლენა.

ტოქსიკოზი არის თავისებური განწმენდა. იგი ნიშანია, რომელიც აიძულებს ქალს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს  საკუთარ ჯანმრთელობასა და სულიერ მდგომარეობას.

 

ფსიქოლოგების აზრით

 

ფსიქოლოგების აზრი ტოქსიკოზის შესახებფსიქოლოგები თვლიან, რომ ფეხმძიმობის პირველ თვეებში ტოქსიკოზის გამოვლენა დაკავშირებულია მომავალი დედის ახალი ცხოვრებისეული სიტუაციისადმი შეუგუებლობით, ასევე ნერვიულობითა და გაურკვევლობის გრძნობის ამაღლებით, რომელსაც იგი განიცდის ამ საკითხთან დაკავშირებით.

შინაგანი ცვლილებები, რომელიც მოაქვს ფეხმძიმობას, შეიძლება ქალში ხდებოდეს გაუთვითცნობიერებლად.

მაგალითად, შეიძლება ის მოხარულია, რომ ფეხმძიმედაა, მაგრამ ამას გეგმავდა რამდენიმე წლის შემდეგ.

ან პირიქით, ოცნებობდა რაც შეიძლება მალე გაეჩინა ბავშვი, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, თუ ფეხმძიმობას თავისი კონკრეტული სიძნელეები გააჩნდა.

აწყდება რა სრულიად ახალ ემოციებს, სურვილებს, გრძნობებს, მომავალი დედა განიცდის შინაგან დაძაბულობას, რაც ნაყოფიერ გარემოს ქმნის ტოქსიკოზის გამოსავლენად.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თავს დამტყდარ დაღლილობასა და ღებინების შეგრძნებას, ქალმა არა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნით, არამედ მოდუნებისა და განტვირთვის უნარის ამაღლებით უნდა უპასუხოს.

ეს შეუფასებელი თვისება, გაცილებით გაუიოლებს როგორც ფეხმძიმობის, ასევე მშობიარობის პროცესს  და საერთოდ, სასიკეთოდ აისახება მის ცხოვრებაზე.

 

— პს —

 

როგორ დავამარცხოთ ტოქსიკოზიტოქსიკოზი არ არის დასჯა,  ან ანგარიშსწორება დედობისთვის. იგი მხოლოდ ორსულობის  მცირე ეპიზოდია.

ნერვიულობა, ზედმეტი განცდები, დაუდევარი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ნაყოფის მომავლის მიმართ, მხოლოდ გაამძაფრებს ტოქსიკოზს და რთულად გადასატანს გახდის მას თქვენთვის.

ხოლო, თუ ტოქსიკოზს წყნარად და ოპტიმისტურად შეხვდებით, თუ მიხვდებით მთავარს და გაიგებთ - რა სურს თქვენს მომავალ პატარას, აუცილებლად განიცდით ორსულობის მშვენიერებას და შეიცნობთ დედობის დიდ სიხარულს.

გქონდეთ რწმენა და მუდამ გახსოვდეთ, რომ უსიამოვნება მალე გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება.

ბედნიერ ორსულობას გისურვებთ!

 

იხილეთ: ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ონლაინ მაღაზია ორსულთათვის MyWish.Ge

 
 
 

კომენტარები
თამუნა
2020-05-25
პირველ ტრიმესტრში გავითვალისწინე თქვენი რჩევები და შვება მომცა ნამდვილად.
ემილია
2020-04-10
მადლობა, დამეხმარა სტატია. კარგი რჩევებია. იმედიანიც ))
ქეთი
2019-11-08
არ მივსულვარ ჯერ ექიმთან უცებ დამეწყო ტოქსიკოზი მთელიდღე და ღამე კუჭი მტკივა არ ვიცი ეს ბევრი ღებინების თუ რისი ბრალია ვერც ფეხზე ვდგები დიდხანს თავბრუ მეხვევა ცუდად ვხდები ჭამითაც ვერაფერს ვჭამ იქნებ რამე მირჩიოთ სანამ ძალას მოვიკრებ და ექიმთან წავალ
ნანა
2019-10-18
11 კვირის ორსული ვარ, ბოლო კვირა ვგრძნობ დაღლილობას და სისუსტეს, რით შეიძლება იყოს გამოწვეული?
ინგა
2019-07-11
შეიძლება ტოქსიკოზი 12კვირას დაეწუოს ორსულს
ფიქრია
2019-07-03
7-დი დღეა რაც გადამიცდა ციკლი მაქვს. მკერდის ტკივილი გულის რევის შეგრძნება და დღეს 2-რე ამერია გული გავიკეთე ტესტი და უარყოფითი მიჩვენა რას მირჩევთ
ლანა
2019-04-18
8 კვირის ფეხმდზიმე ვარ საშინელი ტოქსიკოზი მაქვს რა მისჰველის გადასმაÉ
თაკო
2019-01-19
გოგოებო იქნებ მიპასუხოთ 17 დგეა გასული ურთიერთობიდან მაქვს წელის ტკივილი მკერდის და ყველა დგე საშინელი გულის რევის შეგრძნება და რასაც ვეამ არ მერგება სუნიც მაგიზიანებს ტესტი გავიკეთე და უარყოფითია ანუ 17 დგეზე არ აჩვრნებს? და ესეთი სიმპტომები თუ გქონიათ გადაცილებამდე
ნათია
2018-12-29
კუჭის შეკრულობისას მაგნეზიის მიღება არის რეკომენდირებული ორსულზე?
ნათია
2018-12-22
ვარ 10 კვირის. ველოდები მესამეს მაქვს გულის რევა ამასთან ერთად ვერ ვყლაპავ ჩემ ნერწყვს იმწუთში მეწყება გულის რევა თუ შეგიძლიათ რამით დამეხმაროთ
Maka
2018-07-12
Eqimtan vikavi orsuloba mitxra dges ki gamonadeni camovida risi bralia neta
ბუსუ
2018-07-11
მადლობა კარგი რჩევებია
მარი
2018-05-27
ვარ 7 კვირის ორსული 6კვირიდან დამეწყო გულისრევები. ერთადერთი მხოლოდ მშველის კოკაკოლას დალევა ცოტ ცოტა რაოდენობით დღეში 0.5ლ. ეს რაოდენობა ხომ არ ავნებს ნაყოფს?
Kატერინა
2018-05-07
4 ტვის ვარ და Mაინც არაფერი შველის ამ ტოკსიკოსზ(( დილა, საგამო ჟOჯოხეტია ცჰემტვის, ტუმცა პირწელზეც Eსე ვიყავი, რა დვლიო არ Vიცი, ნეტაწ გადამივლის რო?
ნინი
2018-04-01
შეიძლება თუ არა რომ გულისრევა პირველივე კვირაში შეინიშმებოდეს
ანა
2018-03-30
Gamarjobat ra.mainteresebs sadgac 1tvis orsuli.vyopilvar ar vixodi 3dge gadavabi.klubeshi davliet eqstazebi moveie heroini sheviynose cocsini da.amis.mere gavige y elapers.shevehsvi sigarets dalevas magram ar vici.vnerviulob bavshvi janmrteli.iqneba tu araa sazgvargaret var da.sanam.3tbis ar viqnebi ver gaigeben50/50zeaa tqveni.azriit ?????
ნიიი
2018-01-13
გადასხმების მეტი არაფერი მშველოდა საშინელი ტოქსიკოზი მქონდა 9 თვემდე,
Nატია
2018-01-12
გამარჯობა ვარ მეორე ბავშვზე ორსულად დღეს ვიყავი ეხოზე და მითხრეს რომ მაგალი ტოკსიკოზი მაქ პირველზეც მქონდა მარა დიდი ვიყავი ჯერ 8 კვირის ვარ და მთელ დგე მაწუხებს გულის რევის შეგრძნება მითხრა ვიტამინები მიიღეოო გულის ცემაც ჯერ არ ისმოდა მოკლედ მითხრა მეორე მოსვლაზე გადაწყდება შენი ნაყოფის საკითხუო და რასმეტყვით ვინმე ყოფილა ასე
tamta
2018-01-09
Axla meubnebian ori weli agar sheidzlebao da rom davorsulde?dzalian minda kide vcado me xelovnurit myavda nini da k idev minda vcado 2017 clis ivnisshi meyola nini da agvistoshi damegupa sicocxle agar mindoda dzlivs gamovedi Croatia mdgomareobidan
tamta
2018-01-09
Saertod ar mkonda gulisreva arachveulebrivad midioda orsuloba 7tvemde da ucbad damemarta upro sworad me da ekimma gvian mivxvdit preeklampsia mkonia rac Alande ganagevbic ar mkonda da sascrapo sakeisro kvetit daibada mini daemarta Sepsisi stapilokokis gamomcvevit da ver gadamirchines 8clis nanatri shvili.vnanob ar unda mimeca upleba sakeisrossi da gameriska romc komashi chavardniliyavi,bavshvi davgupe...
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ