მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 52191 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე 11 კვირამეთერთმეტე კვირა პირველი ტრიმესტრის მიწურულია. ამ დროისთვის საშვილოსნო კიდევ უფრო გაზრდილია და იკავებს პრაქტიკულად მთელი მენჯის არეს.

ბევრი ქალი ამ დროს გრძნობს საკუთარი თმის, ხელებისა და ფეხების ფრჩხილების მდგომარეობის ცვლილებას. ზოგიერთს სწრაფად ეზრდება და უმაგრდება ფრჩხილები და თმა, ზოგს კიდევ თმები ცვივა, ხოლო ფრჩხილები ძალიან ნელა ეზრდება, უშრევდება და ტყდება.

ექიმები ამას ჰორმონალური და სისხლის მიმოქცევის ცვლილებებით ხსნიან, მაგრამ სანერვიულო არაფერია, მშობიარობის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის დაბადებამდე ეს საკითხი უყურადღებოდ დატოვოთ. ამიტომ, კარგია თუ თქვენს რაციონში ჩართავთ კალციუმის მაღალი შემცველობის პროდუქტებს.

ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებამ და სისხლის მოცულობის გაზრდამ, შეიძლება შინაგანი სიმხურვალე გამოიწვიოს, რასაც მოყვება წყურვილის გრძნობის გაძლიერება, შესაბამისად მოიმატებს ოფლიანობაც

სისხლძარღვების გათხელებამ შეიძლება ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენაც კი გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ჩააყენეთ თქვენი ექიმი საქმის კურსში, რომელიც მიიღებს შესაბამის ზომებს.

ბევრ მომავალ დედას ამ პერიოდში აღენიშნება ემოციური ფონის ამაღლება, რის გამოც ძლიერდება ხასიათის მკვეთრი ცვლილებები, გაღიზიანება, ცრემლები, ისტერიკები, აუხსნელი შიშები და შფოთი. ამგვარ მდგომარეობაში, გართულებულია, ან საერთოდ შეწყვეტილია სექსუალური ურთიერთობები, მითუმეტეს თუ არსებობს სხვა უკუჩვენებებიც.

ეს რა თქმა უნდა უსიამოვნო პროცესია, მაგრამ ვერაფერს იზამთ, ჰორმონები თავისას შვრება და თქვენ გიჭირთ ამ შეგრძნებების გაკონტროლება.

ამიტომ, უმჯობესია აუხსნათ თქვენს გარშემომყოფებს, რაც თქვენს თავს ხდება, რათა ისინი გაგებით მოეკიდნონ დროდადრო თქვენს ნერვიულ შემოტევებსა და არაადეკვატურ საქციელს.

ამ პერიოდში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბავშვი მოძრაობს, მაგრამ ეს ასე არ არის, სინამდვილეში თქვენ შეიძლება გრძნობდეთ გაზების დაგროვებასა და ნაწლავის მარყუჟის შემცირებას.

 

ორსულობა და ვიწრო მენჯი

 

ვიწრო მენჯინორმალური მენჯი უპრობლემო და გართულებების გარეშე მშობიარობის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამიტომ მისი გაზომვა და დეტალურად გამოკვლევა ექიმთან პირველივე ვიზიტის დროს ხდება.

ვიწრო მენჯი არსებობს ორი ტიპის:

»  კლასიკური;

»  ანატომიური;

ანატომიურად ვიწროა მენჯი, რომლის ყველა ან ზოგიერთი პარამეტრი ნორმაზე 1-2 სმ - ით და მეტით ნაკლებია, ასეთი მენჯი ყოველთვის არ არის მშობიარობის ხელის შემშლელი მიზეზი, ანუ თუ მენჯი ანატომიურად ვიწროა, შეიძლება კლინიკურად არ იყოს ვიწრო.

რაც შეეხება კლინიკურად ვიწრო მენჯს, იგი კონკრეტულ შემთხვევაში უქმნის ნაყოფს მკვეთრ დაბრკოლებას და მშობიარობის სხვადასხვა პარამეტრზეა დამოკიდებული.

 

ვიწრო მენჯის ფორმები:

 

შევიწროების ფორმის მიხედვით ვიწრო მენჯი შეიძლება იყოს:

 ზოგადად თანაბარშევიწროებულ მენჯი;

 მარტივი ბრტყელი მენჯი;

 ზოგადად შევიწროებული მენჯი;

 ბრტყელრაქიტული მენჯი;

 განივად შევიწროებული მენჯი;

 ირიბად შევიწროებული მენჯი;

 მენჯის ოსტეოიდური ოსტეომა;

  და სხვა...

მენჯის შესასვლელის წინა - უკანა დიამეტრის ზომების მიხედვით, ვიწრო მენჯს აქვს შევიწროების 4 ხარისხი:

პირველი ხარისხი - ჭეშმარიტი კონიუგატა 11 - 9 სმ; (მშობიარობა შესაძლებელია, კარგი სამშობიარო მოქმედების დროს)

მეორე ხარისხი - ჭეშმარიტი კონიუგატა 9 - 7,5 სმ; (მშობიარობა შესაძლებელია, კარგი სამშობიარო მოქმედების დროს)

მესამე ხარისხი - ჭეშმარიტი კონიუგატა 7,5 - 6,5 სმ; (კეთდება საკეისრო კვეთა ან ოპერაცია მკვდარი ნაყოფის შემთხვევაში)

მეოთხე ხარისხი - ჭეშმარიტი კონიუგატა 6,5 სმ და ნაკლები; (კეთდება საკეისრო კვეთა ან ოპერაცია მკვდარი ნაყოფის შემთხვევაში)

ვიწრო მენჯის ფორმებიიმის მიუხედავად, რომ მესამე ტრიმესტრში მენჯის ძვლები უფრო მოძრავი (ელასტიური) ხდება და მშობიარობის მომენტისათვის ოდნავ განზე იწევა, რათა გაადვილდეს სამშობიარო გზებში პატარას გავლა, ანატომიურად ვიწრო მენჯის პრობლემა მაინც არსებობს, რაც არც თუ ისე იშვიათად, მშობიარობის სერიოზული გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ნაყოფის ნორმალური მდებარეობის (როცა მას თავი ქვემოთ აქვს) და მენჯის ნორმალური ზომების მიუხედავად, დედის სამშობიარო არხების გავლის დროს, ნაყოფი განიცდის სერიოზულ სტრესს. ამ დროს ბავშვის თავის ქალის ფაქიზი ძვლები ხვდება ძლიერი წნევის ქვეშ.

რთული წარმოსადგენია რა დაემართება პატარას, თუ მას მოუხდა სამშობიარო არხების გავლა, რომელიც ბუნებრივი, ან არასასურველი ფაქტორების გამო მნიშვნელოვნად არის დავიწროვებული.

ასეთ ფაქტორებში, შესაძლოა შედიოდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა:

მომავალი დედის სიმაღლე (150 სმ - ზე დაბალი),

ტრამვები მენჯის არეში,

 ხერხემლის გამრუდება, საყრდენ - მოძრავი აპარატის დაავადებები (რაქიტი, სქოლიოზი, კიფოზი),

მძიმე, ხანგრძლივი გადატანილი ავადმყოფები და არასაკმარისი კვება ბავშვობის ასაკში,

აქსელერაცია (ბავშვთა და მოზარდთა სიმაღლის, გონებრივი განვითარებისა და სქესობრივი მომწიფების აჩქარება), რომლის დროსაც გოგონების ძვლოვანის სისტემის განვითარება ვერტიკალურად უფრო აქტიურად ხდება, ვიდრე ჰორიზონტალურად.

უნდა ითქვას, რომ არც თუ ისე იშვიათად, ვიწრო მენჯის პრობლემას გოგონები თავად უქმნიან საკუთარ თავს იმით, რომ მოზარდობის ასაკში ატარებენ ძალიან ვიწრო ჯინსებს და სხვა სამოსს სწორედ მაშინ, როცა უკვე სრულდება ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი საბოლოოდ გაძვლოვანება ხდება.

ვიწრო მენჯის ადრიანი დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა წინასწარ იქნას შეფასებული ის მოსალოდნელი სირთულეები, რომელიც შეიძლება დადგეს მომავალი დედის წინაშე ფეხმძიმობის გვიან ვადებში და შესაძლებლობის მიხედვით მიღებული იქნას აუცილებელი ზომები მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

მენჯის ზომების ძირითადი პარამეტრების დადგენას ახდენს ექიმის სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით. ასეთი პარამეტრი სულ ოთხია

1.  Dis. Sp (distantia spinarum) - ნორმა 25-26 სმ

2.  Dis. cr. (distantia cristarum) - ნორმა 28-29 სმ

3.  Dis. troch. (distantia trochanterica) - ნორმა 30-31 სმ

4.  Con. ex. (conjugate externa) - ნორმა 20-21 სმ

ვიწრო მენჯის ფორმებიექიმი აგრეთვე შეაფასებს მენჯის რომბის ფორმას, გამოხატვის ხარისხს, და ზომებს: ვერტიკალში რომბი არ უნდა იყოს 11 სმ - ზე ნაკლები, ხოლო ჰორიზონტალში 10 სმ. მისი ფორმა ნათლად გამოხატული უნდა იყოს.

ფეხმძიმეები ვიწრო მენჯით, გართულებების განვითარების თვალსაზრისით, მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს, ამიტომ აღნიშნული პათოლოგიის შემთხვევაში, ისინი უნდა დადგნენ სპეციალურ აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაზე.

აუცილებელია ნაყოფის მდგომარეობის ანომალიებისა და სხვა გართულებების დროული გამოვლენა.

მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს განსაზღვრული მშობიარობის ვადები, რათა უზრუნველყოფილი იქნას ნორმალური მშობიარობა, რომლის რისკიც ვიწრო მენჯის შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია.

მშობიარობამდე 1-2 კვირით ადრე ვიწრო მენჯის მქონე მომავალის დედების ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, რათა დაზუსტებული იქნეს დიაგნოზი და დაისახოს მშობიარობის ყველაზე უფრო მისაღები, რაციონალური მეთოდი.

ფეხმძიმობის მიმდინარეობა ვიწრო მენჯის დროს, დამოკიდებულია მენჯის შევიწროვების ხარისხზე. ნაყოფის მცირე და საშუალო ზომების დროს, შესაძლებელია მშობიარობა ბუნებრივი, სამშობიარო გზებით.

მშობიარობის დროს ექიმი განსაკუთრებულ დაკვირვებას ახდენს მენჯის შევიწროების ხარისხზე და აუცილებლობის შემთხვევაში დროულად იღებს გადაწყვეტილებას საკეისრო კვეთის აუცილებლობის შესახებ.

საკეისრო კვეთის აბსოლიტურ მაჩვენებლად ითვლება ანატომიურად ვიწრო მენჯი შევიწროების III-IV ხარისხით, ძვლოვანი სიმსივნეები მცირე მენჯში, მენჯის მკვეთრი დეფორმაცია გადატანილი ტრამვების გამო, წინა მშობიარობის დროს მენჯის დაზიანების დონე და ა.შ.

ამავე დროს საკეისრო კვეთის აუცილებლობა დგება:

ვიწრო მენჯისა და დიდი ნაყოფის შემთხვევაში;

ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსიის (ჟანგბადის უკმარისობა) დროს;

სასქესო ორგანოების ანომალიური განვითარების დროს;

წარსულში უნაყოფობის შემთხვევაში;

საშვილოსნოზე ნაწიბურების არსებობის დროს, წინა საკეისროს ან სხვა ოპერაციების შემთხვევაში;

თუ პირველად მშობიარე ქალის ასაკი 30 წელზე მეტია;

და ა შ...

საკეისრო კვეთა ხორციელდება ფეხმძიმობის ბოლოს სამშობიარო მოქმედების დაწყებამდე, ან დაწყების შემდეგ.

 

შხაპი, აბაზანა და საუნა ფეხმძიმობის დროს

 

შხაპი, აბაზანა და საუნა ფეხმძიმობის დროსმომავალი დედებისთვის აქტუალურია საკითხი, შეიძლება და არის თუ არა უსაფრთხო ფეხმძიმობის დროს თბილი აბაზანებისა და შხაპის მიღება.

ზოგადად, ნაყოფი საჭიროებს სხეულის განსაზღვრული ტემპერატურის შენარჩუნებას. გამიკვლევებმა აჩვენეს, რომ თუ ნაყოფის განვითარების კრიტიკულ პერიდებში დედის სხეულის ტემპერატურა აწეულია ჩვეულებრივზე რამოდენიმე გრადუსით ზემოთ, და შენარჩუნებულია რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაყოფს. ამიტომ გარისკვა არ ღირს. თუმცა ნორმის ფარგლებში (გონივრული დრო და წყლის ნორმალური ტემპერატურა) შხაპიც, აბაზანაც და საუნაც დასასვებია.

ადრე ითვლებოდა, რომ შხაპი და ბანაობა ფეხმძიმე ქალისთვის საშიში იყო, რადგან დაბინძურებული წყალი, რომელიც შეიცავდა სხვადასხვა მიკრობებს, შესაძლოა ადვილად მოხვედრილიყო საშოში და ზიანი მიეყენებინა მომავალი ბავშვისთვის.

ეხლა უკვე დადგენილია, რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია და სინამდვილეში წყალი რომც მოხვდეს საშოში, მკვრივი საცობი საშვილოსნოს ყელზე უზრუნველყოფს მომავალ ბავშვთან ყოველგვარი მიკრობების მოხვედრას.

დღის ბოლოს, მომდუნებელი, თბილი აბაზანა ან შხაპი მომავალი დედისთვის ძალიან სასიამოვნოა და არ ღირს ამაზე უარის თქმა, მხოლოდ ნორმის ფარგლებში. საჭიროა ზომიერი ტემპერატურის წყალი და აბაზანის მიღების ხანგრძლივობის შეზღუდვა.

შხაპი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ წყლის ტემპერატურა ძალიან მაღალია. ცხელი წყალი და გადახურება, ნებისმიერი სახით, ზიანის მომტანია ფეხმძიმეთათვის.

გარდა ამისა, სიფრთხილეა საჭირო, რომ ფეხმძიმობის გვიან ვადაში, მოუქნელობის გამო მომავალ დედას არ დაუსხლტეს ფეხი და არ დაეცეს.

რაც შეეხება აბაზანის მიღებას, მთავარი საფრთხე, რომელიც ემუქრება მომავალ დედას, არის ისევ და ისევ ცხელი წყალი. ძალიან ცხელმა წყალმა, მომატებული წნევის გამო, შესაძლოა მუცლის მოშლა და ვადამდელი მშობიარობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველ თვეებში.

წყლის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 36-37 გრადუსი, დადგენილია, რომ ბავშვისთვის მავნებელია, როცა დედის სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფეხმძიმე შეიძლება დარჩეს აბაზანაში არა უმეტეს 15 წუთისა, როცა წყლის ტემპერატურა არის არა უმეტეს 39 გრადუსისა, ამ შემთხვევაში, მომავალი დედის სხეულის ტემპერატურა არ აიწევს საშიშ ზღვრამდე.

აბაზანის ფსკერზე კარგი იქნება პატარა, სპეციალური ხალიჩის დაფენა, რათა მოლიპულ ზედაპირზე მომავალ დედას არ დაუსხლტეს ფეხი.

შესაძლებელია სურნელოვანი დანამატების გამოყენება, რომელიც აუმჯობესებს განწყობას და ანიჭებს კანს კეთილსურნელებას.

თუმცა კატეგორიულად იკრძალება აბაზანის მიღება ბაზილიკის, როზმარინის, კვიპაროსის, კედარის, პაჩულის, ქონდარის ზეთების გამოყენება.

შხაპი, აბაზანა და საუნა ფეხმძიმობის დროსნორმის ფარგლებში დასაშვებია საუნაც, თუ იგი მომავალ დედებს სიამოვნებას ანიჭებთ, შესაძლებელია ცხელი აბაზანის მღება 15 წუთიანი ინტერვალებით და საუნაში ყოფნა 10 წუთიანი ინტერვალებით, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 38 გრადუსს.

კონვექციისა და აორთქლების გამაგრილებელი ეფექტის გამო, საუნაში გადახურების რისკი უფრო დაბალია ვიდრე აბაზანის მიღების დროს.

ხანმოკლე და ხშირი აბაზანის მიღება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში წყალში ყოფნა.

პოზა, როცა სხეულის დიდი ნაწილი წყლის ზედაპირის ზემოთ მდებარეობს, ასევე ამცირებს გადახურების რისკს.

კარგია, თუ აქვე ორიოდე სიტყვას ვიტყვით სოლარიუმის შესახებ. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მეცნიერებას არ გააჩნია ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მზარდ ნაყოფზე დედის მიერ სოლარიუმის პროცედურების ჩატარება.

ამიტომ, ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს თუნდაც გარკვეული მონაცემები, უმჯობესია თუ ორსულობის პერიოდში სოლარიუმისგან თავს შეიკავებთ.

 

კბილების მოვლა

 

ფეხმძიმობა და კბილების მოვლაფეხმძიმობის დროს აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება საკუთარ კბილებზე და არ დაგავიწყდეთ სტომატოლოგის მონახულება.

უთხარით მას, რომ ფეხმძიმედ ხართ. თუ კბილების მკურნალობა აუცილებელია, შეეცადეთ შესაძლებლობის ფარგლებში გადადოთ იგი მინიმუმ მე -12 კვირამდე. რა თქმა უნდა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა ინფექცია გაქვთ შეჭრილი და მკურნალობის გადადება შეუძლებელია.

კბილების მკურნალობის დროს სიფრთხილით მიუდექით ანესთეზიას. თავი აარიდეთ საერთო ანესთეზიას, თუ იგი აუცილებელია, დარწმუნდით, რომ მას ატარებს გამოცდილი ანასთეზიოლოგი, რომელმაც იცის, რომ ფეხმძიმდ ხართ და განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება საკუთარ საქმეს.

თუ დაგჭირდათ ანტიბიოტიკები და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმ-გინეკოლოგთან, რომელიც გირჩევთ, რამდენად მისაღები და დასაშვებია თქვენთვის აღნიშნული მედიკამენტები.

ფეხმძიმობის პერიოდში გამომუშავებული ჰორმონების საფუძველზე თქვენი ღრძილები უფრო მგრძნობიარე ხდება, ზოგჯერ შეიძლება ღრძილებიდან სისხლდენასაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ნუ შეშინდებითმ ეს მალე გაივლის, უბრალოდ რეგულარულად გამოივლეთ სავლები პირის ღრუში და გაიწმინდეთ კბილები.

ამგვარად, ნუ დაივიწყებთ, რომ ფეხმძიმობის პერიოდში კბილებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა პრობლემა შესაძლოა დიდ პრობლემად გადაიქცეს და ცუდად აისახოს არა მარტო თქვენზე, არამედ მომავალ ბავშვის ჯანმრთელობაზე. იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და კბილები

 

ფეხმძიმობა და ულტრაბგერითი გამოკვლევები

 

ფეხმძიმობა და ულტრაბგერითი გამოკვლევებიულტრაბგერითი გამოკვლევა, იგივე ექოგრაფია, ფეხმძიმეთა გამოკვლევისთვის ერთ - ერთი ყველაზე მაღალეფექტური, უსაფრთხო და გავრცელებული მეთოდია, თუმცა სპეციალისტების აზრი იმის შესახებ, თუ როდის უნდა იქნეს გამოყენებული უბგ და რამდენადაა იგი შესაძლებელი ყველა ფეხმძიმესთვის, სხვადასხვაა.

მიუხედავად ამისა, მაინც ყველა თანხმდება იმაზე, რომ უბგ სრულიად უსაფრთხო გამოკვლევაა, რომელიც ბევრ შემთხვევაში საშუალებას იძლევა აღმოჩენილი და აღკვეთილი იქნას სხვადასხვა ტიპის ანომალიები, რომელიც თან ახლავს ფეხმძიმობას.

გამოკვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენს მაღალი სიხშირის ულტრაბგერითი ტალღები, რომელიც გენერირდება გამომსხივებელში ცვალებადი დენით.

მისი გამოყენება ხდება შემდეგი სახით, ფეხმძიმეს, რომელიც წოლით მდგომარეობაში იმყოფება, ჭიპს ქვემოთ და საშვილოსნოს ზემოთ, მუცელზე წაუსმევენ სპეციალურ გელს (უკეთესი კონტაქტის მიზნით), შემდეგ დაადებენ გამომსხივებელს (აპლიკატორი) იმავე ადგილზე და წრიულად ამოძრავებენ მუცლისა და მენჯის არის მიდამოებში. აპლიკატორიდან წამოსული ულტრაბგერითი ტალღები გაივლის ამ ორგანოებში, აირეკლება და უკანვე ბრუნდება აპლიკატორში.

ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილები, ულტრაბგერით სიგნალებს სხვადასხვაგვარად აირეკლავენ, რაც მათი ერთმანეთისგან განსხვავების საშუალებას იძლევა.

უბგ - ის საშუალებით შესაძლებელია ნაყოფის და მისი ორგანოების მოძრაობის დაფიქსირებაც კი, მაგალითად ნაყოფის გულის ცემის (ფეხმძიმობის მე 5-6 კვირა). ზოგადად კი ულტრაბგერით გამოკვლევა შესაძლებელია და ძირითადად მიმართავენ მე - 3 კვირიდან. თუმცა ეს ინდივიდუალურია და ამას წყვეტს ექიმ - გინეკოლოგი.

უბგ (ულტრა ბგერითი გამოკვლევა) - დანიშვნა შეიძლება მოხდეს შემდეგი მიზეზების გამო:

»» ორსულობის დროულად გამოვლენა;

»» ემბრიონის ან ნაყოფის ზომებისა და ზრდის სიჩქარის დადგენა;

»» ორი ან მეტი ნაყოფის გამოვლენა;

»» ნაყოფის თავის, ორსულის მუცლისა და მენჯის ღრუს გამოკვლევა ფეხმძიმობის ვადის დასადგენად;

»» დაუნის სინდრომის დადგენა;

»» ნაყოფის განვითარების ანომალიების დადგენა, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ჰიდროცეფალია და მიკროცეფალია;

»» ორსულის ორგანოების ანომალიების დადგენა, მაგალითად თირკმლების და შარდის ბუშტის;

»» სანაყოფე წყლების რაოდენობის ცვლილება, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის;

»» პლაცენტის ადგილმდებარეობის, ზომებისა და განვითარების ხარისხის დადგენა;

»» პლაცენტის ანომალიების დადგენა;

»» საშვილოსნოს ანომალიების ან სიმსივნის გამოვლენა;

»» საშვილოსნოში სპირალის ან პლაცენტის არსებობა მშობიარობის შემდეგ;

»» საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლენა;

»» ამნიოცენტეზის შემთხვევაში (სანაყოფე ბუშტის ფუნქცია) ნემსის შესაყვანად უკეთესი ადგილის შერჩევა სანაყოფე წყლების მიღების მიზნით.

»» და სხვა...

გამოკვლევაზე წასვლის წინ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ შარდის ბუშტი სავსე უნდა იყოს,

ფეხმძიმობა და ულტრაბგერითი გამოკვლევებიშარდის ბუშტი საშვილოსნოს ქვემოთ მდებარეობს, ამიტომ თუ ის ცარიელია, საშვილოსნოს "დანახვა 'რთულდება, რადგან იგი მენჯის ძვლების სიახლოვეს მდებარეობს, რომლების ხელს უშლის ულტრაბგერებს, რათა სრულყოფილად მოხდეს საშვილოსნოს გამოკვლევა.

როცა შარდის ბუშტი სავსეა, ის მენჯის ძვლებს ზემოთ სწევს საშვილოსნოს და მისი დანახვა და გამოკვლევაც შესაბამისად უფრო უკეთესადაა შესაძლებელი.

საშვილოსნოს ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება ორსულობის ადრეულ სტადიებზე, რათა უკეთ მოხდეს ნაყოფისა და პლაცენტის დათვალიერება. აპლიკატორი მოძრაობს საშვილოსნოს თავზე, მის გასწვრივ და ხდება ნაყოფის შინაგანი გამოკვლევა, ასეთ შემთხვევაში, შარდის ბუშტი პირიქით, არ უნდა იყოს სავსე.

ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლებელია ბავშვის სქესის დადგენაც, თუ სასქესო ნიშნების ჩანასახები ნაყოფს უკვე განვითარებული აქვს, ხოლო თავად ნაყოფი, იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელია მისი სასქესო ორგანოების დათვალიერება.

მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც არსებობს რისკი, რომ ბავშვის სქესის დადგენის დროს ადგილი ჰქონდეს ცდომილებას.

იხილეთ ვრცლად: ქალთა კონსულტაცია ფეხმძიმობის პერიოდში

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე 11 კვირაამ პერიოდში ნაყოფი ძალიან სწრაფად იზრდება, მისი მასა 7-8 გრამის ფარგლებშია, სიგრძე კი მიახლოებით 50-55 მმ.

ყველაზე მეტად მისი თავის ტვინის სტრუქტურები ვითარდება, სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში თავი ყველაზე სწრაფად იზრდება და ზომით ნაყოფის თითქმის ნახევარია.

ნაყოფის კისერი უფრო დაგრძელებული, განვითარებული და გამაგრებულია. ხერხემალი უფრო გასწორებული, ამიტომ ნაყოფს უკვე შეუძლია ნიკაპის ამოძრავება, თავის ოდნავი მოძრაობებით.

ამ პერიოდში იწყებს საკუთარი ძალების მოსინჯვას ნაწლავებიც, აქტიურდება პერისტალტიკა და პერისტალტიკური მოძრაობა.

იწყებენ მუშაობას თირკმელები, რადგან ნაყოფმა უკვე ისწავლა სანაყოფე წყლების ყლაპვა და მისთვის აუცილებელია მაოწესრიგოს წყლისა და მარილის ბალანსი

თითებზე უკვე შეიმჩნევა ფრჩხილები. სულ უფრო მკაფიო ხდება გენიტალიების კონტურები, თუმცა მისი საბოლოო ფორმირება და მამაკაცის ან ქალის ორგანოდ გარდასახვა მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მოხდება.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
იაკო
2019-04-04
მაინტერესებს 10 კვირის ნაყოფს თუ ეცვლება სქესი?
ბაბი
2017-07-27
გამარჯობათ! მაინტერესებს შეიძლება თუ არა მე-11 კვირაზე ეხოსკოპია შეცდეს და აჩვენოს მხოლოდ 1ნაყოფი და სინამდვილეში იყოს 2ნაყოფი?ანუ ტყუპები?
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
მარიამი
2016-12-12
კი როგორ არ შეიძლება, მე -10-ე კვირაში ვარ და სულ ვაგინალურს მიკეთებს ჩემი ექიმი, უფრო კარგად ჩანს
neko
2013-11-25
შეიძლება თუ არა ორსულობის დროს ვაგინალური ეხოსკოპიის გაკეთება...?
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ