წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 311405 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ფეხმძიმობის ნიშნებიფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ამით შესაძლოა დროულად აარიდოთ თავი ყველა  საშიშ და საეჭვო ფაქტორს, რამაც შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს თქვენს ფეხმძიმობაზე.

მაგალითად: - დაანებოთ თავი სამედიცინო პრეპარატების მიღებას (რომელსაც შესაძლოა იმ პერიოდში იღებთ) და მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი, თამბაქო, ჭარბი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელები და ა.შ), რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თქვენს მომავალ პატარას.

ორსულობის მცირე ვადაზე ბევრი ქალი ვერც კი ამჩნევს ამ მოვლენას, რადგან ორსულობის პირველი სიმპტომი მენსტრუაციის არ ქონაა.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ვადაზე მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება ჩვეულებრივად გქონდეთ, ამ დროს კი ორსულად იყოთ.

ეს საშიში არ არის, უბრალოდ ორსულობის შესახებ ოდნავ გვიან შეიტყობთ, ამიტომ თავდაპირველად მისი ვადების ზეპირად ზუსტი დადგენა გაგიჭირდებათ.

აქ მოყვანილია ზოგადი ნიშნები, რომლითაც შესაძლებელია ფეხმძიმობის დადგენა:

 

მენსტრუაციის შეკავება

 

მენსტრუაციის შეკავებამენსტრუაციის არ არსებობა, დაფეხმძიმების დადასტურების ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ნიშანია.

თუმცა, ეს არ არის უტყუარი ნიშანი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მენსტრუაციის შეკავება ობიექტური შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ქალაბატონებისთვის, ვისაც რეგულარული მენსტრუაციული ციკლი აქვს.

თუ ვადაზე მენსტრუაციული ციკლი არ დადგა და მას გადასცილდა 5-6 დღე, ეს სავარაუდოდ ორსულობის ნიშანია და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ–გინეკოლოგს.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა არ შეიძლება იყოს გამოწვეული მხოლოდ ფეხმძიმობით. ამის პროვოცირების საკმაოდ ბევრი ფაქტორი არსებობს: ჰორმონალური ფონის დარღვევა, ანთებითი დაავადებები, სხვადასხვა სახის ინფექციები და ა.შ

ზოგჯერ სისხლდენა შეიძლება ფეხმძიმობის დროსაც მოხდეს, თუმცა ეს არ წარმოადგენს ნორმას და ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმ–გინეკოლოგს.

 

ბაზალური  ტემპერატურის მომატება

 

ბაზალური ტემპერატურის მომატებაბაზალური ტემპერატურის გაზომვის მთავარი დანიშნულებაა, ოვულაციის დღის, ანუ იმ პერიოდის განსაზღვრა, როცა ყველაზე უფრო შესაძლებელია მოხდეს ჩასახვა.

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სწორი ნაწლავიდან ხდება. ზოგიერთი ქალბატონი ყოველდღიურად ადგენს ბაზალური ტემპერატურის გრაფიკს, რის გამოც ზუსტად შეუძლია განსაზღვროს ოვულაციისა და შესაძლო ფეხმძიმობის დადგომის თარიღი.

ფეხმძიმობის დროს ბაზალური ტემპერატურა აჭარბებს 37 გრადუსს და დგას ამ დონეზე.

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა უნდა მოხდეს აუცილებლად დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლიდან აუდგომლად.

მართალია ბევრი თანამედროვე ექიმი ფეხმძიმობის ამ ტიპის სიმპტომებს არ მიიჩნევს სერიოზულად, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად - ბაზალური ტემპერატურა ფეხმძიმობის დროს ნამდვილად მომატებულია, რაც აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და ბაზალური ტემპერატურა

 

ტკივილი  მუცლის  ქვემოთ  და  წელის  არეში

 

ტკივილი მუცლის ქვემოთ და წელის არეშიფეხმძიმობის ნიშანი ოვულაციის შემდგომ პირველ დღეებში, შეგრძნებებით შესაძლოა წააგავდეს მენსტრუაციული ციკლის მოახლოვებას,

მუცლის ქვედა არეში და წელის მიდამოში ტკივილს ბევრი ფეხმძიმე გრძნობს ხოლმე.

სამწუხაროდ ეს არ ითვლება კარგ ნიშნად, რადგან შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ტონუსის ამაღლებით, მძიმე ფიზიკური დატვირთვით, ცისტიტის გამწვავებით (შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება) და ა.შ

ტკივლის მუცლის ქვედა და წელის არეში შესაძლოა იყოს არა მხოლოდ ორსულობის, არამედ მუცლის მოშლის საფრთხის სიმპტომი (ფეხმძიმობის შეწყვეტა) ადრეულ სტადიაზე.

ამიტომ თუ ასეთი ტკივილები გაწუხებთ, ნუ დაიზარებთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმ–გინეკოლოგს, რომელიც გამოიკვლევს და ზუსტად დაადგენს თქვენი ტკივილის ჭეშმარიტ მიზეზს და მიიღებს ზომებს შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 

მადისა და გემოს ცვლილებები

 

მადისა და გემოს ცვლილებებიმადის გაძლიერება ქალებში, საწყის სტადიაზე ფეხმძიმობის ნიშნად მიიჩნევა. ამის მიზეზი შესაძლოა რამოდენიმე ფაქტორი იყოს, მაგალითად ის, რომ მის ორგანიზმში ახალი, ცოცხალი არსებაა, რომელიც თავისას ითხოვს.

მაგრამ მადის მომატების უფრო სავარაუდო მიზეზია ის, რომ ფეხმძიმე ქალმა უნდა მიიღოს მეტი სიცოცხლისათვის აუცილებელი ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები.

ამგვარად მომავალი დედის ორგანიზმი ცდილობს შეივსოს მკვებავი ნივთიერებები დეფიციტი, რომელიც საჭიროა ნაყოფის ზრდა–განვითარებისათვის.

თუ ქალს თავიდანვე ტოქსიკოზის ნიშნები გამოუვლინდა, ამ შემთხვევაში არა მადის გაძლიერებას, არამედ მის დაქვეითებას აქვს ადგილი. ამ დროს ზოგიერთ ორსულს გართულება აქვს ნებისმიერი საკვების მიმართ და მთელი ტოქსიკოზის განმავლობაში მისი მადიანობა პრაქტიკულად ნულის ტოლია.

ფეხმძიმობის ერთ–ერთი სიმტომია გემოს ცვლილებაც, რის გამოც შესაძლოა ქალს გაუჩნდეს ზიზღი რომელიმე ერთი, თუნდაც საყვარელი პროდუქტის მიმართ და პირიქით, მოუნდეს სხვა, ნაკლებად სასურველი პროდუქტი, ზოგჯერ უცნაურიც კი, როგორიცაა მაგალითად ცარცი და თიხა.

ეს მისწრაფება აიხსნება იმით, რომ ქალის ორგანიზმი თავად განსაზღვრავს თუ რომელი ელემენტები არ ყოფნის და როგორი საკვებითაა საჭირო რაციონის გამრავალფეროვნება..

 

გულისრევის  შეგრძნება

 

გულისრევის  შეგრძნებაკიდევ ერთი ნიშანი ფეხმძიმობის დადგომისა, არის გულისრევის შეგრძება ან ღებინება, განსაკუთრებით ძლიერი გულისრევის შეგრძნება და ღებინება აღინიშნება დილაობით.

ჩვეულებრივ, გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას ადგილი აქვს ხოლმე ფეხმძიმობის პირველი თვეების განმავლობაში, ამ მოვლენას ტოქსიკოზი ეწოდება.

ამ პერიოდში ნაყოფის ორგანიზმი ყველაზე სუსტია, მგრძნობიარე, და არ შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ტოქსინებს, რომელსაც შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. 

ამიტომ, ემბრიონის დასაცავად მომავალი დედის ორგანიზმს უხდება გარდაქმნა და ხდება ძალიან მგრძნობიარე სხვადასხვა მიკრობების, ბაქტერიებისა და შხამის მიმართ, რომელსაც შეიცავს ესა თუ ის საკვები.

სწორედ ეს არის ადრეულ ეტაპზე გულისრევის შეგრძნებისა და ღებინების ძირითადი მიზეზი. იხილეთ სრულად: ტოქსიკოზი

 

განწყობილების  ცვლილება

 

ფეხმძიმობის ნიშნები - განწყობილების ცვლილება ფეხმძიმობის დროსფეხმძიმობის ნიშანი ხშირად არის ხოლმე ცვლილებები ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ამ დროს აღინიშნება ზედმეტად გაღიზიანება, ხასიათის სწრაფი ცვლილებები, ხშირი ტირილის სურვილი, აგრეთვე დეპრესიული მდგომარეობა, ძილიანობა. ეს ორსულობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.

შეიძლება გაჩნდეს განგაშისა და შიშის შეგრძნება, შესაძლოა მდგომარეობიდან გამოსვლა ელემენტალური წვრილმანის გამო და დაუსაბუთებული უხეშობა და ისტერიკა ახლობელი ადამიანების მიმართ.

ზოგს აღენიშნება აუტანლობა მამაკაცების (ზოგჯერ საკუთარი მეუღლის) მიმართ. ხოლო სქესობრივი აქტი მის გაღიზიანებას იწვევს და ამის კატეგორიული წინააღმდეგია. იხილეთ:

ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო)

ასეთ შემთხვევებში მომავალი დედისთვის საკუთარი თავის კონტროლი დიდ სირთულეს წარმოადგენს და პრინციპში არც არის საჭირო, რადგან ფეხმძიმობის მიმდინარეობის ნორმლური მექანიზმია, რომელიც მალე გაივლის და რომელსაც გაგებით შეხვდება ყველა თქვენი ახლობელი ადამიანი.

 

გახშირებული შარდვა

 

გახშირებული შარდვაეს ნიშანი შესამჩნევია ჩასახვიდან უკვე 2 კვირის შემდეგ, მაგრამ ადრეულ ეტაპზე ამის მიზეზი არ არის გავრცელებული მოსაზრება საშვილოსნოს გაწელვისა და შარდის ბუშტზე ნაყოფის დაწოლის შესახებ, რადგან ემბრიონი ამისთვის ჯერ ძალიან პატარაა. (თუმცა ფეხმძიმობის უფრო გვიან პერიოდში ეს მიზეზებიც არის ხოლმე ხშირი შარდვის მიზეზი).

ფეხმძიმობის საწყის სტადიაში, ხშირი შარდვის მიზეზი განპირობებულია ქალის ჰორმონალური ფონის ცვლილებებით, ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაძლიერებით, ორგანიზმში სითხის რაოდენობის მომატებით, რომლის დრაოსაც უფრო აქტიურად მუშაობს თირკმლები, რათა მოასწროს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნა.

შესაძლოა გახშირებული შარდვა არ იყოს ფეხმძიმობის ნიშანი და იგი მაგალითად ცისტიტით იყოს გამოწვეული. იხილეთ სრულად - ცისტიტი

 

სარძევე  ჯირკვლების  ცვლილებები

 

სარძევე ჯირკვლების ცვლილებებიფეხმძიმე ქალების აბსოლიტური უმრავლესობა, ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრიდანვე ამჩნევს ცვლილებებს სარძევე ჯირკვლებში, რაც მათ გადიდებაში, მგრძნობელობის მომატებასა და ტკივილის შეგრძნებაში გამოიხატება.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ფეხმძიმობის დადგომის უტყუარი ნიშანი, ანალოგიური სიმპტომები შესაძლოა ქალს აღენიშნებოდეს მენსტრუაციის დადგომამდეც.

ცვლილებები სარძევე ჯირკვლებში, გამოწვეულია ისევ და ისევ ჰორმონალური ფონის ცვლილებით. ამ დროს შესაძლოა ჯირკვლებზე მსუბუქი ხელის დაჭერით გამოიყოს ხსენი (სქელი, წებოვანი ბაცი–ყვითელი სითხე). ძუძუს კერტები კი შეიძლება გამუქდეს და დაიფაროს პიგმენტური ლაქებით.

ეს ცვლილებები აგრეთვე გამოწვეულია სარძევე ჯირკვლების გარდაქმნით, რათა ისინი მზად იყვნენ ლაქტაციის პერიოდისთვის (რძის გამომუშავება).

იხილეთ სრულად: ფეხმძიმობა და მკერდის მოვლა

 

სასქესო ბაგეების ფერის შეცვლა

 

სასქესო ბაგეების ფერის შეცვლაფეხმძიმობის დროს ცვლილებები ხდება ქალის სასქესო ორგანოზეც, კერძოდ სასქესო ბაგეებზე.

თუმცა ფეხმძიმობის ამ ნიშანს უფრო შეამჩნევს გინეკოლოგი, ვიდრე მომავალი დედა.

სასქესო ბაგეები ფეხმძიმობის შემთხვევაში, ჩასახვიდან 10-12 დღეს უკვე რამდენადმე გადიდებულია ზომებში, შესიებულია, უფრო ელასტიურია და დაჰკრავს მოლურჯო-მეწამული ფერი.

თუმცა სასქესო ბაგეების უკვე შესამჩნევი, საგრძნობი ცვლილებები, რომელიც ხშირად დისკომფორტის, ტკივილისა და ქავილის მიზეზიც შეიძლება გახდეს, აღინიშნება უკვე ფეხმძიმობის შუა პერიოდში ან მეორე ნახევარში.

 

იმპლანტაციური სისხლდენა

 

იმპლანტაციური სისხლდენაეს მოვლენა ძალიან იშვიათად ხდება და ვლინდება, იგი ხდება თითქმის მაშინვე, როგორც კი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩაინერგება საშვილოსნოს ყელში.

თუ სისხლდენა უხვია, შესქელებებით და წააგავს მენსტრუაციას, მაშინ ეს არის არა ფეხმძიმობა, არამედ ისეთი მდგომარეობა, რომელიც შესაძლია დაემუქროს ქალის ჯანმრთელობას.

ამიტომ ამ ტიპის სისხლდენის შემთხვევაში დაუყონებლივ საჭიროა ექიმ–გინეკოლოგთან კონსულტაცია.

 

ტესტი ფეხმძიმობაზე

 

დადებითი ტესტი ფეხმძიმობაზედღესდღეობით ქალების უმრავლესობა სარგებლობს ჩვეულებრივი ფეხმძიმობის ტესტით, რომლის გამოყენება შესაძლებელია ოჯახურ პირობებში. ასეთი ტესტები ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში მიზერულ ფასად.

ტესტი შედარებით ზუსტ შედეგს იძლევა მენსტრუაციის გადაცილებიდან (შეკავებიდან) რამოდენიმე დღეში (რეკომენდებულია გადაცილებიდან ერთი კვირა).

უფრო ზუსტი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია ტესტის დილით ჩატარება.

ზოგჯერ ტესტი ფეხმძიმობას აჩვენებს მენსტრუაციის გადაცდენამდეც, ანუ მენსტრუაციამდე რამოდენიმე დღით ადრე. ასეთი რამ შესაძლებელია იმ ქალებში, რომელთაც ქონდათ ადრეული ოვულაცია და გამოიყენეს მაღალმგრძნობიარე ტესტი.

ორსულობის ტესტის ჩატარება ხდება შემდეგნაირად – პაკეტის გახსნის შემდეგ, ტესტს ჩაუშვებთ დილის შარდში ისრების ნიშნულამდე, გააჩერებთ რამოდენიმე წამი (წამების რაოდენობა მითითებულია ტესტის ეტიკეტზე), შემდეგ ამოიღებთ, მოათავსებთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და დაელოდებით შედეგს რამოდენიმე წუთი (წუთების რაოდენობაც მითითებულია ტესტის ეტიკეტზე).

თუ დაფიქსირდა ერთი წითელი (ან ლურჯი) ხაზი, ფეხმძიმედ არ ხართ, ხოლო თუ ორი წითელი (ან ლურჯი) ხაზი დაფიქსირდა, ტესტის შედეგი ფეხმძიმობაზე დადებითია.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად მწარმოებლების მტკიცებისა, რომ ტესტის შედეგი 99% - ით უტყუარია, ტესტი შესაძლოა შეცდეს და მისი პასუხი იყოს შეცდომით დადებითი ან შეცდომით უარყოფითი. უფრო ხშირია ტესტის მიერ მიღებული შეცდომით უარყოფითი პასუხი.

რატომ შეიძლება შეცდეს ორსულობის ტესტი? ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, არის რამდენიმე მიზეზი:

უხარისხო, ან ვადაგასული ტესტი; (უმჯობესია შეიძინოთ ხარისხიანი ფეხმძიმობის ტესტი. კარგად დააკვირდით მისი ვარგისიანობის ვადას. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ დაცული იყოს მისი შენახვის პირობებიც)

ტესტის არასწორი გამოყენება (შარდი არ არის დილის, ჭურჭელი რომელშიც შარდია, არ არის სუფთა და სხვა. ამიტომ მკაცრად და ზუსტად დაიცავით ტესტის გამოყენების ინსტრუქცია);

ტესტის ჩატარების დროულობა (მაგალითად მენსტრუაციული ციკლის შეკავების პირველივე დღეს ჩატარებული ტესტის მცდარობის ალბათობა გაცილებით დიდია. უბჯობესია დაელოდოთ ერთი კვირა მაინც. ეს ხდება იმიტომ, რომ HCG (ქორიონული გონადოტროპინი)-ის დონე შარდში არ არის საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ ტესტმა იგი აჩვენოს)

მედიკამენტები (ტესტის მცდარი შედეგის ალბათობა იზრდება, თუ თქვენ იღებთ გარკვეული სახის მედიკამენტებს ტესტის გაკეთების მომენტში. ასეთი პრეპარატებია: შარდმდენი საშუალებები, ტრანკვილიზატორები, პრომეტაზინი, ჰორმონალური პრეპარატები, HCG-ს შემცველი პრეპარატები და სხვა);

მუცლის მოშლა (ტესტის მცდარი შედეგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს იმ ფაქტმა, თუ ორსულობის ადრეულ სტადიაზე ადგილი ჰქონდა მუცლის მოშლას. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სხვა სიმპტომებიც, თუნდაც ეს იყოს ნორმალური სისხლდენა);

საშვილოსნოსგარე ორსულობა (საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლენა პრობლემატურია, რადგან კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება საშვილოსნოს გარეთ. ეს ხელს უშლის ორგანიზმში HCG-ს ზუსტი დონის გამნსაზღვრას და შესაბამისად გამოიწვევს ტესტის შედეგის მცდარობას. ამიტომ თუ ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი, თქვენ კი გრძნობთ მწვავე ტკივილს მცირე მენჯისა და მუცლის არეში, ამავდროულად გაქვთ ფეხმძიმობის სხვა სიმტომები, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს);

შეშუპება (იშვიათ შემთხვევებში, ქალის რეპროდუქტიულ სისტემაში შეშუპებებმა, შესაძლოა გამოიმუშავოს HCG და ტესტმა აჩვენოს შეცდომით დადებითი პასუხი. ასეთი დაავადების დროს დამახასიათებელია ისეთი სიმტომები, როგორიცაა ვაგინალური სისხლდენა და ძლიერი ღებინება).

თირკმლების დაავადებები (ამ დროს HCG არ გამოდის ორგანიზმიდან და შესაბანისად ტესტმა შეიძკება აჩვენოს მცდარად უარყოფითი პასუხი);

დიდი რაოდენობით სითხე (მოერიდეთ ტესტის ჩატარების წინ სითხეების მიღებას, რადგან იგი "განაზავებს" HCG-ს დონეს შარდში და მცდარი შედეგის ალბათობაც გაიზრდება);

არასწორი ინტერპრეტაცია (ზოგიერთ შემთხვევაში ქალები არასწორად ახდენენ ტესტის შედეგების ინტერპრეტაციას. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩანს მკრთალი ხაზები ან ერთი ხაზი ტესტზე. ამ შემთხვევაში უმჯობესია ორის ხვადასხვა ტესტის გამოყენება და შედეგების შედარება);

და სხვა... იხილეთ სრულად: ორსულობის ტესტი

 

ქორიონული გონადოტროპინი (HCG)

 

ქორიონული გონადოტროპინი (HCG)ქორიონული გონადოტროპინი (HCG) ჰორმონია, რომლის რომელის გამოვლენაც მომავალი დედის სისხლში, ჩასახვიდან მე-7-8 დღეს არის შესაძლებელი.

ჩასახვის დროს, კვერცხუჯრდის გაყოფის პროცესში ვითარდება ჩანასახი და სანაყოფე გარსი, ერთ-ერთ მათგანს ქორიონი ეწოდება.

ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდება ქორიონის მიერ მისი საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების მომენტში. ეს ხდება განაყოფიერებიდან მიახლოებით 6 დღის შემდეგ.

სწორად გაკეთებული ანალიზი, 99,9%–ით ადასტურებს (ან არ ადასტურებს) შესაძლო ფეხმძიმობას.

ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვრა შარდში, ადვილი შესაძლებელია სახლის პირობებშიც ფეხმძიმობის ტესტის საშუალებით, რომლის შეძენაც შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქში.

 

ულტრაბგერითი გამოკვლევა

 

ულტრაბგერითი გამოკვლევამცირე მენჯისა და საშვილოსნოს ულტრაბგერითი გამოკვლევით, შესაძლებელია სანაყოფე გარსის ვიზუალიზაცია.

მენსტრუაციის გადაცდენიდან უკვე მე-3 კვირას, ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში სანაყოფე კვერცხის განვითარების განსაზღვრა.

ზოგადად კი ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლებელია:

» ფეხმძიმობის ადრეულ ვადებში გამოვლენა (მათ შორის მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობის);

» ორსულობის ზუსტი ვადის განსაზღვრა;

» საშვილოსნოს გარე ორსულობის გამოვლენა;

» ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოზი;

» ბავშვის სქესის განსაზღვრა

იხილეთ სრულად: ქალთა კონსულტაცია ფეხმძიმობის პერიოდში

 

ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორი (EPF)

 

ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორი (EPF)არსებობს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე დადგენის ფაქტორიც - EPF (Early pregnancy factor), ეს ფაქტორი შესაძლებლობას იძლევა ფეხმძიმობის დადასტურება ყველაზე ადრეულ სტადიაზე მოხდეს - ჩასახვის მომენტიდან 6-24 საათის განმავლობაში.

მისმა აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან აქამდე ითვლებოდა, რომ ემბრიონი (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი), იმპლატანციამდე პერიოდში შეუმჩნევლად "მოგზაურობდა" საშვილოსნოს მილში საშვილოსნოს მიმართულებთ და არავითარ ზემოქმედებას არ ახდენდა მომავალი დედის ორგანიზმზე.

ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორის აღმოჩენასთან ერთად ცხადი გახდა, რომ დედის ორგანიზმი იმპლანტაციისა და წარმატებული ფეხმძიმობისთვის ემზადება ჩასახვის მომენტიდანვე, ანუ კვერცხუჯრდის განაყოფიერებისთანავე ხდება EPF-ს გამომუშავება.

EPF  წარმოადგენს იმუნოდეპრესანტს, რომელიც თრგუნავს, ასუსტებს ქალის იმუნურ სისტემას. ამ ნივთიერების გარეშე, იმუნური სისტემა ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაში ემბრიონის საშვილოსნოს კედელში ჩანერგვას მიიღებდა როგორც უცხო, მტრულ სხეულს და მოიცილებდა მას.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სისხლში ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორის-EPF-ს არსებობა, მომავალი დედის ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანი ემბრიონის არსებობას ადასტურებს. ქალები, რომელთაც სექსუალური აქტის შემდეგ 1-2 დღის შემდეგ სისხლში აღმოაჩნდათ EPF, აღმოჩნდნენ ორსულად.

 

იხილეთ: ყველაფერი ორსულობის შესახებ

 
 
 

უკან

კომენტარები
სესილი
2019-02-19
გამარჯობა ციკლის დაწკების პირველ დღეს მქონდა სეხსი და შესაძლებელია ეხლა ორსულად რო ვიყო 5 დღეა გასული?
ნინი
2019-02-15
გამარჯობათ! შეყვარებულთან მქონდა სექსი ვარ არასწრულწლოვანი ციკლიც უკვე 1კვირაა არ მქონია ტესტი გავიკეთე მაგრამ უარყოფითს მიჩვენებს მაინც შეიძლება ორსულად ვიყო?
მაია
2019-02-13
ციკლს ველოდებოდი 27 იანვარს და არ მომივიდა. ტესტები ბევრი გავაკეტე და არცერტხელ დადებიტი არ მიცჰვენა. 27 დეკემბერს მომესჰალა მუცელი და სჰეიდზლება ამის ბრალი იყოს ტესტის უარყოფიტი პასუხი? ტუვინმეს გქონიატ ასეტი სჰემტხვევა გამომეხმაურეტ. მადლობა წინასწარ.
მარიტა
2019-02-08
გამარჯობათ.. ძალიან გთხოვთ რო მიპასუხოთ... იანვრის 13 დან ველოდებოდი ციკლს და არ მომივიდა ... ბავშვი მყავს უკვე 4 თვის და შესაძლებელია რო ორსულად ვიყოო..? ტესტს ვიკეთებ და არაფერს მიჩვენებს...
ციცი
2019-02-06
გამარჯობათ ციკლს ველოდებოდი 28 იანვარს და დგეს უკვე 6 თებერვალია ისევ არ მომსვლია მუცლის ქვედა არესში მუცლის ტკივილს ვგრზნობ წელში ტკივილს მოხრის ადგომის ან ოდნავ უკან გადავიხარო ვგრზნობ ტკივილს რას მეტყოდიით ??????? მადლობა ❤ წინასწარ
Iman
2019-01-30
Gamarjobat var 18 wlis gatxovili vcxovrob shvedetshi menstruacia ori dgi gadamocda risi bralia neta amtvis otxshi velodebodi wina tvis menstruacias mara dekembris 29 momivida am tvesac 28 velodebodi mara gadamicda mirciet rame madloba. Winaswar
ана
2019-01-27
გამარჯობა,1თვის ორსულისთვის სახეზე ლაზერული ეპილაციის გაკეთება რეკომენდირებულია?იქნებ მიპასუხოთ
ტიკო
2019-01-27
gamarjobat var 35 wlis myavs 14 wlis shvili magram ar vrchebi orsulad meoreze risi brali sheidzleba iyos
Mari
2019-01-26
Gamarjoba tina tveshi orjel, mkondaa da am tveshi saertod ar mkonia klimaksis dasatkkisi xoaraa pasuxi gamezit
Eva
2019-01-26
Gamarjoba tina tveshi orjel mkonda am tveshi ar mkonia da klimaksis dasatkidi xoaraaa?pasuxi gamezit
Mariami
2019-01-25
გამარჯობა მაქვს მადის ხვლილებები ანდახან გულის რდვა არანაირი სისხლიანი გამონადენი მგკივა წელიის არესი ქვემოთ გვედი მტკივდება ხშირად
Sofo
2019-01-21
Gmarjobat, var 5-kviris orsuli, 7-dgea gamoandeni maqvs, xan giaferus, xan muqi, maqvs gematomac 9-mmtris, vsvav utrajestans, eqima damibara tvisbolos, magram meshina rom arada Ar miwydeba. Ukve 7-dgea ass var. Ras mirchevt. Rame sagangasho aria?
მარი
2019-01-20
გამარჯობათ გთხოვთ მიპასუხოთ? ციკლს ველოდებოდი 24 იანვარს და მომივიდა 17 ში დილით სულ ოდნავ მოწითალო მწონდა წინა დღით ჭიპის არეში ტკივილი რომ მომივიდა მაგ ღამე გვუან დამეწყო დენა საშინელი ტკივილები მუცლის არეში, თან მარტო ამ თვეში ვცადე დაორსულობა და ასე დამემრთა რისი ბრალი უნდა იყოს? ეხო გავიკეთე და მითხრეს კისტა გასკდაო ეს უკვრ მესამდე დამემრთა
სოფო
2019-01-06
გამარჯობათ რამდენიმე დღე გადამიცდა ციკლიდან, ყველაფერზე ადვილად ვღიზიანდები თითქოს თავბრუსხვევის შეგრძნება მაქ უმნიშვნელოდ სხვა რამე ნიშნები არ შჰემიმჩნევია, შეიძლება რომ ორსულად ვიყო? გთხოვთ გამეცით პასუხი , მადლობა წინასწარ
თიკა
2019-01-05
გამქრჯობათ,წონაში მატებას ვგრძნობ,მუცლის არე მგონია რომ გამეზარდა უფრო ფსიქოლოგიური მომენტი მგონია.ციკლიც გაცილებით მოწესრიგებული მაქვს მაგრამ ორსულობის მეშინია მაინც,როგორ შეილება გავიგო პასუხი ამწუთასაც მაქვს.მადლობა
ანო
2019-01-04
გამარჯობა ორი თვეა ცილკი სულ მიცეება ხან ერთი კვირით 10 დგითაც კი. მაკ გულის რევის შეგრძნებაც და შეიძლება ორსულად ვიყო?
ზვიადი
2019-01-03
გამარჯობა. ვარ არასრულწლოვანი მქონდა შეყვარებულთან სექსი პრეზერვატივის გარეშე. გამოიყო პრეაკულატი, რაზეც ვიცი რომ დაფეხმძიმების 19% არსებობს. როგორ შეიძლება მოვიქცეთ ორსულობის თავიდან ასაცილებლად
Tako
2018-12-22
3 kviraa mensturacia ar maqvs.testi gavikete da uarkofiti iko erti lurji xazi iko.var 30 clis neta risi bralia?iqneb mirhiot rame
ცისა
2018-12-21
გამარჯობათ , ვიღებფი ფემოსტონს 2/10ზე .რითაც ვღებულობდი ციკლს .მამაოს რჩევით შევწყვიტე მიღება წამლების და მივანდე ღმერთს ჩემი შვილოსნობის ამბავი ერთი სირტვით, რათკმაუნდა არ მომივიდა ამ თვეში 1 კვირა გავიდა მაგრაამ მარჯვენა მხარეს მწიწკნის რაღაც :( მაქვს ხშირი შარდვა რატოომღაც . და 10 წუთის დგომის მერე წელი მტკივდება რა შეიიძლება იყოს ?...მადლობთ
ინეზა
2018-12-20
გამარჯობათ.ციკლი არ მაქვს უკვე მეცხრე დღეა ტესტი უარყოფითს მიჩვენებს შესაძლებელია რომ ორსულად ვიყო? ისე ციკლი ნორმალურად მაქვს .ახლა არანაირი შეგრძნება არ მაქვს ძალიან მაინტერესებს და გთხოვთ მიპასუხოთ.წინასწარ დიდი მადლობა
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სექსის ენციკლოპედია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ღის Aura