წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 162918 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბავშვის სქესი მეცნიერული თვალსაზრისით

 

ბავშვის სქესი მეცნიერული თვალსაზრისითსქესობრივი აქტის პროცესში, ქალის საშოში ხვდება 300-500 მილიონი სპერმატოზოიდი.

საშოს მჟავე გარემოში, მათი უმრავლესობა იღუპება და მხოლოდ ყველაზე გამძლე, სუსტი ტუტე რეაქციის მქონე სპერმატოზოიდები ხვდებიან საშოს ლორწოვანაში.

იქ სპერმატოზოიდების მოძრაობის აქტივობა იზრდება, თუმცა სანამ კვერცხუჯრედს მიაღწევენ, მათ უნდა გაიარონ საშოს ღრუ და მოხვდნენ საშვილოსნოს მილში.

ამ გზის გავლას სპერმატოზოიდები დაახლოებით 2 სააათის განმავლობაში ახერხებენ, ხოლო განაყოფიერების უნარს ინარჩუნებენ 2 დღის განმავლობაში.

ქალის კვერცხუჯრედი ყოველთვის არის X ქრომოსომას, ხოლო მამაკაცის სპერმატოზოიდები ორი სახის - X და ქრომოსომას მატარებელი.

თუ კვერცხუჯრედს შეერწყმება Х ქრომოსომას მატარებელი სპერმატოზოიდი, წარმოიქმნება მდედრობითის სქესის ემბრიონი (XX).

ხოლო თუ მასზე ადრე კვერცხუჯრედში შერწყმას მოასწრებს Y ქრომოსომას მატარებელი სპერმატოზოიდი, ჩაისახება მამრობითი სქესის ემბრიონი (XY).

მამაკაცისა და ქალის სქესობრივი უჯრედები - სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები, ატარებენ გენეტიკური მასალის თანაბარ რაოდენობას - თითო სასქესო და 22 სომატიურ (არასასქესო) ქრომოსომას. ამრიგად, როგორც სპერმატოზოიდი, ასევე კვერცხუჯრედი შედგება 23 ქრომოსომისგან.

ამ უჯრედების შერწყმისას, განაყოფიერების პროცესში, ხდება ახალი ადამიანის ინდივიდუალური გენოტიპის ფორმირება - 46 XX ან 46 XY.

სქესის გამსაზღვრა ხდება ორი სასქესო ქრომოსომის შეთავსებით: კომბინაცია XX - ნიშანდობლივია ქალთა სქესისთვის, ხოლო კომბინაცია XY - მამაკაცთა სქესისთვის.

ერთი სიტყვით, მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ - მამაკაცის სპერმატოზოიდი არის ორი ტიპის - X ქრომოსომის და Y ქრომოსომის მატარებელი, ნებისმიერი ქალის კვერცხუჯრედი კი შეიცავს მხოლოდ ერთ - X ქრომოსომას (სხვა სასქესო ქრომოსომა ქალის ორგანიზმში უბრალოდ არ არსებობს).

თუ კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს მამაკაცის X ქრომოსომა - დაიბადება გოგონა, ხოლო თუ Y ქრომოსომა - გაჩნდება ვაჟი.

ასე რომ, მომავალი ბავშვის სქესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცზე და მისი იმედგაცრუება, უკმაყოფილება და პრეტენზიები მეუღლის მიმართ ბავშვის სქესთან დაკავშირებით, ყოვლად მცდარი და უსაფუძვლოა.

ამავე მიზეზით, დაუსაბუთებელია ბავშვის სქესის დაგეგმვის ყველა ის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია მომავალ დედასთან.

ქალს ნებიმიერ ასაკში და ნებისმიერ დიეტაზე ყოფნით შეუძლია მისცეს შვილს მხოლოდ X ქრომოსომა, ხოლო პასუხისმგებლობა მეორე - X ან Y ქრომოსომაზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ბავშვის სქესი - მთლიანად ეკისრება მომავალ მამას.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბავშვის სქესის დაგეგმვის ზოგიერთი მეთოდი ემყარება მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს.

ამას გარდა, ქვემოთ მოყვანილი, ცნობილი და პოპულარული მეთოდების გამოყენებას, აქვს არსებობის უფლება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მათი გამოყენება მართლაც ემთხვევა ბავშვის სასურველი სქესს. 

 

ულტრაბგერითი გამოკვლევა და ნაყოფის სქესი

 

ულტრაბგერითი გამოკვლევა და ნაყოფის სქესიმომავალ დედებს, სურვილი აქვთ რაც შეიძლება მალე გაიგონ მომავალი ბავშვის სქესი და დადგინონ ნაყოფი ვაჟია თუ გოგონა.

ასეთ საშუალებას ორსულებს ულტრაბგერითი გამოკვლევები აძლევს, თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის ძირითადი ამოცანა პირველ რიგში - ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკა, განვითარების ნაკლისა და ანომალიების დადგენაა, აგრეთვე გამოკვლევა, ხომ არ ელის ორსული ტყუპებს, ან კიდევ მეტ ბავშვს.

პარალელურად კი, თუ ნაყოფი სასურველ პოზაში იმყოფება, შესაძლებებლია მისი სქესის დადგენაც.

ბავშვის სქესის განსაზღვრის სიზუსტე, უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე და სპეციალისტის გამოცდილებაზე.

ფეხმძიმობის მე-8 კვირამდე, ემბრიონის გენიტალიების განვითარება არ არის დიფერენცირებული. მათი განვითარების პროცესი სრულდება ფეხმძიმობის მე-10-12 კვირისთვის.

თუმცა, ორსულობის პირველ პერიოდში (მე-12-მე-15 კვირებში ჩატარებული ულტაბგერითი გამოკვლევით) ბავშვის ზუსტი სქესის დადგენა რთულია და შესაძლებელია ცდომილება, ამიტომ ნუ შეაწუხებთ ექიმს ზედმეტი კითხვებით ამ პერიოდის განმავლობაში.

ბავშვის სქესის იდენტიფიცირება შეიძლება უკვე ორსულობის მე-15 კვირიდან, თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის დანადგარის ხარისხიდან და ჩატარებული გამოკვლევის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ნაყოფის სქესის დადგენა უფრო წარმატებულად მე-20 კვირიდანაა რეკომენდებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ჩატარებული გამოკვლევის დროსაც არ არის გამორიცხული შეცდომა. ამიტომ არ შეიძლება ამ ვადებში ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს ბოლომდე ენდოთ.

ბავშვის სქესის გნსაზღვრისათვის, ოპტიმალურ ვადად მიიჩნევა ორსულობის 23-25-ე კვირა. ამ დროს ნაყოფი საკმარისად მოძრავია და მშვიდი, ხოლო სქესობრივი სხვაობა მკაფიოდ გასარჩევია. ამდენად, ულტრაბგერითი გამოკვლევის ექიმ-სპეციალისტს, დაჟინებული მცდელობით, შეუძლია დაადგინოს ვინ არის მომავალი პატარა - ვაჟი თუ გოგონა.

ბავშვის სქესის განსაზღვრა შესაძლოა გართულებული იყოს ნორმალურად მინდინარე ფეხმძიმობის გვიან ვადებზეც (მაგალითად 37-ე კვირიდან), მისი დიდი ზომებისა და ნაკლებად მოძრაობის გამო.

სქესის განსაზღვრას ექიმი ახდენს გენიტალიების საშუალებით. თუ ნაყოფი საკმარისად განვითარებულია, უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, იგი ბიჭია თუ გოგო.

ვაჟის სქესის დადგენა ხდება მისი სათესლე ჯირკვლების (კვერცხების) და სასქესო ასოს აღმოჩენით, ხოლო გოგონასი დიდი სასქესო ბაგეების ვიზუალიზაციის საშუალებით.

ბავშვის სქესის იდენტიფიკაციის დროს, ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ის, რომ ჭიპლარის მარყუჟი, ან ნაყოფის თითები მიჩნევა სასქესო ასოდ.

ზოგჯერ კი, ნაყოფ-გოგონას უვითარდება დიდი სასქესო ბაგეების დროებითი შეშუპება, რომელიც ასევე შეცდომით მიიჩნევა ხოლმე ვაჟის სათესლე ჯირკვლებად (კვერცხებად).

არის შემთხვევები, როცა ნაყოფი „მალავს“ მამაკაცურ ღირსებას მჭიდროდ გადაჭდობილი ფეხებით და თავისი ზედმეტი „სიმორცხვის“ გამო მიიჩნევა როგორც გოგონა.

ბავშვის სქესის დადგენა, ულტრაბგერითი გამოკვლევის გარეშე, გაცილებით ადრეულ ვადებზეცაა შესაძლებელი (მე-7-11 კვირა). ეს ხდება ქორიონის ბიოფსიის საშუალებით.

ამ დროს საშვილოსნოდან წვრილი, სპეციალური ნემსის დახმარებით იღებენ მისი შემადგენლობის მიკროსკოპულ რაოდენობას, ნაყოფის ქრომოსომული ნაკრების განსასაზღვრად.

ამ შემთხვევაში, ემბრიონის სქესის განსაზღვრა შესაძლებელია პრაქტიკულად 100% - იანი გარანტიით. თუმცა მხოლოდ მომავალი ბავშვის სქესის გამოცნობის მიზნით ამ პროცედურის ჩატარება არ ღირს, ეს საფრთხის შემცველია, რადგან არსებობს მუცლის მოშლის მცირე, თუმცა მაინც საფრთხე.

 

ბავშვის სქესის დაგეგმვის ზოგადი მეთოდები

 

სტატისტიკის მოყვარულთათვის ავღნიშნავთ, რომ ყოველ 106 დაბადებულ ვაჟზე მოდის 100 ახალშობილი გოგონა. რატომ მაინცდამაინც 106 - 100-ზე და არა მაგალითად 100-100-ზე, ეს არავისთვისაა ცნობილი და ბუნების ერთ-ერთ საიდუმლოს წარმოადგენს/

არსებობს ბავშვის სქესის დაგეგმვის საკმაოდ ბევრი მეთოდები: ჩესტერმან ფილიფსის, მარტინ იანგის, ერიქსონის, იონას-შულმანის, ელიზაბეტ ველანის, შეტლსის და სხვა...

აგრეთვე: ათასგვარი იაპონური თუ ჩინური ცხრილები და მეთოდები...

ძირითადად, ეს მეთოდები ერთი და იგივე, ქვემოთ ჩამოთვლილ პრინციპებზეა დაფუძნებული:

 

ოვულაცია 

 

ოვულაციაერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური მეთოდია ოვულაციის ვადის გამოთვლა. მეთოდის საფუძველს წარმოადგენს X ან Y ქრომოსომას მატარებელი სპერმატოზოიდების აგებულებისა და თვისებების ფიზიოლოგიური თავისებურებები.

ქალის X ქრომოსომა, მამაკაცის Y ქრომოსომაზე მძიმეა. ამიტომ „ვაჟი-სპერმატოზოიდები“ უფრო მოძრავები არიან, ვიდრე „გოგონა-სპერმატოზოიდები“ და შეუძლიათ შედარებით სწრაფად მიაღწიონ კვერცხუჯრედს.

სამაგიეროდ, „გოგონა-სპერმატოზოიდები“ უფრო სიცოცხლისუნარიანები არიან, განსაკუთრებით საშოს აგრესიულ გარემოში.

განაყოფიერება, შეიძლება მოხდეს მხოლოდ ოვულაციის შემდეგ (საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა).

თუ თქვენ სქესობრივი აქტი ჩაატარეთ ოვულაციამდე 2 დღით ადრე, მეტია გოგონას დაბადების შანსი, რადგან სავარაუდოდ დედის სასქესო მილებში გადარჩება მხოლოდ მტკიცე და ნელა მოძრავი „გოგონა-სპერმატოზოიდები“.

ხოლო თუ სქესობრივი აქტი ჩატარდება ოვულაციის დღეს, ან მაშინვე, ოვულაციის შემდეგ - მეტია ვაჟის დაბადების შანსი, რადგან „ვაჟი-სპერმატოზოიდები“ მკვირცხლები არიან, სწრაფად გაირბენენ სასქესო მილებს და გაანაყოფიერებენ კვერცხუჯრედს.

ამას გარდა, ოვულაციის დროს, საშოში იცვლება გარემო ანუ pH, ოვულაციამდე 2 დღით ადრე საშოში მჟავე გარემოა, ხოლო მამაკაცის Y ქრომოსომები, უფრო მგრძნობიარენი არიან მჟავიანობის მიმართ, ვიდრე ქალის X ქრომოსომები.

(ზოგჯერ საშოში ლიმნის შესხურების მეთოდსაც კი მიმართავენ, რათა გაზარდონ მჟავე გარემო და გოგონას დაბადებას შეუწყონ ხელი).

ოვულაციის დღეს, საშოში მჟავიანობა იკლებს, „ვაჟი-სპერმატოზოიდები“ თავს უკეთ გრძნობენ და აქტიურად ცდილობენ შეასრულონ საკუთარი მისია, ამიტომ ამ დროს ვაჟის დაბადების შანსი გაცილებით მეტია.

ამრიგად: 

»» ვაჟის ჩასახვისთვის - თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან ოვულაციამდე ერთი კვირის განმავლობაში. მეტი შანსია, თუ სქესობრივი აქტი ჩატარდება ოვულაციის წინა დღეს, ოვულაციის დღეს ან ოვულაციის მეორე დღეს.

»» გოგონას ჩასახვისთვის - უკანასკნელი სქესობრივი აქტი უნდა ჩატარდეს ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე.

იმისათვის, რომ გამოყენოთ ეს მეთოდი, აუცილებელია სტაბილური მენსტრუაციული ციკლი და ზედიზედ რამდენიმე ციკლის განმავლობაში გაიზომოთ ბაზალური ტემპერატურა, ან გამოიყენოთ ოვულაციის გამოსათვლელი ექსპრეს-ტესტი, საჭიროა თვალყურის დევნება საშოს სეკრეტის (საშოდან ფიზიოლოგიური გამონადენი) სიბლანტის ცვლილებებზე.

ოვულაციის დადგომის მონაცემებზე დაყრდნობით, 70-85%-ითაა შესაძლებელი ბავშვის სქესის დაგეგმვა და პროგნოზირება.

 

ოვულაციის გამოთვლა და ბაზალური ტემპერატურის გაზომვა

 

ოვულაციის გამოთვლა და ბაზალური ტემპერატურის გაზომვაჩვეულებრივ, ჯანმრთელი ქალის ოვულაცია დგება მენსტრუაციული ციკლის 12-16 დღეს (ციკლის პირველი დღე არის მენსტრუაციის პირველი დღე).

ოვულაციის დღეს ბევრი ქალი გრძნობს უმნიშვნელო ტკივილს მუცლის ქვემოთ და აქვს მსუბუქი ღებინების შეგრძნება.

მოსალოდნელი ოვულაციის ზუსტი თარიღის დასადგენად, 2-3 თვის განმავლობაში იზომება ბაზალური ტემპერატურა და ხდება გრაფიკის შედგენა.

ბაზალური (რექტალური) ტემპერატურა - ეს არის ტემპერატურა, რომელიც იზომება სწორ ნაწლავში.

ოვულაციამდე, ბაზალური ტემპერატურა მერყეობს 36,6-36,8 გრადუსებს შორის. ოვულაციის დღეს ტემპერატურა იკლებს 36,2-36,4 გრადუსამდე, ხოლო მომდევნო დღეს იმატებს 37 გრადუსამდე და ზემოთ.

იმისათვის, რომ ბაზალური ტემპერატურა ზუსტი და ინფორმაციული იყოს, საჭიროა გარკვეული პირობების დაცვა:

»» უნდა გაიზომოს მთელი მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში;

»» დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლიდან აუდგომლად;

»» ერთი და იგივე დროს;

»» ერთი და იგივე თერმომეტრით, რომელიც შედის სწორ ნაწლავში - 4-5 სმ-ით;

»» 5-7 წუთის განმავლობაში;

»» 2-3 მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში;

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და ბაზალური ტემპერატურა

 

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF) 

 

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF)ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ზედმიწევნით ზუსტად იქნას პროგნოზირებული ბავშვის სქესი.

ქალის ორგანიზმიდან აღებულ კვერცხუჯრედს ანაყოფიერებენ სინჯარაში, რის შემდეგაც ვითარდება ემბრიონი და მოცემულ სტადიაზე, შესაძლებელია დადგინდეს რომელ სქესობრივ ქრომოსომებს შეიცავს იგი. თუ მომავალი ბავშვის სქესი მისაღები და სასურველია, ემბრიონი შეჰყავთ საშვილოსნოში.

ასეთი მეთოდი ერთ-ერთი საიმედოა იმ ათასობით წყვილისთვის, რომელთაც ძალიან სურთ და ამა თუ იმ მიზეზთა გამო არ ჰყავთ ბავშვები. მაგრამ სასურველი სქესის ბავშვის ჩასახვისთვის მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან არსებობს რისკის ფაქტორიც.

რისკის მიზეზი ჭარბი რაოდენობის ემბრიონებშია, რომლებიც შეჰყავთ საშვილოსნოში აღნიშნული პროცედურის დროს. ეს კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს სასურველი სქესის თუნდაც ერთი ემბრიონი.

თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძალიან ხშირად სიცოცხლეს ინარჩუნებს არა ერთი, არამედ ერთდროულად ორი, სამი და ზოგჯერ ხუთი ემბრიონიც, რის გამოც ვითარდება მრავალნაყოფიანი ორსულობა და ბავშვები იბადებიან დანიშნულ დროზე ადრე, დაბალი მასით და ოპერატიული წესით (საკეისრო კვეთა).

ასეთი ახალშობილები და მათი დედები იძულებული არიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩნენ სტაციონარში.

გამოსავალს სპეციალისტები ხედავენ საშვილოსნოში მხოლოდ ერთადერთი ემბრიონის შეყვანით - როგორც ხდება ბუნებრივი ჩასახვის დროს.

მსოფლიოს წამყვანი რეპროდუქციული მედიცინის ცენტრების სპეციალისტებმა, მრავალრიცხოვენი გამოკველევების შედეგად დაადგინეს, რომ ამ მეთოდის გზით დაბადებული ბავშვები არ განსხვავდებიან ბუნებრივი გზით დაბადებული ახალშობილებისგან.

 

სისხლის განახლება 

 

სისხლის გამოცვლაბავშვის სქესის დაგეგმვის კიდევ ერთ მეთოდს წარმოადგენს თეორია სისხლის განახლების შესახებ.

მიიჩნევა, რომ სისხლის განახლება მამაკაცის ორგანიზმში ხდება ყოველ 4 წელიწადში, ხოლო ქალის - ყოველ 3 წელიწადში.

შესაბამისად, ამ მეთოდით, ვისი სისხლიც უფრო ახალგაზრდაა ჩასახვის მომენტში, იმ სქესის იქნება ბავშვიც.

გამოთვლის ფორმულა კი ასეთია: მამაკაცის ასაკი (ჩასახვის მომენტისთვის) იყოფა 4-ზე, ხოლო ქალის ასაკი 3-ზე. შემდეგ კი უნდა შედარდეს გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვის მეათედები. სისხლი უფრო ახალგაზრდა აქვს მას, ვისი ნაშთიც უფრო ნაკლები აღმოჩნდება.

ამ გამოთვლის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი, რომელსაც მოჰყვა სისხლის განახლება: სხვადასხვა ოპერაციები, დონორობა, სისხლის გადასხმა, მშობიარობა და ა.შ (ამ დროს სისხლის გამოცვლა ამ მომენტიდან აითვლება).

მეცნიერება არ ცნობს ბავშვის სქესის დაგეგმვის ამ მეთოდს (და სხვა მეთოდებსაც) და თვლის, რომ მათ მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს.

ერითროციტების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 180 დღეა (არა აქვს მნიშვნელობა სისხლი ქალის არის თუ მამაკაცის), სწორედ ამიტომ არ ცნობენ და ეღიმებათ ექიმებს, როცა ამ მეთოდის არსს კითხულობენ.

 

სექსუალური აქტივობა 

 

სექსუალური აქტივობა და ბავშვის სქესიმეცნიერებმა შეამჩნიეს კიდევ ერთი კანონზომიერება - ბავშვის სქესი დამოკიდებულია წყვილის სექსუალურ აქტივობაზე. ამ მეთოდით ბავშვის სქესის დაგეგმვის ალბათობა შეადგენს 45-55%-ს.

დაბალი სექსუალური აქტივობის დროს, მეტია გოგონას ჩასახვის შანსი. სექსუალური აქტისგან თავშეკავების პერიოდში, მამაკაცის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ახდნენ Y ქრომოსომების მატარებელი სპერმატოზოიდების ინაქტიურობას.

ეს ხელს უწყობს უფრო მეტი ქალის X ქრომოსომების დაგროვებას, რომლებიც „ელოდებიან“ ოვულაციას ქალის სასქესო მილებში იმდენად, რამდენადაც მათი სიცოცხლისუნარიანობა სექსუალური აქტის შემდეგ შეადგენს 4-5 დღეს. ამიტომ ამ დროს მაღალია გოგონას ჩასახვის შანსი.

ხოლო თუ სექსუალური კონტაქტები ინტენსიურია და პაუზების გარეშე, მეტი შანსია იაქტიურონ მამაკაცის Y ქრომოსომების შემცველმა სწრაფმა სპერმატოზოიდებმა და შესაბამისად მეტი შანსია ვაჟის ჩასახვისა.

აქვე დავამატებთ, რომ იმ მამაკაცების სპერმატოზოიდებში, რომელთაც ხშირად გადააქვთ სტრესული სიტუაციები, მამაკაცის Y ქრომოსომები იღუპება და რჩება უფრო ამტანი ქალის Х ქრომოსომები. შესაბამისად ამ დროს დიდია გოგონას ჩასახვის შანსი.

ხელსაყრელი პოზები სექსუალური კონტაქტის დროს 

»» 15 წუთით ადრე, სექსუალური აქტის წინ, ქალმა უნდა მიიღოს ვაგინალური აბაზანა ბიკარბონატის ხსნარით - თუ სურს ვაჟი და ლიმონით ან ძმრის ხსნარით - თუ სურს გოგონა;

»» თუ წყვილს სურს ვაჟი - სექსუალური აქტი მენსტრუაციული ციკლის შემდეგ: ქალი წევს მუცელზე, კაცი ზემოდან. ქალმა პირველმა უნდა განიცადოს ორგაზმი.

»» თუ წყვილს სურს გოგონა - სექსუალური აქტი მენსტრუაციული ციკლის შემდეგ: ქალი წევს ზურგზე, მამაკაცი ზემოდან - ქალმა არ უნდა მიიყვანოს აქტი ორგაზმამდე.

 

ბავშვის სქესის არჩევა - შესაძლებელია

 

ფეხმძიმობა და ბავშვის სქესის შეცვლა - ბავშვის სქესის შეცვლა შესაძლებელიაროგორც ცნობილია სპერმატოზოიდები შედგება X ქრომოსომისგან (ასეთი სპერმატოზოიდებით კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად წარმოიქნება მდედრობითი სქესის ემბრიონი) და Y ქრომოსომისგან (ასეთი სპერმატოზოიდებით კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად წარმოიქნება მამრობითი სქესის ემბრიონი).

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს სპერმატოზოიდების განცალკევების მეთოდი - MicroSort მეთოდი დაფუძნებულია უჯრედებში არსებული გენეტიკური მასალის რაოდენობის განსაზღვრაზე.

Y ქრომოსომას შემცველი სპერმატოზოიდი შეიცავს 2,8% - ით ნაკლებ დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა), ვიდრე X ქრომოსომას შემცველი სპერმატოზოიდი.

პროცედურა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

»» დნმ - ის შეფერადება;

»» სპერმატოზოიდების სორტირება დნმ-ის რაოდენობის მიხედვით;

»» X და Y ქრომოსომიანი სპერმის განცალკევება;

მთელი ეს პროცედურა საკმაოდ შრომატევადია, საჭიროა მთელი დღე, რათა დამუშავდეს სპერმის ერთი ნიმუში.

უნდა ითქვას, რომ ასეთი მეთოდიც არ არის ბოლომდე უტყუარი და 100% - იანი შედეგის მომცემი.

საცდელი ნიმუშების გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ გოგონების ჩასახვაზე პასუხისმგებელი ქრომოსომები აღმოჩნდნენ უფრო „დამჯერენი“ და X ქრომოსომების რაოდენობა სპერმატოზოიდებში შეადგენდა 85%-ს, მაშინ როცა ვაჟები აღმოჩნდნენ უფრო „ჯიუტები“ და Y ქრომოსომების შემცველი უჯრედების მაქსიმალური რაოდენობა სპერმატოზოიდებში შეადგენდა მხოლოდ 65%-ს.

ამ პროცესის შემდეგ, სპერმის ამა თუ იმ ფრაქციის საშუალებით შესაძლებელია კვერცხუჯრედის განაყოფიერება და მშობლების შეკვეთით სასურველი სქესის ბავშვის დაბადება.

ეს მეთოდი არ არის ისეთი ბრწყინვალე და უსაფრთხო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან არ არსებობს სპერმის სელექციის სრული უსაფრთხოების საბოლოო მონაცემები. საქმე იმაშია, რომ სპერმატოზოიდების განცალკევების დროს გამოიყენება ფლუორესცენტური გამოსხივება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის გენის მუტაცია.

მეორე პრობლემა უფრო ეთიკურია, რადგან კაცობრიობა არ არის მზად თავად განსაზღვროს და აქტიურად არეგულიროს შთამომავლობის სქესი. ამას გარდა ბევრი თვლის, რომ ეს ღმერთის წმინდათ-წმინდა უფლებებში ჩარევაა და არ ღირს ამის გაკეთება.

ზოგადად ამ მეთოდს მიმართავენ წყვილები, რომლებიც დგანან რისკის წინაშე, დაიბადოს ისეთი გენეტიკური დაავადების მატარებელი ბავშვი, რომელიც აზიანებს მხოლოდ განსაზღვრული სქესის ნაყოფს (მხოლოდ ვაჟს, ან მხოლოდ გოგონას).

 

ბავშვის სქესის დადგენა ტესტით

 

ბავშვის სქესის დადგენა ტესტითდღესდღეობით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ულტრაბგერითი გამოკვლევის გარეშე ბავშვის სქესის დადგენის მეთოდები.

ასეთი მეთოდები უამრავია: სისხლის შემდგენლობით, ჩასახვის თარიღით, იაპონური და ჩინური ცხრილებითა და კალენდრებით, გარეგნული იერის ცვლილებებით, მთვარის კალენდარი, ხალხური მეთოდები და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეთოდი ზოგჯერ ამართლებს კიდეც, ისინი სუბიექტურია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება ხოლმე.  ამიტომ არ ღირს მხოლოდ ამ მეთოდებზე დაყრდნობა.

დღესდღეობით არსებობს სანდო მეთოდები, რომლებიც გამყარებულია ხანგრძლივი სამედიცინო პრაქტიკით და გამოირჩევა მაღალი უტყუარობით (90%-ზე მეტი). ამ მეთოდების დახმარებით პრაქტიკულად შეუცდომლადაა შესაძლებელი ბავშვის სქესის დადგენა ულტრაბგერითი გამოკვლევის გარეშე. ეს მეთოდებია:

1. სისხლის ანალიზი დნმ-ზე;

2. ბავშვის სქესის ტესტი შარდის მიხედვით;

3. ინდივიდუალური ხელსაწყო "Maybe Baby“

1. პირველი მეთოდი - სისხლის ანალიზი დნმ-ზე - ტარდება ლაბორატორიულ პირობებში, ბავშვის ჩასახვიდან 6-7 კვირის შემდეგ და დგინდება დედის სისხლში მამაკაცის Y ან ქალის X ქრომოსომას არსებობა. საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა და სარწმუნო ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დრო (4-5 დღე).

2. მეორე მეთოდია - მაღალტექნოლოგიური და აბსოლიტურად უსაფრთხო პროდუქტი - ბავშვის სქესის დასადგენი ტესტი. ამ ტესტის ჩატარება, ისე როგორც ფეხმძიმობის ტესტისა, მარტივია და შესაძლებელია სახლის პირობებში, შედეგის მიღებაც მაშინვეა შესაძლებელი.

ტესტი იყენებს დაპატენტებულ ქიმიური რეაგენტების ნარევს, რომელსაც შეუძლია გამოჰყოს გარკვეული ჰორმონები ორსულის შარდში.

ტესტის ნაკრები შეიცავს: პატარა ჭიქას ორსულის შარდისთვის, შპრიცს ნიმუშის გადასატანად და დაბეჭდილ კონტეინერს ქიმიური რეაგენტით.

ქიმიური რეაგენტი ერევა შარდში, შედის მასთან რეაქციაში და იძლევა ფერადოვან შედეგს ბავშვის სქესის განსასაზღვრად.

პროცესის დასრულების შემდეგ, რეაგენტის შარდში შერევით მიღებული ფერი, უნდა შეადაროთ ტესტის ეტიკეტზე დატანილ, შედეგის გამსაზღვრელ შკალას.

თუ შარდი გახდა მწვანე - ნიშნავს რომ ნაყოფი ვაჟია, ხოლო თუ ნარინჯისფერი - ნაყოფი გოგონაა.

3. არსებობს ბავშვის სქესის გამოცნობის კიდევ ერთი ტესტი - ინდივიდუალური ხელსაწყო Maybe Baby, რომელიც ძალიან პოპულარულია და მისით სარგებლობს მილიონობით ქალი მთელს მსოფლიოში.

"Maybe Baby“ წარმოადგენს მინი მიკროსკოპს, რომელიც ქალის ტუჩის პომადის ფორმისაა და მისი გამოყენება მარტივად შეიძლება სახლის პირობებში ქალის ნერწყვის ერთი წვეთის გამოკვლევით.

მისი გამოყენება რეკომენდებულია:

»» წყვილებისთვის, რომელთაც სურთ ყავდეთ ბავშვები;

»» წყვილებისთვის, რომელთაც არ სურდეთ ყავდეთ ბავშვები;

»» წყვილებისთვის, რომელთაც სურთ ყავდეთ ბავშვები, მაგრამ გააჩნიათ პრობლემები და სურვილი აქვთ გაიგონ, როდისაა ყველაზე შესაძლებელი ოვულაცია;

»» წყვილებისთვის, რომელთაც სურთ დიდი სიზუსტით დაადგინონ მომავალი ბავშვის სქესი;

»» ქალებისთვის, რომელთაც აქვთ არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი;

»» წყვილებისთვის, რომელთაც სურთ ინტიმი სტრესული სიტუაციების გარეშე;

»» ქალებისთვის, რომელთაც არ სურთ ქიმიური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება და ტანჯავთ მათგან გამოწვეული უარყოფითი ეფექტი;

Maybe Baby - ით მიღებული შედეგები გამოირჩევა მაღალი სიზუსტით - 93-97%.

 

ბავშვის სქესის დაგეგმვა დიეტით

 

ბავშვის სქესის დაგეგმვა დიეტითმეთოდის არსი მდგომარეობს ბავშვის ჩასახვამდე 2 თვით ადრე, წყვილების მიერ, გარკვეული დიეტის დაცვში.


კვების რაციონი, რომელიც ხელს უწყობს გოგონას ჩასახვას:


ყველა სახეობის თევზი;

ხორცი (მხოლოდ მცირე რაოდენობით);

კვერცხი;

მარცვლოვანი კულტურები;

ნებისმიერი ბოსტნეული (შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ კარტოფილი);

ხილი (არ შეიძლება: გარგარი, ბანანი, ქლიავი, ბალი, მოცხარი და ფორთოხალი);

გამოცხობილი პროდუქტები მხოლოდ  საფუარის გარეშე;

არაქისი, თხილი, ნუში;

სხვადასხვა ბალახები, სუნელები და სანელებლები;

ტკბილეულიდან: თაფლი, შაქარი, მურაბა და შოკოლადი;

სასმელებიდან: ჩაი, ყავა, კალციუმის შემცველი მინერალური წყლები, კაკაო;


კვების რაციონი, რომელიც ხელს უწყობს ვაჟის ჩასახვას:


ნებისმიერი ჯიშის ხორცი (შესაძლებელია ძეხვეულიც);

თევზი (მხოლოდ მცირე რაოდენობით);

პური;

მარცვლოვანი პროდუქტები;

სხვადასხვა ბოსტნეული: კარტოფილი, სოკო და სხვადასხვა პარკოსნები;

ნებისმიერი ხილი (უპირატესად: ფორთოხალი, ბალი, გარგარი, ბანანი, ატამი);

ჩირი (კურაგა, შავი ქლიავი, ფინიკი);

სასმელებიდან: სოდის შემცველი მინერალური წყლები, სხვადასხვა ხილის წვენები, ყავა;

შესაძლებელია კონსერვები, მარილიანი და საფუარის შემცველი პროდუქტები;

 

ასაკში სხვაობის გავლენა ბავშვის სქესზე

 

ასაკში სხვაობის გავლენა ბავშვის სქესზეთავდაპირველად ბრიტანელი, ხოლო შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერების მიერ ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის საშუალებითაც ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოჯახებში, სადაც ქმარი შესამჩნევად უფროსია ცოლზე, პირველი ბავშვი დიდი ალბათობით იქნება ვაჟი და პირიქით, იმ ოჯახში, სადაც ცოლი უფროსია ქმარზე, დიდია შანსი, რომ პირველი ბავშვი იქნება გოგონა.

საიტერესოა, რომ ეს კანონზომიერება ვრცელდება მხოლოდ პირველ ბავშვებზე.

სტატისტიკურმა გამოკვლევებმა მართლაც აჩვენეს, რომ 80 ოჯახში, სადაც ქმარი უფროსი იყო ცოლზე (5-17 წლით), შესაბამისობა პირველდაბადებულ ვაჟსა და გოგონას შორის იყო ასეთი - 55/25 - ზე, მაშინ როცა გამოკვლეული 60 ოჯახიდან, სადაც ცოლი უფროსი იყო ქმარზე (1-9 წლით) დაიბადა 42 გოგონა და 18 ვაჟი.

გარდა ამისა, მეცნიერებმა გამოიკვლიეს ინგლისისა და უელსის მრავალი ოჯახის ისტორია 1911-1952 წლებში და აღმოაჩინეს ასეთივე შეფარდება მეუღლეების ასაკსა და პირველი ბავშვის სქესს შორის. მიახლოებით იგივე შედეგები აჩვენა სხვა ქვეყანაში ჩატარებულმა სტატისტიკურმა კვლევებმაც.

ასე რომ, თუ ვენდობით ბრიტანელ და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, იმ მამაკაცებს, რომელთაც ძალიან სურთ ყავდეთ ვაჟი, მართებთ ოჯახის შექმნის მიზნით აირჩიონ ახალგაზრდა მეუღლე, ხოლო იმ ქალებს, რომლებიც ოცნებობენ გოგონაზე, საკუთარი ცხოვრება ასაკით უმცროს მამაკაცებს უნდა დაუკავშირონ.

ამ ფენომენის ახსნის მცდელობა, ბიოლოგური თვალსაზრისით, ჯერ-ჯერობით უშედეგოა, თუმცა შესაძლოა ესა თუ ის ცვლილება ასაკში, იწვევს შესაბამისი სქესის ემბრიონების ნაადრევი განადგურების მაღალ სიხშირეს.

 

ბავშვის სქესის გამოცნობის ხალხური მეთოდები

 

ბავშვის სქესის გამოცნობის ხალხური მეთოდებიბავშვის სქესის პროგნოზირებისა და დაგეგმვის თანამედროვე მეთოდები ცნობილი გახდა მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან.

ამ პერიოდამდე, მომავალი დედები საკუთარი ბავშვის სქესის წინასწარ გამოცნობასა და დაგეგმვას ხალხური ნიშნებით, მეთოდებითა და რეკომენდაციებით ცდილობდნენ.

ფაქტია, რომ ბავშვის სქესის გამოცნობის ხალხური მეთოდები ჩვენს დრომდე ვერ მოაღწევდა, რომ არა ამ მეთოდებისა და მიღებული შედეგების დამთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არსებობს ბავშვის სქესის დადგენის თანამედროვე მეთოდები, მაინც საინტერესო და სახალისოა შევადაროთ, ემთხვევა თუ არა ისინი ხალხურ მეთოდებს.

მაშ ასე:

მომრგვალებული ფორმის მუცელში იმყოფება გოგონა, ხოლო წაგრძელებული, მახვილი ფორმის მუცელში - ვაჟი;

თმების გაძლიერებული ზრდა ქვედა კიდურებზე - ვაჟის ნიშანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაყოფი გოგონაა;

როგორც ცნობილია - ნაყოფის გულისცემა გაცილებით სწრაფია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა და შეადგენს დაახლებით 120-160 დარტყმას წუთში (შედარებისთვის - ზრდასრული ადამიანის გულისცემა დაახლებით 60-80 დარტყმაა წუთში). თუ ნაყოფის გულისცემა უფრო სწრაფია - ბავშვი - გოგონაა, წინააღმდეგ შემთხვევაში - ვაჟი.

თუ ქალებს ორსულობის დროს ფეხები უშუპდებათ, ნაყოფი ვაჟია;

თუ ქალი მთელი ორსულობის განმავლობაში ინარჩუნებს სილამაზეს ან მშვენიერდება  - ნაყოფი ვაჟია, თუ პირიქით, დროებით უშნოვდება - გოგონა;

თუ მომავალი დედა მიირთმევს ბევრს და ხშირად, ნაყოფი ვაჟია, წინააღმდეგ შემთხვევაში გოგონა;

თუ ორსულის გული აქტიურად ცემს - ნაყოფი ვაჟია, წინააღმდეგ შემთხვევაში - გოგონა;

თუ მომავალ დედებს ეყინებათ ფეხის ტერფები - ნაყოფი ვაჟია;

თუ ცოლს უყვარს ქმარი უფრო ძლიერად, ვიდრე ქმარს ცოლი, დაიბადება გოგონა, თუ პირიქით - ვაჟი;

თუ მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს შემოტმასნილ საცვლებს, დაიბადება ვაჟი, ხოლო თუ ატარებს თავისუფალ საცვლებს - დაიბადება გოგონა;

თუ მძინარე დედის თავი მიმართულია ჩრდილოეთისკენ - ნაყოფი ვაჟია, ხოლო თუ სამხრეთისკენ, ნაყოფი გოგონაა;

თუ მომავალი დედა უპირატესობას ანიჭებს პურის კანს (ქერქს) - ნაყოფი იქნება ვაჟი, ხოლო თუ პურის რბილ ნაწილს - ნაყოფი გოგონაა;

თუ ორსულობის დროს კანი ხელებზე შრება და სკდება - ნაყოფი ვაჟია;

თუ ორსულობის დროს მომავალ დედას იზიდავს ტკბილეული - ნაყოფი გოგონაა, ხოლო თუ იწევს მარილიანი, მჟავე, ხორციანი და ყველიანი პროდუქტებისკენ - ნაყოფი ვაჟია;

თუ ორსულობის დროს მომავალი დედის ცხვირმა ოდნავ დაკარგა რელიეფურობა - ნაყოფი ვაჟია;

თუ ორსულის მუცლის წვერი მიმართულია მარჯვნივ - ნაყოფი ვაჟია, თუ მარცხნივ - ნაყოფი გოგონაა;

თუ ორსულის ძუძუს კერტების დვრილები გამუქდა - ნაყოფი გოგონაა, თუ გაღიავდა - ნაყოფი ვაჟია;

თუ მუცლად ყოფნის დროს ნაყოფი დედას ღვიძლზე „ურტყამს“ - ნაყოფი ვაჟია, ხოლო თუ შარდის ბუშტზე - ნაყოფი გოგონაა;

თუ ორსულს აქვს ძლიერი ტოქსიკოზი ფეხმძიმობის დასაწყისში - ნაყოფი ვაჟია, თუ ტოქსიკოზი საერთოდ არ აქვს, ან იგი სუსტია - ნაყოფი გოგონაა;

თუ ზრდის პროცესში მუცელზე გამოვლინდა ზედმეტი თმები - ნაყოფი ვაჟია, თუ გამოვლინდა პიგმენტური ლაქები - ნაყოფი გოგონაა;

თუ ორსულობის პირველ ტრიმესტრში მომავალ დედას აჟრჟოლებს და ამცივნებს - ნაყოფი გოგონაა, ხოლო თუ ახურებს და აქვს სულის ხუთვის შეგრძნება - ნაყოფი ვაჟია;

მარცხენა ხელისგულს ზემოთ ან ორსულის მუცლის ზემოთ დაიჭერენ გრძელ ძაფზე გამობმულ ბეჭედს. თუ ბეჭედმა დაიწყო წრიული მოძრაობა - ნაყოფი გოგონაა, თუ სწორხაზოვანი - ნაყოფი ვაჟია;

თუ მომავალ დედას ორსულობის პროცესში აღიზიანებს მამაკაცები (პირველ რიგში ქმარი) - ნაყოფი გოგონაა;

თუ პირველი ბავშვი პირველ სიტყვას ამბობს - „დედა“ - ნაყოფი გოგონაა და პირიქით;

თუ მომავალი დედის შარდი მუქი ყვითელია - ნაყოფი ვაჟია, თუ შარდი ღია ყვითელია - ნაყოფი გოგონაა;

თუ მომავალ დედა ძინავს მარჯვენა გვერდზე - ნაყოფი გოგონაა, თუ ძინავს მარცხენა გვერდზე - ნაყოფი ვაჟია;

თუ მარცხენა სარძევე ჯირკვალი დიდია მარჯვენაზე - ნაყოფი გოგონაა და პირიქით;

თუ მომავალი დედა სარკეში ერთი წუთის განმავლობაში უყურებს საკუთარ თავს და არ უდიდდება თვალის გუგები - ნაყოფი გოგონაა, თუ გუგები იწყებს გაფართოებას - ნაყოფი ვაჟია;

თუ მომავალ დედას ესიზმრება ვაჟის სათამაშოები (თოფები, მანქანები, თვითმფრინავები და ა.შ) - ნაყოფი ვაჟია;

ნაყოფის სქესი იქნება იმ პარტნიორის სქესის საპირისპირო, რომელიც უფრო მეტად აქტიურობს ჩასახვის პროცესში;

თუ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში მომავალი დედის ქმედებები ნერვოზულია - ნაყოფი გოგონაა, ხოლო თუ ფეხმძიმეს თავი მშვიდად უჭირავს - ნაყოფი ვაჟია;

თუ მომავალ დედას ეტყვით გაჩვენოთ ხელები და იგი მათ გაჩვენებთ ხელისგულებით ქვემოთ - ნაყოფი ვაჟია, ხელისგულებით ზემოთ - ნაყოფი გოგონაა;

ქერის და ხორბლის მარცვლები უნდა გაიჟღინთოს ორსულის შარდით - თუ უფრო სწრაფად აღმოცენდება ქერი - ნაყოფი ვაჟია - თუ უფრო სწრაფად აღმოცენდა ხორბალი - ნაყოფი გოგონაა;

თუ მომავალი დედა ორსულობის პერიოდში დაბნეულია და აქვს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა - ნაყოფი ვაჟია, ხოლო თუ ორსული გრაციოზული და ძალიან ყურადღებიანია - ნაყოფი გოგონაა;

თუ მომავალი დედა მიირთმევს ერთ ლებან ნიორს და მისგან სუნი არ მოდის - ნაყოფი გოგონაა, თუ სუნი იგრძნობა - ნაყოფი ვაჟია;

თუ მომავალი დედა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს დამალოს საკუთარი ორსულობა - ნაყოფი გოგონაა, ხოლო თუ იგი თამამად ცდილობს თავისი მუცლის სიმრგვალის წარმოჩენას - ნაყოფი ვაჟია;

და სხვა :)

 

პს


ბავშვის სქესის დაგეგმვა და გამოთვლა უნდა წარმოადგენდეს თქვენთვის გართობას. არ შეიძლება გინდოდეს ვაჟი ან გოგონა. უნდა გინდოდეს ჯანმრთელი ბავშვი!

გახსოვდეთ, რომ არც ექიმი და არც ულტრაბგერითი გამოკვლევა არ წყვეტს პატარას სქესს. მთავარია, ჩასახვის პირველივე დღიდან გიყვარდეთ არსება, რომელიც თქვენს წიაღში იმყოფება.

იგი მალე იხილავს დღის სინათლეს და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში, მიუხედავად იმისა, ვაჟი იქნება თუ გოგონა, თავი ბედნიერად და დაცულად იგრძნოს.

ფეხმძიმობა და ბავშვის სქესი

 

იხილეთ: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

იხილეთ: ყველაფერი ბავშვის განვითარების შესახებ

 
 
 

უკან

კომენტარები
Eka
2017-02-24
Minda myavdes bichi da shegidzliat gamomitvalot?minda martshi davrche pexdzimed,chemi dabadebis ricvxvia 26 11 1988,meughlis 08 02 1989,madloba winaswar da tu aisaxeba bavshvis skesze sisxlis jgupi? Chem meughles akvs mesame uaryopito
მაკა
2017-02-20
დავიბადე 1978წლის 31 აგვისტოს,მეღლე 1975 წლის 3 მარტი.რომელ წელს გვეყოლება ბიჭი?
ნატო
2017-02-17
გამარჯობა გთხოვტ გამოთვალოთ როდის მეყოლება ბიჭი დავიბადე 1993, 20 ივლისი, მეუგლე 1983 ,25 მარტი
123
2017-02-13
გამარჯობატ კველას წარმატებებიი მეც მინდა ბიწის გაჰენა 1985 26 ოქტომბერიი მეუგლე 1976 5 ოქტომბერიიი ...აბ ჰემიც გამოტვალეტ
შორენა
2017-02-10
დავიბადე 1987 17 მაისსს.მეუგლე 1985 30 აგვისტო ბიჭის გაჩენა როდის მომიწევს
თამუნა
2017-01-17
გამარჯობა,მე ვარ 1990,24.01 ში დაბადებული,ქმარი კი 1987,17.04.ჩასახვის თვე დეკემბერი,ვინ მეყოლება?მადლობა წინასწარ
თეონა
2017-01-14
გამარჯობა<ვარ 26წლის<მეუგლე @
ინგა
2017-01-05
მე დავიბადე 1986 2 იანვარს მეუგლე 1982 წლის 9 აგვისტოს იქნებ დამეხმაროთ დზალიან მინდა ბიჯი მადლობტ წინასწარ
იაკო
2017-01-04
მიახლოეებიტ მიანგარისჰეტ როდის მეყოლება ვაჯი, მე 1983 21 მარტი,მეუგლე1982 3 ივნისი,მადლობა ცინასცარ
ქეთი
2017-01-03
ძალიან კარგი სტატიაა. მომეწონა. ბევრი რამეც გავიგე სასარგებლო :-)
ლანკა
2016-12-23
ძალიან მომწონს თქვენი საიტი. ყველა სტატია წავიკითხე და გაცილებით იმედიანად ვარ. მივხვდი, რომ სქესის ზუსტად გამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ იქნებ მიახლოებით მითხრათ?
22 /03/2016 გავხდი 21 წლის.
ქმარი 15/02/2016 გახდა 34 წლის.
ბავშვი ჩაისახა სექტემბერში :-)
მადლობა წინასწარ.
თამარი
2016-12-19
#ლიკა სავარაუდოდ ბიჭი,მაგრამ სქესს მხოლოდ xy ქრომოსომები განსაზღვრავენ და არა თვეები ან წლები.
წარმატებები და ბედნიერი ორსულობა საყვარელო.
ლიკა
2016-12-19
1 .05.2016 გავხდი 31 ცლის.კმარი 24. 06.2016 გახდა 36 ცლის.ბავსვი ცაისახა 2016 ცლის ნოემბერსი.გტხოვტ დამეხმარეტ სკესის გამოტვლასი.
ნინი
2016-12-11
გამოთვლით შეგიცლიათ დამეხმაროთ 1986 19 სექტემბერი მეუგლე 1978 2 იანვარი
meri
2016-12-09
Hemi dab celi 1985 16ivlisi meuglis 1979 10 agvisto rodis mekoleba bihi
ეკა
2016-12-09
გამარჯობათ.დავიბადე 1996,25ოქტომბერს.მეუგლე 1987,16მარტს.ვარ 39 კვირის.
qeti
2016-10-28
davibade 1985 clis 18 tebervals meugle 1986 clis 11 dekembers gtxovt gamomitvalot romel cels meyoleba gogo.
ნათია
2016-10-28
დავიბადე 1987წლის29 აპრილს მეუღლე დაბადებულია 1984 ცლის 16 სექტემბერს გთხოვთ გოგო როდის მეყოლება
ნათია
2016-10-28
ვის მივმართო
ნატია
2016-10-28
ვინ გამომიტვლის?
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

სწრაფი სესხები


თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა