წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 8492 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ორსულობა და ჰემოროი (ბუასილი)ჰემოროი (ეგრეთ წოდებული ბუასილი) სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. პროქტოლოგების სტატისტიკით, სწორ ნაწლავთან დაკავშირებული მომართვების 40% სწორედ ამ დელიკატურ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი დიდი მეგაპოლისების მაცხოვრებლების 80% იტანჯება ჰემოროით. განსაკუთრებით დიდია ამ დაავადების რისკი ორსულ ქალბატონებში.

ჰემოროი (ლათინურიდან ითარგმნება როგორც - სისხლდენა) არის დავადება, რომელიც წარმოიქმნება უკანა ტანთან განთავსებული ვენური წნულის (კავერნოზული სხეულები) სისხლით გადავსებით. სწორედ ამ გაფართოებულ და შეცვლილ ვენებს ეძახიან ჰემოროიდულ კვანძებს.

სისხლით გადავსებულ ჰემოროიდული ვენებში სისხლის უძრაობას განაპირობებს უძრავი ცხოვრების წესი.

ხანგრძლივად მჯდომი ადამიანი, საკუთარი სხეულიდან გამოყოფილი სითბოთი ათბობს საჯდომს, რის შედეგაც ფორმირდება რაღაც სათბურასმაგვარი (სითბოს წყარო), რომელიც სასათბურე პირობებს უქმნის ჰემოროიდულ კვანძებს. შედეგად ისინი იზრდება და „მწიფდება“ უფრო დიდი სიჩქარით.

თუ ამას დავუმატებთ არასწორ, არარაციონალურ და არარეგულარულ „ფასტფუდებით“ კვებას, რასაც მოსდევს კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლის ფარული თუ ხილული პრობლემები, აგრეთვე ზედმეტ კილოგრამებს, ეს ყველაფერი ერთობლიობაში იწვევს ქრონიკულ შეკრულობას. აქედან ჰემოროიმდე კი ერთი ნაბიჯია.

შესაძლოა ჰემოროი გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი, თანდაყოლილი ვენების უკმარისობით. 

სისხლის უძრაობას მცირე მენჯის ვენებში ასევე ხელს უწყობს ზოგიერთი მედიკამენტები, ორალური კონტრაცეპტივები, სასაქმებლების ხშირი მიღება, ალკოჰოლური სასმელების ბოროტი გამოყენება, სიმძიმეების აწევა, ზოგიერთი სპორტის სახეობა: ცხენოსნობა, ველოსპორტი, ავტო და მოტო სპორტი, ნიჩბოსნობა.

 

ჰემოროის (ბუასილის) სახეები

 

ჰემოროის (ბუასილის) სახეებიწარმოშობის მიზეზებზე დამოკიდებულებით, პროქტოლოგები გამოყოფენ ორი ჯგუფის - პირველად და მეორად ჰემოროის.

პირველადი ჰემოროი - ვითარდება ყველა ზემოთჩამოთვლილი ცხოვრებისეული მომენტების ფონიდან გამომდინარე.

ჰემოროი, რომელიც პირველად დაემართათ ქალებს ორსულობის ან მშობიარობის შემდეგ, ასევე მიეკუთვნება პირველად ჯგუფს.

მეორადი ჰემოროი - რაც შეეხება მეორად ჰემოროის, ამ შემთხვევაში იგი ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რადგან შეიძლება იყოს ღვიძლის ცეროზის, ზოგიერთი მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, სხვადასხვა სიმსივნური პროცესების, მცირე მენჯის ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგი.

ჰემოროის განვითარება ძალიან წააგავს სწორი ნაწლავის სხვადასხვა სახის დაავადებებს, მათ შორის ონკოლოგიურ დაავადებებს.

რაც შეეხება ყველაზე მტკივნეულ მომენტს ჰემოროის დროს - ჰემოროიდულ კვანძებს, იგი შეიძლება იყოს ორი სახის:

შიდა ჰემოროიდული კვანძები - წარმოიქმნება სწორი ნაწლავის შიგნით, ამიტომ იგი არ ჩანს უბრალო გამოკვლევის შედეგად. პაციენტში ასეთი კვანძები იწვევს სიცხის შეგრძნებას, ქავილს, ტკივილი გადაეცემა ზურგის და გავის მიდამოებში.

არც თუ ისე იშვიათად, სისხლდენა შიდა ჰემოროიდული კვანძების შემთხვევაში უფრო უხვია, ვიდრე გარე ჰემოროიდული კვანძების შემთხვევაში. ხშირად ასეთი კვანძების შედგად ვითარდება ანემია.

გარე ჰემოროიდული კვანძები - განთავსებულია უშუალოდ ანუსის შიგნით. ხშირად ვარდება გარეთ, რაც ართულებს დეფეკაციის (ნაწლავების დაცლის პროცესს) მნიშვნელოვანი ტკივილის გამო.

 

როგორ მოქმედებს ორსულობა ჰემოროიზე

 

როგორ მოქმედებს ორსულობა ჰემოროიზეროგორც წესი, თუ ჰემოროი წარმოიქმნა ორსულობის ფონზე, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაავადება არ ვლინდება და ფეხმძიმე ქალბატონს არაფერი არ აწუხებს. ჰემოროიდული კვანძების აღმოჩენა ხდება მოულოდნელი და სამწუხარო სიურპრიზი ჩვეულებრივი პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს.

თუ ჰემოროი დაკავშირებულია ორსულობასთან, უფრო ხშირად მისი ფორმირება ხდება ფეხმძიმობის მეორე ნახევარში, ხოლო მშობიარობამ შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს იგი.

მაშინაც კი, თუ მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ჰემოროი არაფრით გამოვლინდა და არანაირი პრობლემები არ შეუქმნა ორსულს, მშობიარობას შეუძლია გამოიწვიოს დაავადების მკვეთრი პროვოცირება. რაც უფრო ხანგრძლივია მშობიარობის პროცესი, მით უფრო მაღალია ჰემოროის გამწვავების რისკი და მით უფრო გამოხატულია დაავადება.

სტატისტიკურად, ქალებს, რომელთაც ერთხელ მაინც უმშობიარიათ, 5-ჯერ მეტად აწუხებთ ეს დაავადება, ვიდრე მათ, რომელთაც ჯერ არ გაუჩენიათ ბავშვი.

ეს ფაქტი აიხსნება მენჯის ფსკერზე და პირველ რიგში ჰემოროიდულ ვენოზურ კვანძზე გადიდებული საშვილოსნოს დაწოლით, რომელიც შეთავსებულია ორსულობის პერიოდში ხშირ კუჭის შეკრულობასთან.

მშობიარობის პროცესში, მცირე მენჯის გავლის დროს, ახალშობილის თავით ხდება დაწოლა სხვადასხვა ორგანოებზე და ქსოვილებზე. ხდება ვენური სადინარის დარღვევა მცირე მენჯის არეში. შედეგად კი არსებულ კვანძები იზრდება, იღებს უფრო სქელ კონსისტენციას და იცვლის ფერს (წითლდება და ლურჯდება კიდეც).

ამგვარად, თავად მშობიარობის მექანიზმმა შეიძლება გაამწვავოს უკვე მანამდე არსებული ჰემოროი, მოახდინოს შიდა კვანძების გამოვარდნის პროვოცირება და მათი დახეთქვაც კი.

დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდ როლს თამაშობს ჰორმონალურ წყობა და გარდაქმნები ახალგაზრდა დედის ორგანიზმში.

ორსულობის და შესაბამისად მშობიარობის რაოდენობა, ასევე ორსულის ასაკი, გავლენას ახდენს ჰემოროის განვითარების რისკის ფაქტორზე.

ოცი წლის ქალებში, რომლებიც აჩენენ პირველ შვილს, ეს დაავადება 3-ჯერ უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე 30 წელს გადაცილებულ ქალბატონებში.

 

ჰემოროის (ბუასილის) განვითარების 4 სტადია

 

ჰემოროის (ბუასილის) განვითარების 4 სტადიაპირველი სტადია - ჩნდება დისკომფორტის შეგრძნება უკანა ტანის მიდამოში. ნაწლავების დაცლა მტკივნეულია ან ახასიათებს ნაკლებად გამოხატული სისხლდენა.

დეფეკაციამდე შესაძლებელია სიმძიმის შეგრძნება, დეფეკაციის დროს აღინიშნება ჩხვლეტის შეგრძნება, ხოლო დეფეკაციის შემდეგ ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება.

გამოკვლევისას, უკვე აღინიშნება ჰემოროიდული კვანძები, თუმცა ამ სტადიაში კვანძები გარეთ არ გამოდის. სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი გაწითლებული და გაღიზიანებულია, წვრილი სისხლძარღვები კი გაფართოებულია.

მეორე სტადია - ჰემოროის განვითარების მეორე სტადიაში შეგრძნებები იგივეა, რაც პირველი სტადიის დროს, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს ემატება ქავილი, გამონადენი, გაჭიანურებული ტკივილები ანალური ხვრელის მიდამოებში.

შესაძლოა ამ ტკივილებმა მოიცვას წელის ქვედა ნაწილი და გავის ძვალი.

ამ სტადიაზე დეფეკაციის შემდეგ ხდება ჰემოროიდული კვანძების პერიოდული გამოვარდნა, ხშირად ისინი თავისთავად ალაგდება და უბრუნდება საწყის მდგომარეობას.

მესამე სტადია - პრობლემები და შეგრძნებები იგივეა რაც მეორე სტადიის დროს, იმ განსხვავებით, რომ ყველა მტკივნეული გამოვლინებები გაცილებით ძლიერდება.

ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა მესამე სტადიაში გაცილებით ხშირია და მეორე სტადიისგან განსხვავებით თავისით არ ლაგდება და არ უბრუნდება საწყის მდომარეობას. საჭიროა კვანძების ხელით მიმართვა და შებრუნება ანალურ ხვრელში.

მეოთხე სტადია - ყველაზე რთული და საშიში სტადიაა. გარდა იმისა, რომ ახასიათებს ღრმა ტკივილი, პრაქტიკულად შეუძლებელია გამოვარდნილი ჰემოროიდული კვანძების მართვა და ხელით შებრუნება.

დაავადების ამ სტადიას ხშირად ახასიათებს თრომბოზული გართულებები, ძლიერი ტკივილი უკანა ტანის მიდამოებში და მასიური სისხლდენა.

 

მწვავე ჰემოროი ორსულობის დროს

 

მწვავე ჰემოროი ორსულობის დროსტერმინი მწვავე ჰემოროი ნიშნავს ჰემოროიდული კვანძების თრომბოზს, რომელიც ძალიან ხშირად წარმოიქმნება ხანგრძლივი ქრონიკული ჰემოროის გართულების შედეგად.

ზოგჯერ ადგილი აქვს ხოლმე გარე კვანძების იზოლირებულ თრომბოზს. ამასთან, ერთეულმა თრომბირებულმა კვანძმა, შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არ მიაყენოს ადამიანს ტკივილის შეგრძნება.

ტკივილის შეგრძნების გამოხატულების მიხედვით ანსხვავებენ მწვავე ჰემოროის სიმძიმის 3 ეტაპს.

პირველი ეტაპი - ხასიათდება მცირე ტკივილის შეგრძნებით კვანძების პალპაციის (ხელით გასინჯვის) დროს.

აგრეთვე: უკანა ტანის მიდამოში ქავილით და წვის შეგრძნებით, გამონადენით (რომელსაც არა აქვს ჩირქოვანი ხასიათი).

ეს ყველაფერი ძლიერდება ნაწლავების დაცლის (დეფეკაციის დროს), შემდეგ კი თანდათანობით მცირდება.

მეორე ეტაპი - მკვეთრად გამოხატული ანთებითი შეშუპების გამო, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ანუსის ირგვლივ, იზრდება დაზიანებული კვანძების ზომა.

თავად კვანძებიც და მთელი შეშუპების ზონა გაწითლებულია. ანუსის სფინქტორები რეფლექტორულად არის მოჭერილი და კვანძების თითებით გასინჯვის მცდელობა იწვევს მწვავე ტკივილს.

თრომბოზის ამ სტადიაზე აღინიშნება მნიშვნელოვანი ინტენსივობის, პრაქტიკულად მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს და მჯდომარე მდგომარეობაში, რომ არაფერი ვთქვათ დეფეკაციის მცდელობაზე.

მესამე ეტაპი - ამ სტადიაზე შეშუპება და გაწითლება აღინიშნება უკანა ტანის მთელს მონაკვეთზე, საიდანაც გამოშვერილია მოლურჯო-მეწამული ფერის შიდა ჰომოროიდული კვანძები.

ძლიერად არის გამოხატული ანალური სფინქტერის სპაზმი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს შარდის ბუშტის სფინქტერის რეფლექტორული სპაზმიც, რაც ვლინდება შარდის შეკავებით.

დაავადების განვითარება შეიძლება მივიდეს ნეკროზამდე (ქსოვილის სიკვდილი), რაც გამოიწვევს კვანძების გარკვეული მონაკვეთების გაშავებას.

ამ სტადიის გართულება შესაძლოა იყოს პარაპროქტიტი (სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, (მათ  შორისცხიმოვანი ქსოვილის) ჩირქოვანი ანთება, შიდა თრომბირებული კვანძის  ჩაჭედვა სფინქტერის გამოხატული სპაზის დროს).

 

ჰემოროის დიაგნოზი

 

ჰემოროის დიაგნოზიროგორც წესი, ექიმისთვის ჰემოროის დიაგნოზის დადგენა არ არის რთული, რადგან სპეციფიკური ჩივილები იძლევა დიაგნოზის სწრაფად დასმის საშუალებას.

აუცილებელია თითით გამოკვლევა. ზოგჯერ დიაგნოზის დაზუსტებისთვის შესაძლოა ჩატარდეს რექტორომანოსკოპია - გამოკვლევა, რომლის დროსაც სწორ ნაწლავში შეჰყავთ სპეციალური ოპტიკური აპარატი, რომელის საშუალებითაც ზუსტად ადგენენ, თუ რა ხდება სწორ ნაწლავში.

ჰემოროის დროულად გამოვლენას და მკურნალობას ორსულებში (და არა მარტო) დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით ხდება პრევენცია, რომ დაავადება არ განვითარდება და არ გადავა უფრო რთულ ფორმებში, რამაც შესაძლოა დიდი გართულებები გამოიწვიოს როგორც ფეხმძიმობის პროცესში, ასევე მშობიარობის შემდეგ.

 

ჰემოროის პროფილაქტიკა

 

ჰემოროის პროფილაქტიკაჰემოროის პროფილაქტიკა ორსული ქალაბატონებისთვის და მეძუძური დედებისთვის მიმდინარეობს ისევე, როგორც ჩვეულებრივ პაციენტებში - ისინი საჭიროებენ სწორ კვებას, და ვარჯიშს.

დაავადების პროფილაქტიკა პირველ რიგში გულისხმობს კუჭის შეკრულობის და მცირე მენჯის მიდამოებში სისხლის უძრაობის პრობლემის მოგვარებას.

სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ჰემოროიდული კვანძების წარმოქმნას როგორც ორსულობის, ასევე ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

კუჭ-ნაწლავის მოწესრიგება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან არ მოხდეს ხანგრძლივი გაჭინთვა დეფეკაციის დროს. ამაში დაგეხმარებათ დიეტა, რომელიც მდიდარია ხილითა და ბოსტნეულით.

შეეცადეთ რაციონიდან ამოიღოთ ქონიანი ხორცი, მაღალკალორიული რძის პროდუქტები. შეზღუდეთ ხახვის, მდოგვის, შავი პურის, პარკოსანი პროდუქტების, დაუმწიფებელი ხილისა და კენკრის მოხმარება.

რეკომენდებულია: ბროკოლი, სიმინდი, სტაფილო, მწიფე ვაშლი, ჭარხალი, ფერადი კომბოსტო, კარტოფილი, ქიშმიში, შავი ქლიავი, კურაგა და თაფლი. კუჭის შეკრულობას აწესრიგებს ფაფები, განსაკურებით შვრიისა და ქერის ფაფა.

ჰემოროის დროს კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი ტიპისა და დოზის ალკოჰოლური სასმელი, ჩაი, ყავა, აგრეთვე: მარილიანი, ცხარე, სანელებლებიანი, მარინადში ჩაწყობილი საკვები - ეს პროდუქტები აძლიერებს მენჯის ფსკერის ვენებში და ჰემოროიდულ ვენურ კვანძებში სისხლის მიმოქცევას.

არ ღირს ცხიმიანი საკვების მოხმარება, რადგან იგი ანელებს საკვების გადაადგილებას ნაწლავებში, რითაც კუჭის შეკრულობის წინაპირობას ქმნის.

სწორი ნაწლავის ფუნქციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ანალური არის კუნთების ტონუსის ამაღლება, აგრეთვე მცირე მენჯის ვენებში სისხლის მოძრაობის სტაბილიზაცია. ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს სპეციალური სამკურნალო ვარჯიშები.

რეკომენდებულია დღეში - 2-3-ჯერ თხუთმეტი წუთის განმავლობაში ზურგზე წოლა ისე, რომ მენჯები ზემოთ გქონდეთ აწეული (მაგალითად პატარა ბალიშის დახმარებით).

ძალიან მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ გადაცივებას (განსაკუთრებით სხეულის ქვედა ნაწილის), ცივ ზედაპირზე ჯდომას, დიდი ხნის განმავლობაში ფეხით სეირნობას (ერთ საათზე მეტი), მჯდომარე ან ფეხზე მდგომიარე სამუშაოს.

კარგი პროფილაქტიკური ეფექტი გააჩნია აუცილებელ ჰიგიენურ პროცედურებს ყოველი დეფეკაციის შემდეგ (ნაწლავების დაცლის შემდგომ). ამიტომ, ტუალეტის ქაღალდის მაგივრად გამოიბანეთ ანალური არე.

გამობანა აუცილებელია გრილი და ცივი წყლითაც კი. შესაძლოა გამობანა ჩაიტაროთ აბაზანის შხაპის ყურმილით (მიუშვით ანალურ ხვრელს ცივი წყლის ნაკადი ფანტანივით 15-30-60 წამის განმავლობაში).

გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რაც უფრო დიდი ხნის, მით უკეთესი), თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური შრომისგან და სიმძიმეების აწევისგან. ნუ დადგებით ფეხზე დიდი ხნის განმავლობაში. თუ ფეხზე დგომა მაინც გიწევთ (მაგალითად ტრანსპორტში), დროდადრო შეკუმშეთ (მოუჭირეთ დუნდულები).

შეეცადეთ ხმამაღლა არ ილაპარაკოთ და არ გაიცინოთ. თუ ეს აუცილებელია, დაჯექით მყარი საკმის კიდეზე და ეს ისე გააკეთეთ.

გარკვეული ხნის განმავლობაში დაიბანეთ უკანა ტანი მხოლოდ ცივი წყლით. ერთი კვირის განმავლობაში ეს უსიამოვნო იქნება, თუმცა შემდეგ შეეჩვევით. მავნებელია ცხელი პროცედურები, საუნა.

მიიღეთ ყოველ დღე თბილი აბაზანები 5-7 წუთით (არავითარ შემთხვევაში ცხელი) 10-12 დღის  განმავლობაში. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაუმატოთ წყალს გვირილას, მუხის ქერქის, მინდვრის შვიტას, სელის თესლის ან მარწყვის ფოთლების ნაყენი.

მშობიარობის შემდეგ, პერიოდულად (უმჯობესია ყოველდღიურად) გაიკეთეთ 5-7 სმ სიგრძის და 3-4 სმ დიამეტრის უმი კარტოფილის სანთლები უკანა ტანში ძილის წინ და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ეს ერთ-ერთი ძველი, გამოცდილი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მეთოდია ბუასილის სამკურნალოდ.

არავითარ შემთხვევაში არ დაშვათ კუჭის შეკრულობა. ეს ცუდად იმოქმედებს არა მხოლოდ თქვენზე, არამედ ბავშვზეც.

მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე. ერიდეთ გაზიან სასმელებს. უმჯობესია უბრალო სასმელი წყალი და ხილის ნატურალური წვენები.

 

ჰემოროის (ბუასილის) მკურნალობის ტაქტიკა

 

 ჰემოროის (ბუასილის) მკურნალობის ტაქტიკაჰემოროის მრავალსახოვანი ფორმების და სტადიების, დაავადების მიმდინარეობის თავისებურებების და შესაძლო გართულებების გათვალისწინებით - მკურნალობის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად კვალიფიციური ექიმ-პროქტოლოგის მიერ.

ზოგადად, განასხვავებენ ჰემოროით დაავადებული ორსული ქალების სამ ჯგუფს:

პირველი ჯგუფი - ამ ჯგუფში შედიან ქალები, რომელთა ჰემოროი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

ამ შემთხვევაში მათ ენიშნებათ მხოლოდ პროფილაქტიკური ღონისძიებები: დიეტა, სამკურნალო ვარჯიშები, სეირნობა, უკანა ტანის წყლის აბაზანები დეფეკაციის შემდეგ, სასაქმებელი პრეპარატები და საფაღარათო ბალახები.

მეორე ჯგუფი - ამ ჯგუფში შედიან ორსულები, რომელთაც აწუხებთ კუჭის შეკრულობა, სისხლდენა, ტკივილების დეფეკაციის დროს, ანალური ქავილი. ანუ პაციენტები, რომელთაც აქვთ პირველი-მეორე სტადიის ჰემოროი.

ამ შემთხვევაში ინიშნება სანთლებით, მალამოებითა და კრემებით მკურნალობა, მჯდომარე თბილი აბაზანები (შესაძლოა სუსტი კალიუმის პერმანგანატის ხსნარით), სამკურნალო ბალახების ნაყენები, და სამედიცინო პრეპარატები.

დეფეკაციის შემდეგ შესაძლებელია ლანოლინის ან კაკოს ზეთის (ცხიმის) საფუძველზე დამზადებული რექტალური სანთლების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ანესთეზინს, ნოვოკაინს და ა.შ (კითხეთ რჩევა თქვენს ექიმს).

უკანა ტანის სფინქტერის სპაზმის შემთხვევაში, შესაძლებელია დიმედროლის, A ვიტამინის ზეთოვანი ხსნარის და ქაცვის ზეთის შემცველი სანთლების დამატება.

მესამე ჯგუფი - ამ ჯგუფში შედიან ორსულები, რომელთაც აწუხებთ ჰემოროი ჰემოროიდული კვანძების  გამოვარდნით და ხშირი გამწვავებებით. ანუ შემთხვევები, როცა საჭიროა ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული მკურნალობა.

როცა ჰემოროის მკურნალობა ვერ ხდება მედიკამენტებითა და ხალხური საშუალებებით (ხდება დაავადების ბოლო სტადიებზე), საჭირო ხდება ქირურგილი ჩარევის აუცილებლობა.

ოპერაციული მეთოდები, რომელთა საშუალებითაც წარმატებით არის შესაძლებელი ჰემოროის მოცილება, უამრავია. მისი არჩევა ყოველთვის დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციაზე და ავადმყოფის საერთო მდგომარეობაზე.

ოპერაციის ვადების გამოთვლა ხდება ინდივიდუალურად. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საჭიროა ჭარბი ჰემოროიდული სისხლდენის შემთხვევაში, აგრეთვე გამოვარდნილი ჰემოროიდული კვანძების ჩაჭედვისა და ნეკროზის შემთხვევაში.

 

ჰემოროის მედიკამენტოზური მკურნალობა

 

ჰემოროის მედიკამენტოზური მკურნალობაჩამოვთვალოთ ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც ინიშნება ქრონიკული და მწვავე ჰემოროის დროს.

ტროქსევაზინი (ტროქსერუტინი) - ინიშნება ქრონიკული ჰემოროის გართულების პროფილაქტიკისთვის. აწესრიგებს კაპილარებს და ახასიათებს ანტიანთებითი თვისება.

გინკორ-ფორტე (გინკორ პროქტო)- პრეპარატი გარდა ტროქსერუტინისა, შეიცავს გინკგო ბილობას ხის ექსტრაქტს. ინიშნება ჰემოროიდული "კრიზის" დროს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, გააჩნია ანტიანთებითი ეფექტი.

აესცინი, ესკუზანი, რეპარილი - ესცინისგან წარმოებული პრეპარატებია, რომლებიც მიიღება ცხენის წაბლის თესლისგან. ისინი ხასიათდება ანტიანთებითი მოქმედებით, ამაღლებენ ვენების ტონუსს, აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას წვრილ სისხლძარღვებში, ამცირებენ ჰემოროიდული კვანძების შეშეპებას, სისხლის სიბლანტეს და თრომბის წარმოქმნის რისკს.

კალციუმის დობეზილატი (დოქსიუმი, დოქსიპროქტი, დოქსიჰემი) - აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობას, მიკროცირკულაციას, ამცირებს ჰემოროიდული კვანძების შეშუპებას, სისხლის სიბლანტეს და თრომბის წარმოქმნის რისკს. პრეპარატის მიღება ხდება ჰემოროიდული კვანძების მწვავე ანთების დროს.

ნატალსიდი - რექტალური სანთლები. დამზადებულია ყავისფერი წყალმცენარეებისგან. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ძალიან ეფექტურია ქრონიკული სისხლმდენი ჰემოროის, ანალური ნაპრალების და სწორი ნაწლავის ანთებითი პროცესების დროს.

ოლესტეზინი - პრეპარატი დამზადებულია ქაცვის ზეთის საფუძველზე. იგი სწრაფად ხსნის ტკივილს, ამცირებს დისკომფორტს, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების შეხორცების პროცესს, ხელს უწყობს ჰემოროიდული კვანძების შემცირებას.

 

ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მალამოები ჰემოროის დროს

 

ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მალამოები ჰემოროის დროსმომავალი დედებისთვის (განსაკუთრებით ლაქტაციის პერიოდში) ჰემოროის საწინააღმდეგო კრემების შერჩევის დროს ორმაგი ყურადღებაა საჭირო, რადგან ამ მნიშვნელოვან პერიოდში იგი ზრუნავს არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ახალშობილის ჯანმრთელობაზე.

ორსულობის დროს და მის შემდეგ, ინდივიდუალური, თვითმკურნალობა დაუშვებელია. ახალგაზრდა დედებისთვის მკურნალობა უნდა დანიშნოს პროქტოლოგმა.

ყველა მალამოსა და კრემის გამოყენება ფეხმძიმე და ახალი ნამშობიარები ქალისთვის არ შეიძლება რადგან პრეპარატის კომპონენტები შეიძლება მოხვდეს სისხლში, იქედან კი ახლაშობილის ორგანიზმში დედის მუცელში ყოფნის ან ძუძუთი კვების დროს.

ამიტომ, ჰემოროის წინაღმდეგ მალამოების შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ მალამოები და კრემები დამზადებული იყოს ნატურალური კომპონენტებისგან.

მაშ ასე ყველაზე პოპულარული, ნატურალური კომპონეტებისგან დამზადებული მალამოები:

ჰეპარინის მალამო - ეს საშუალება იდეალურია ორსული და მეძუძური ქალების სწორი ნაწლავის მკურნალობისთვის. ჰეპარინის მალამო ჰემოროის დროს მოქმედებს ფრთხილად და რბილად. პრეპარატი ძალიან მალე აალაგებს ანთებით პროცესებს ანალური სივრცის მიდამოებში და შესაბამისად ანთებითი პროცესის ჩაქრობის შემდეგ ხსნის ტკივილის სინდრომს.

თუ დაავადება უკვე პროგრესირებს, და სწორი ნაწლავის ირგვლივ შეინიშნება ჰემოროიდული კვანძები, ჰეპარინის მალამო ხელს უწყობს მის გაწოვას და მოკლე დროში კვანძები საგრძნობლად იკლებს ზომებში.

ჰეაპრინის მალამოს გამოყენება ლაქტაციის პერიდშიც არის შესაძლებელი. მისი კომპონენტები არ ხვდება სისხლში და შესაბამისად არ ვნებს ახალშობილს.

ჰეპარინის მალამოს წასმა ხდება ანუსის ირგვლივ, უშუალოდ ჰემოროიდულ კვანძებზე დღეში ორჯერ. წასმის მომენტში, წასასმელი ზონა უნდა იყოს სუფთა.

თუ პრეპარატის გამოყენება ხდება ჰემოროის პირველ და მეორე სტადიებზე, შესაძლებელია დაავადებისგან სრულიად განთავისუფლება.

რელიფი - (რელიფი ადვანსი - რელიფი ულტრა) - რელიფი შეიცავს ფენილეფრინს და ზვიგენის ღვიძლის ქონს. ასეთი შემადგენლობით რელიფი სწრაფად უმკლავდება სწორი ნაწლავიდან სისხლდენას, დადებითად მოქმედებს რექტალური ზონის სისხლძარღვებზე და აქრობს ანალური ხვრელის ანთებით პროცესს.

რელიფი ასევე ახდენს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას და ათავისუფლებს პაციენტს ჰემოროის ისთი არასასიამოვნო სიმპტომებისგან, როგორიცაა წვა და ქავილის შეგრძნება.

მწარმოებელი მომხმარებელს სთავაზობს რელიფის რამდენიმე სახეობას. ეს არის სანთლები - „რელიფი“ და „რელიფი ადვანსი“, აგრეთვე სანთლები „რელიფი ულტრა“ და კრემი „რელიფი“.

როგორც წესი, ორსულ პაციენტებს და ახალგაზრდა დედებს ენიშნებათ კრემი  და სანთლები „რელიფი“ მათი ნატურალური შემადგენლობის გამო. ძლიერი ტკივილის სინდრომების დროს შესაძლოა დანიშნული იქნას „რელიფი ადვანსი“.

რაც შეეხება პრეპარატს „რელიფი ულტრა“, მის შემადგენლობაშია ჰორმონალური შემცველობის ჰიდროკორტიზონი. სწორედ ამ კომპონენტმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ორსულობის მიმდინარეობაზე. ამიტომ, იყავით ფრთხილად, და თუ შეფუთვაზე ამოაჩენთ წარწერას „რელიფი ულტრა“ თავი შეიკავეთ მისი შეძენისგან.

რელიფის მალამო ან სანთლები უნდა წაისვათ მხოლოდ სუფთა ზონებში. დილით ან საღამოს. პრეპარატის წასმა შეიძლება ყოველი დეფეკაციის შემდგომაც დღეში მაქსიმუმ 4-ჯერ. სწორ ნაწლავში კრემის შეყვანა ხდება სპეციალური აპლიკატორის საშუალებით, რომელიც მოჰყვება პრეპარატს კომპლექტში.

ვიშნევსკის მალამო - მალამო მიიჩნევა უსაფრთხოდ როგორც ახალგაზრდა დედებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ვიშნევსკის მალამო აქრობს ანთებით პროცესებს, ტკივილის სიმტომებს და სწრაფად ამსუბუქებს პაციენტის საერთო მდგომარეობას.

ვიშნევსკის კრემის შემადგენლობაში შედის ნატურალურ კომპონენტები: კუპრი, აბუსალათინის ზეთი და ქსეროფორმი. პრეპარატს ახასიათებს მძაფრი თავისებური სუნი.

ვიშნევსკის მალამოს ძირითადი დანიშნულებაა დაზიანებულ ზონაში მიკრობებთან ბრძოლა. იგი ასევე არეგულირებს სისხლის ნაკადს ვენებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჰემოროის მკურნალობის დროს.

მალამო შესანიშნავად შეიწოვება და მალე იწყებს მოქმედებას. მისი კიდევ ერთი თავისებურებაა უჯრედების რეგენერაცია და დაზიანებული ქსოვილების აღდგენა.

მალამოს გამოყენებამდე რეკომენდებულია დაზიანებულ მონაკვეთებზე თბილი აბაზანის მიღება ანთებითი პროცესის დაწყებდან ორი დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, ვიშნევსკის მალამო უნდა წაუსვათ დოლბანდის ნაჭერს და დაიდოთ დაზიანებულ ადგილზე. მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ დღეში სამჯერ ნახევარი საათით.

ძლიერი ტკივილებისას, საჭიროა დამატებით ორსულთათვის დასაშვები, უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელის მიღება.

ვიშნევსკის მალამოს გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდშიც, ანუ ახალშობილის ძუძუთი კვების დროს.

პოსტერიზანი - ეს საშუალება აქტიურად გამოიყენება ორსული პაციენტებისთვის და ახალგაზრდა დედებისთვის ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატის ძირითადი დანიშნულებაა დაზიანებული ქსოვილების აღდგენა. კრემი მნიშვნელოვნად აჩქარებს ნაპრალების და ჭრილობების შეხორცებას უკანა ტანის მიდამოებში.

ამასთან ერთად, პოსტერიზანის საშუალებით, პაციენტის იმუნური სისტემა მუშაობს მთელი დატვირთვით.

აურობინი - ეს სინთეტიკური საშუალებაა, იგი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: პრედნიზოლონი, ტრიკლოზანი, ლიდოკაინი, D-პანტენოლი.

აურობინის კრემს, უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ მოაქვს შესამჩნევი შვება პაციენტისთვის და ათავისუფლებს მას ტკივილისგან.

აურობინის კომპონენტები აღადგენს ქსოვილის დაზიანებულ მონაკვეთებს, ებრძვის რექტალური ზონის შეშუპებას, ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს  და ხსნის ანთებთ პროცესს.

ამას გარდა, აუორბინი შესანიშნავად მოქმედებს სისხლძარღვების კედლების მდგომარეობაზე. მას როგორც წესი ნიშნავენ ჰემოროიდული კვანძების ანთებისა და გამოვარდნის დროს.

პრეპარატი ეფექტურია დერმატიტის, ეგზემას, ანალური ხვრელის ნაპრალების სამკურნალოდ.

აურობინის გამოყენება შესაძლებელია 2-4-ჯერ დღეში. იგი უნდა წაისვათ უშუალოდ დაზიანებულ მონაკვეთზე, ან შეიყვანოთ უკანა ტანში აპლიკატორით.

ორსული პაციენტებისთვის აურობინის გამოყენება შესაძლებელია, გარდა ფეხმძიმობის პირველი 3 თვისა. მეძუძურ დედებს ასევე შეუძლიათ მისი გამოყენება.

ლევომიკოლი - ეს არის ანტიბაქტერიალური კრემი გარეგანი მოქმედებისთვის. იგი შესანიშნავი და ძალიან პოპულარული ანტიბიოტიკია. ფართოდ გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადებებზე ზემოქმედებისთვის.

ლევომიკოლი ასუფთავებს დაავადებულ ზონას მიკრობებისგან, აქრობს ანთებას, ახდენს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, ახორცებს ნაპრალებს და სწორი ნაწლავის სხვა დაზიანებებს.

მეთილურაცილი, რომელიც შედის ლევომიკოლის შემადგენლობაში, ადვილად აღწევს ქსოვილში და ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას მოლეკულურ დონეზე. იგივე კომპონენტი იძლევა ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, რაც მნიშვნელოვანია ჰგამძაფრებული ჰემოროის დროს.

ლევომიკოლის უკუჩვენება არის მხოლოდ ერთი - ინდივიდუალური შეუთავსებლობა მის შემადგენელ კომპონენტებთან.

პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენება შეიძლება შრამების, ნაწიბურების, ჭრილობების, ნაპრალების შესახორცებლად.

მისვენგალი (Misvengal) – ეს არის სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ექსტრაქტი. ნაზავი შეიცავს შემდეგ მცენარებს: ველური წაბლის თესლის ჩენჩო, გულყვითელას (ნარგიზელა) ყვავილები, ლაშქარას ფესვები, ათასფოთოლას ბალახი, გვირილას ყვავილები, მწყემსის ჩანთა (წიწმატურა), გენტიანას ფესვები.

მისვენგალი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს ვენებში სისხლის მიმოქცევას, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამცირებს შეშუპებას, ხელს უწყობს ეროზიის, წყლულებისა და ნაპრალების შეხორცებას, გააჩნია ანტიანთებითი და მადეზინფიცერებელი ეფექტი.

ვენიტანი (გელი) - ტკივილგამაყუჩებელი და ქავილის საწინააღმდეგო პრეპარატი.

პროქტოგლივენოლი - კომბინირებული პრეპარატია, რომელიც გამოდის როგორც რექტალური სანთლების, ასევე კრემის სახით. იგი აუმჯობესებს აუმჯობესებს კაპილარების გამტარიანობას, მიკროცირკულაციას, ამაღლებს ვენების ტონუსს, გააჩნია ანტიანთებითი ეფექტი და მკვეთრად გამოხატურლი ტკივილგამაყიჩებელი მოქმედება.

ჰეპატრომბინი - იწარმოება კრემების, გელებისა და სანთლების სახით. გააჩნია მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანტიანთებითი ეფექტი.

მთავარია, ახალგაზრდა დედებმა გააცნობიერონ ჰემოროის მედიკამენტებით მკურნალობის სერიოზულობა და იყვნენ უკიდურესად ფრთხილად და ყურადღებით.

ყველა წესების დაცვის შემთხვევაში, ჰემოროის განკურნება სწრაფად არის შესაძლებელი.

ფრთხილად - ბუასილი!გაითვალისწინეთ - თუ ფეხმძიმეს ერთდროულად აღენიშნება მწვავე ჰემოროი და ანალური ნაპრალი, საჭიროა კონსერვატული სტაციონალური მკურნალობა, რაც მდგომარეობს შემდეგში: სრული სიმშვიდე, დიეტა, გამწმენდი ოყნები, სასაქმებლები, ნოვოკაინის ბლოკადა უკანა ტანის მიდამოში, სანთლები და სახვევები (ჰეპარინით, ხიმოპსინით და ა.შ).

თუ არსებობს ოპერატიული ჩარევის აუცილებლობა, საჭიროა ეს მოხდეს ფეხმძიმობის საწყის სტადიებზე, რათა ოპერაცია გაკეთდეს დამზოგი მეთოდებით.

თითქმის ყველა შემთხვევაში, მეორე ჯგუფის პაციენტები ახერხებენ მდგომარეობის გაუმჯობესებას და მშობიარობენ ჰემოროის გამწვავების გარეშე.

თუ ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა ხდება, მაგრამ მწვავე ანთების გარეშე, შესაძლებელია დეფეკაციის შემდეგ ფრთხილად მოხდეს მათი ხელით შებრუნება (უმჯობესია ეს მოხდეს მჯდომარე თბილი აბაზანების საშუალებით). დეფეკაციის წინ რეკომენდებულია გამწმენდი ოყნების გაკეთება.

ასეთი ორსულებისთვის კატეგორიულად იკრძალება მძიმე ფიზიკური შრომა და ოჯახში გარკვეული სახის საქმიანობა (იატაკის წმენდა, ხელით რეცხვა და ა.შ). მათ შესაძლოა დაუნიშნონ ნოვოკაინისა დ ბელადონას (შმაგა) შემცველი სანთლები.

სანთლის გაკეთების წესი

რექტალური სანთლების ეფექტურობისთვის, საჭიროა მისი გაკეთების დროს გარკვეული წესების დაცვა:

1. სწორ ნაწლავში სანთლის შეყვანის წინ დარწმუნდით, რომ იგი ინახებოდა მაცივარში. თუ ამაში დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია ასეთი სანთელი საერთოდ არ გამოიყენოთ, რადგან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ყველა მოქმედი ნივთიერება, რომელსაც შეიცავს სანთელი, კარგავს და ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას.

2. სწორ ნაწლავში სანთლის უპრობლემოდ შესაყვანად, უმჯობესია დაწვეთ გვერდზე. რა თქმა უნდა შეიძლება სანთელი ფეხზე მდგომმა და ოდნავ გადახრილ მდგომარეობაშიც შეიყვანოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის გაკეთება დამოუკიდებლად გაგიჭირდებათ,

3. ამოიღეთ შეფუთვიდან სანთელი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ნუ დაიჭერთ ხელში, რადგან იგი დადნება და სწორ ნაწლავში მისი შეყვანა გართულდება.

4. აიღეთ სანთელი ერთი ხელით, ხოლო მეორეთი გადასწიეთ დუნდულები და ფრთხილად შეიყვანეთ სანთელი ისე, რომ მან გაიაროს სფინქტერი და გაჩერდეს სწორი ნაწლავის ამპულაში.

5. არ დაუშვათ, რომ სანთელი შეიყვანოთ ისე ღრმად, რომ იგი „შევარდეს“ სწორ ნაწლავში, რადგან ამით მისი ადგილობრივი ზემოქმედება დავა მინიმუმამდე. სანთელი უნდა გაჩერდეს სფინქტერის გავლისთანავე უკანა ტანის არხში მის გაწოვამდე (შეგიძლიათ გარედან დაახმაროთ ქაღალდის საფენი).

6. იმისათვის, რომ სანთლის შეყვანა უმტკივნეულო იყოს, შეიძლება მას წაუსვათ საბავშვო კრემი ან ვაზელინის ზეთი. ეს ნაკლებ ტკივილს მოგაყენებთ.

7. იმისათვის, რომ სანთელი დროზე ადრე არ გამოვარდეს და მისი მოქმედება ეფექტური იყოს, სწორ ნაწლავში მისი შეყვანის შემდეგ დაწექით მუცელზე და ამ მდგომარეობაში იყავით არა ნაკლებ 30 წუთი. თუ ამ პერიოდში მოგინდათ ტუალეტში გასვლა, უნდა მოითმინოთ, რადგან მოხდეს მოქმედი აქტიური ნივთიერებების შეწოვა.

 

ვენოტონიკები

 

ვენოტონიკები ჰემოროის მკურნალობის დროსჰემეოროის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტურია ბიოფლავონოიდების საფუძველზე დამზადებული პრეპარატები: დიოსმინი, ფლებოდია, ჰესპერიდინი, ვაზოკეტი, დეტრალექსი, ვენარუსი და სხვა...

ბიოფლავონოიდების სინთეტიკური ანალოგების ბაზაზე (რუტინი) დამზადებული პრეპარატები: ასკორუტინი და  ტროქსევაზინი - კაფსულების სახით შინაგანად მისაღებად და ტროქსერუტინი გელის სახით - ტკივილის, ანთებითი პროცესის და შეშუპების მოსახსნელად.

პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშია პენტოქსიფილინი (ვაზონიტი, ტრენტალი), ხელს უწყობს ვენური სისხლძარღვების ტონუსის ამაღლებას, ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას, კაპილარების გამტარიანების შემცირებას.

პენტოქსიფილინს გააჩნია საკმაოდ დიდი რაოდენობით უკუჩვენებები, ვიდრე მცენარეულ  ბიოფლავონოიდებს, ამიტომ იგი უნდა იქნას გამოყენებული დიდი სიფთხილით და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

პრეპარატები მცენარეული ნედლეულისგან. ამ კატეგორიაშია უპირატესად ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, აგრეთვე ზეთები და გელები, რომლებიც დამზადებულია პიტნის ეთერული ზეთის, ჩაის ხის, სალბის (შალფეი), ცხენის წაბლის ექსტრაქტის საფუძველზე.

ეს დანამატებ არ წარმოადგენს საკურნალო საშუალებებს და შესაძლოა დამატებით იქნას გამოყენებული ძირითად მკურნალობასთან ერთად.

ჰემოროის დროს შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბუნებრივი ვენოტონიკები: შავი მოცხარი, მწვანე ჩაი, ასკილის ნაყენი, ვაშლის კანი, ციტრუსები, წიწიბურა. ამ პროდუქტების შემადგენლობაში არის დიდი რაოდნეობის ბიოფლავონოიდები, რომელიც შედის პრეპატარატები-ვენოტონიკების შემადგენლობაში.

 

ჰემოროის მკურნალობის ქირურგიული და ნაკლებად ინვაზიური მეთოდები

 

ჰემოროის მკურნალობის ქირურგიული და ნაკლებად ინვაზიური მეთოდებიორსულებისთვის ოპერატიული მკურნალობის შერჩევა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად. მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით და კონკრეტული პაციენტის დაავადების ფორმის, სტადიისა და თავისებურების გათვალისწინებით.

თუ ჰემოროის გამოვლენა ძირითადად ხდება სისხლდენითა და გამოხატული ანემიის ნიშნებით, შესაძლებელია ჩატარებული იქნას მასკლეროზირებელი ინექციები.

ჰემოროის მკურნალობისთვის, შესაძლოა გამოყენებული იყოს შემდეგი ოპერატიული მეთოდები:

ჰემოროიდექტომია - ჰემოროიდული კვანძების ამოკვეთა ქირურგიული გზით. ეს კლასიკური ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება ჰემოროიდული კვანძის ზევით მდებარე პერიანალურ კანის, სწორი ნაწლავის ლორწოვანისა და ანოდერმას ამოკვეთა.

შემდგომ ხდება კვანძის ლიგირება და გადაკვეთა, ხოლო ლორწოვანის დაფიქსირება ქვეშმდებარე ქსოვილზე. ოპერაცია საკმაოდ ეფექტურად მიინევა, რადგან რეციდივები ძალიან იშვიათია.

ჰემოროიდექტომია მილიგან მორგანის მეთოდით - კლასიკური ჰემოროიდექტომია საკმაოდ რთული ოპერაციაა, რომელსაც ხშირად თან ახლავს მნიშვნელოვანი რაოდენობის სისხლის დაკარგვა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი.

ოპერაციის შემდგომ საჭიროა მუდმივი გულმოდგინე ჰიგიენა, რაც ყოველთვის არ არის იოლი შესასრულებელი.

ამიტომ, ამ სირთულეების გათვალისწინებით ყოველთვის ეძებდნენ საშუალებას ოპერაციის ტექნიკის იმგვარად მოდიფიცირებისა, რომ ოპერაციის ჩატარება იოლი გამხდარიყო ექიმისთვის და ადვილი ასატანი პაციენტისთვის.

სწორედ ასეთ მეთოდს მიეკუთვნება მილიგან მორგანის მეთოდით ჰემოროიდექტომია. იგი არის სამი სახის:

1. ღია ჰემოროიდექტომია - მეთოდს სახელი ჰქვია იმის, გამო, რომ ოპერატიული მეთოდით კვანძების მოცილების შემდეგ, არ ხდება ჭრილობის ნაპირების გაკერვა.

ამ მეთოდის შემდეგ ჭრილობა რჩება ღია და დროთა განმავლობაში ქსოვილი თავისთავად აღდგება და რეგენერირდება.

2. დახურული ჰემოროიდექტომია - მეთოდის არსი იგივეა, ნხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჭრილობის კიდეები იკერება. ეს საშულაებას იძლევა ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურა ჩატარდეს ამბოლატორიულ პირობებში საერთო ნარკოზის გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიით.

3. ლორწოვანას შიდა ჰემოროიდექტომია - ეს მეთოდი შესასრულებლად ყველაზე რთულად მიიჩნევა. იგი კეთდება შემდეგნაირად - ხდება არა ჰემოროიდული კვანძის, არამედ მის გვერდით არსებული ლორწოვანი გარსის მოცილება. შედეგად შესაძლებელი ხდება  პათოლოგიური ქსოვილის მოშორება.

ოპერაცია კეთდება სტაციონარში ნარკოზის ქვეშ.

ლონგოს მეთოდი - ჰემოროის განკურნება ლონგოს მეთოდით. ეგრეთ წოდებული ტრანსანალური რეზექცია. ლონგოს ოპერაციისას სცილდება სწორი ნაწლავის ლორწოვანის მხოლოდ ნაწილი. ლორწოვანის გაკერვა კი ხდება ტიტანის ფრჩხილებით.

ჰემოროიდოპექსია ლონგოს მეთოდით ტარდება იმგვარად, რომ ანთებითი კვანძების მოცილება არ ხერხდება. ხდება მათი ზევით აწევა და კვანძების დაპატარავება. შედეგად, სისხლის ნაკადის შემცირების გზით კვანძები ცარიელდება და შემაერთებელი ქსოვილით იფარება.

მეთოდის ძირითადი ნაკლია - გარეგანი ჰემოროიდული კვანძების  მოცილების შეუძლებლობა.

ან მკურნალობის ნაკლებად ინვაზიური მეთოდები (მცირე, ან უსისხლო ოპერაციები). ასეთ მეთოდს მიეკუთვნება მაგალითად:

ნაკერიანი ლიგირება (ჰემოროიდული არტერიების ლიგირება) - რომლის დროსაც ხდება ჰემოროიდული კვანძების მკვებავი არტერიების ლეგირება - რაც 7-10 დღის შემდეგ იწვევს კვანძების კვდომას და მოცილებას.

პროცედურა ხორციელდება ულტრაბგერითი დოპლერომეტრიით. ამ დროს ხდება იმ ტერმინალური განშტოებების ლოკალიზაცია, რომელიც კვებავს სწორი ნაწლავის ლორწოვანას ქვედა შრეში განთავსებულ ჰემოროიდულ არტერიებს. შედეგად კი წყდება კვანძებზე სისხლის მიწოდება, ისინი ნაოჭდება, კვდება და გარკვეული ხნის შემდეგ სცილდება.

მეთოდის გამოყენება საკამოდ წარმატებულია დაავადების მე-3-4 სტადიებზე.

ლიგირება ლატექსის რგოლებით - უსისხლო პროცედურაა, რომლის დროსაც მექანიკური ან ვაკუუმური ლიგატორით ხდებალატექსური რგოლების ჩამოცმა შიგა ჰემოროიდულ კვანძებზე.

ოპერაციიდან 7-10 დღის შემდეგ ხდება კვანძის მოცილება ლატექსის რგოლთან ერთად. კვანძისგან გათავისუფლებულ  ადგილას კი ვითარდება შემაერთებელი ქსოვილით დაფარული ბორცვი.

თრომბექტომია - ჰემოროიდული კვანძების თრომბექტომია ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას და მას თან ახლავს აუტანელი ტკივილები და ინტოკსიკაცია.

ქირურგიული ჩარევის ეს მეთოდი ხორციელდება გარე ჰემოროის შემთხვევაში. თრომბის მოცილება ხდება მაშინ, თუ თრომბოლიტიკების გამოყენებით პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება და თრომბი არ გაიწოვება.

თრომბოზის დროს ხდება კვანძის მკვეთრი მატება ზომაში, მიმდებარე ქსოვილების შეშუპება, მწვავე ტკივილი, ხშირად აღინიშნება მაღალი ტემპერატურა.

თუ პაციენტმა დროულად არ მიიღო ზომები, შესაზძლებელია კვანძის დაჩირქება და ნეკროზი.

თრომბექტომია სრულად არ კურნავს ჰემოროის, რადგან არ ხდება თავად კვანძის მოშორება, თუმცა საგრძნობლად ამსუბუქებს მდგომარეობას. როგორც წესი, ნაოპერაციევ კვანძზე თრომბი აღარ წარმოიქმნება.

სკლეროთერაპია - ჰემოროიდულ კვანძებში სპეციალური მასკლეროზირებელი პრეპარატების შეყვანა.

ამ პრეპარატების ზემოქმედებით კვანძებში არსებული სისხლძარღვები გარდაიქმნება შემაერთებელ ქსოვილად, რის შედეგადაც კვანძი საგრძნობლად მცირდება ზომაში და სისხლდენა წყდება.

დეზარტერიზაცია - ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ჰემოროიდული კვანძების მკვებავი არტერიების გადაკვანძვა.

შედეგად, უკვე გადაკვანძის მომენტშივე კვანძების ზომა მცირდება და ეკვრის ნაწლავის კედელს. მალევე ტკივილის შეგრძნება ქრება, დეფეკაციის პროცესი მსუბუქდება და ნაწლავების დაცლაც იოლად ხდება.

ამ მეთოდის გამოყენება ჰემოროის ყველა სტადიაზე შეიძლება. ოპტიმალურია მისი ჩატარება დაავადების მე-2-3 სტადიაზე. მანიპულაცია ტარდება მაშინ, როცა დაავადება არააქტიურ (ცივ) ფორმაშია.

კრიოთერაპია/კრიოდესტრუქცია - პროცედურის დროს, ჰემოროიდული კვანძების გაყინვა ხდება თხევადი აზოტით 4-5 წუთის განმავლობაში.

შედეგად, კვანძი თავისებურად დნება და მის ადგილზე რჩება მცირე ზომის ნაიარევი, რომლის მკურნალობაც სპეციალური პრეპარატების საშუალებით ხდება.

კრიოდესტრუქცია ხდება სპეციალური აპარატის - კრიოზონდის საშუალებით

მეთოდი ნაკლებ ინვაზიურად მიიჩნევა, მის დროს არ არის საჭირო საერთო ნარკოზი. იგი გამოიყენება ჰემოროის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა მეოთხე სტადიისა.

ლაზერული ფოტოკოაგულაცია - ზემოქმედება ხდება ლაზერით ჰემოროიდული კვანძების საფუძველზე - 3-5 წერტილში.

შედეგად ხდება კვანძის მოწვა, რაც იწვევს მის ნეკროზს (კვდომას) და შემდგომში მოცილებას (პროცესი მიმდინარეობს 7-10 დღის განამვლობაში.

ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია - ფოტოკოაგულაცია ხდება ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედების გზით.

ინფრაწითელი სხივი ზუსტად მიიმართება სწორი ნაწლავის დაზიანებული სისხლძარღვის მონაკვეთზე. შედეგად, წყდება სისხლის მიწოდება ჰემოროიდულ კვანძებზე, რის გამოც იგი კვდება და პროცედურიდან გარკვეული ხნის შემდეგ სცილდება.

ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია ნაკლებად ტრამვული პროცედურაა, რომელიც ხორციელდება ამბულატორიულად და რამდენიმე საათის შემდეგ პაციენტს შეუძლია წავიდეს სახლში.

და სხვა...

ჰემოროის მკურნალობის ნაკლებად ინვაზიური მეთოდებიპს - კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ორსულებისთვის ოპერატიული მკურნალობის, განსაკუთრებით ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება უმდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მიერ.

თუ ორსულის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, ყველა ამ პროცედურის გადატანა ხდება მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როცა ახალგაზრდა დედა აღიდგენს ძალებს.

მზრუნველობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, გადაუდებელი ვიზიტი ექიმთან, სწორი დიაგნოზის დასმა და დროულად დაწყებული მკურნალობა, საშუალებას იძლევა თავიდან აცილებული ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ჰემოროიდული პრობლემები.

 

ფიტოთერაპია ჰემოროის წინააღმდეგ

 

შინაგანი მოხმარებისთვის

ფიტოთერაპია ჰემოროის წინააღმდეგარასრული სუფრის კოვზი გამხმარი, დაქუცმააცებული ორფერი (Pულმონარია ოფფიცინალის) მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში და დააყენეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

ამის შემდეგ ნაყენი გაწურეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე დღეში სამჯერ.

თუ რაიმე მიზეზით არ კვებავთ ახალშობილს ძუძუთი, შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი:

ერთი ჭიქა ცივი გადადუღებული წყალი დაასხით ორ ჩაის კოვზ კარგად გარეცხილ და დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს. დააყენეთ 8 საათის განმავლობაში. დალიეთ ჭიქის ¼  ჭამამდე დღეში ოთხჯერ.

ერთი ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კრაზანას ბალახს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში. გაწურეთ ცხელი ნაყენი და დალიეთ ¼ დღეში სამჯერ.

დღეში სამჯერ მიიღეთ მეოთხედი ჭიქა შაქარდამატებული ცირცელის (ჭნავი) წვენი და დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი.

ადგილობრივი მოხმარებისთვის

ამცირებს ჰომოროიდული კვანძების ზომებს, აცხრობს შესიებას და ათავისუფლებს უსიამოვნო შეგრძნებებისგან ცივ წყალში დასველებული სველი საფენები.

მარლის საფენი უნდა დაასველოთ ცივ წყალში, ოდნავ გაწუროთ და მიიდოთ უკანა ტანზე 1-2 წუთის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ.

ძილის წინ და ყოველი დეფეკაციის (კუჭის მოქნედების) შემდეგ, უკანა ტანი დაიბანეთ შემდეგი მცენარეების ნაყენით: გვირილას ყვავილები, კელენდულას ყვავილები, კრაზანას ახლად მოწყვეტილი ყლორტები, მდელოს სამყურა, ძახველის ყვავილები. რა თქმა უნდა ამ მცენარეების ნაყენი ერთად არ უნდა დააყენოთ. შეგიძლიათ მოსინჯოთ და ეფექტურობის მიხედვით გამოიყენოთ ერთ-ერთი მათგანი.

ხალხური საშუალებებიდან ეფექტურია კარტოფილის, თაფლის, სალის, ყინულის სანთლების გამოყენება

მჯდომარე აბაზანებისთვის

შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციებით გვირილას ყვავილი, ჭინჭრის ბალახი, მრავალძარღვას ფოთლები. 20 გრამ ამ მცენარეების ნარევს დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და დააყენეთ სითბოში (შეიძლება თერმოსიც) 2 საათის განმვლობაში. შედეგ გაწურეთ და გაურიეთ თბილი წყალი ისე, რომ გამოვიდეს 4-5 ლიტრი.

მომზადებულ აბაზანაში წყალი უნდა იყოს ცხელი, მაგრამ ისეთი, რომ არ წვავდეს. თითო პროცედურა ჩაიტარეთ 5-7 წუთი, ყოველდღიურად 10-12 დღის განმავლობაში.

ცხელი აბაზანები არ შეიძლება იმ ორსულებისთვის, რომელთაც აწუხებთ საშვილოსნოს მაღალი ტონუსი.

ყურადღებით - ბალახების გამოყენება არ შეიძლება, თუ თქვენ გაქვთ ალერგია მათ მიმართ, ან გაწუხებთ პოლინოზი (ალერგია მცენარეების მტვერზე). აგრეთვე არსებობს რიგი დაავადებებისა, რომელთა შემთხვევაში ბალახების გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული.

ამიტომ, თუ ჰემოროის მკურნალობისთვის გსურთ ხალხური საშუალებების, კერძოდ მცენარეების გამოყენება, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხალხური, მცენარეული მეთოდების გამოყენება ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციული მეთოდებით მკურნალობას.

 

ვარჯიშები ჰემოროის წინააღმდეგ

 

ვარჯიშები ჰემოროის წინააღმდეგროგორც ამტკიცებენ სპეციალისტები, ყველაზე კარგ ეფექტს ჰემოროის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის იძლევა ცურვა, ველოსიპედით სეირნობა და ნიჩბოსნობა.

მაგრამ სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა დედებს ხშირად არ აქვთ ამის არც დრო და არც საშუალება.

ამიტომ, იმისათვის, რომ ვენები დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, საჭიროა დაატანოთ თქვენს თავს ძალა და გამოძებნოთ დრო სახლის პირობებში რეგულარული ვარჯიშებისთვის და იოგისთვისაც კი.

აი მარტივი სავარჯიშოების კომპლექსი, რომელთა გაკეთება სავარაუდოდ არ შეგეზარებათ. მათი შესრულება საჭიროა დღეში 1-2-ჯერ, სასურველია ძილის წინ და ძილის შემდეგ:

1. დაჯექით სკამზე, ფეხები მოხარეთ მუხლებში და გადააჯვარედინეთ სკამის ქვეშ.ამის შემდეგ, მაქსიმალურად შეკუმშეთ (მოუჭირეთ დუნდულები) ზედიზედ 15-20-ჯერ.

2. დაწექით გვერდულად სწორ ზედაპირზე და შეკუმშეთ (მოუჭირეთ დუნდულები) ზედიზედ 10-15-ჯერ.

3. შეასრულეთ შემდეგი ვარჯიში - დაწექით (დადექით) მხრებზე და დანაჩენი სხეული გამართეთ რაც შეიძლება ზემოთ. მონაცვლეობით მოხარეთ და გამართეთ ფეხები მუხლებში. შეეცადეთ მოხრილი მუხლები დაუშვათ თავთან რაც შეიძლება ახლოს. ეს ვარჯიში არის იგივე ცნობილი იოგას პოზა სარვანგასანა, რომელიც სპეციალისტების აზრით ებრძვის ნაოჭებს, ჭაღარას და აახალგაზრდავებს ადამიანს.

ეხლა კი ცოტაოდენი იოგაც:

1. დაწექით ზურგზე და ერთი ფეხი ასწიეთ 45 გრადუსით. ამის შემდეგ ნელ-ნელა ასწიეთ და დასწიეთ მეორე ფეხი ისე, რომ არ შეეხოთ იატაკს. გააკეთეთ ფეხების მონაცვლეობით.

2. დაწექით ზურგზე, ასწიეთ ხელები მაღლა და შეეცადეთ ასწიოთ ტანი იატაკიდან 45 გრადუსით. როგორც კი იგრძნობთ მუცლის კუნთების დაჭიმვას, ნელ-ნელა, მონაცვლეობით ასწიეთ ფეხები 45 გრადუსამდე. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.

3. დაწექით ზურგზე, გაშალეთ ხელები მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ ხელისგულები დაადოთ იატაკზე. ამის შემდეგ, ნელ-ნელა ასწიეთ შეტყუპებული ფეხები იატაკიდან 45 გრადუსზე, დარჩით ამ პოზაში ცოტაოდენი ხანი, შემდეგ კი მოხარეთ ფეხები მუხლებში და ნელ-ნელა გადახარეთ მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ შეახოთ იატაკს. შემდეგ დააბრუნეთ ფეხები ვერტიკალურ მდგომარეობაში და ნელ-ნელა დაუშვით იატაკზე. გაიმეორეთ 1-2-ჯერ.

პს - სხვათა შორის, ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ არა მხოლოდ ჰემოროისთან გამკლავებაში, არამედ აღადგენს  საშვილოსნოს და საშოს ტონუსს მშობიარობის შემდეგ, აგრეთვე დუნდულების და მუცლის პრესს.

ამ ამოცანების გადადება შემდგომისთვის ასევე არ შეიძლება, რადგან გაწელილი კანი და ატროფირებული მუსკულატურა ძალიან მალე „შეეჩვევა“ მოშვებულ მდგომარეობაში ყოფნას და შემდგომში მის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას შესძლებთ მხოლოდ დაჟინებული და უფრო რთული, რეგულარული ვარჯიშების შესრულების, ან კიდევ უფრო უარესი - ქირურგიული ჩარევის ფასად.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

სექსის ენციკლოპედია

 

დღის aura