წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 937 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ორსულობა და ასთმაასთმა სასუნთქი ორგანოების დაავადებაა. მას ახასიათებს ბრონქებისა და ტრაქეას (სასულე) მომატებული მგრძნობელობა და გაღიზიანებულობა. ეს ორგანოები კი უშუალოდ მონაწილეობენ სუნთქვის პროცესში.

ასთმის დროს, ავადმყოფს უჭირს სუნთქვა, იგი ახველებს, ხროტინებს და სული ეხუთება. შესაძლოა ამ დროს ადამიანი გაიგუდოს კიდეც. ასთმას ახასიათებს შეტევები, რომელსაც ცვლის პერიოდები, როცა ავადმყოფი გრძნობს შვებას.

ქალების უმრავლესობა, რომლებიც დაავადებული არიან ასთმით, წარმატებით ატარებენ ბავშვს და მშობიარობენ.

ზოგიერთი ასთმით დაავადებული ქალბატონის მდგომარეობა, ორსულობის დროს უმჯობესდება კიდეც. უმრავლეს შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს ისე, როგორც ორსულობამდე და ფეხმძიმე ქალების მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება მდგომარეობის გაუარესება.

თუმცა, თუ ფეხმძიმობამდე მომავალ დედას აღენიშნებოდა ძლიერი ასთმური შეტევები, სავარაუდოდ ორსულობის პერიოდში ეს შეტევები არ შეწყდება და ისევე გაგრძელდება.

არაკონტროლირებადი ასთმის ნიშანია გართულებული სუნთქვა. სუნთქვის მიზანი კი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებაა.

ორსულ ქალს ჟანგბადის მოთხოვნილება ეზრდება 25%-ით. ორსულობის დროს ნაყოფის ორგანიზმი იღებს ჟანგბადს დედისგან, ანუ დედა უზრუნველყოფს ბავშვის სუნთქვას - სუნთქავს ნაყოფის ნაცვლადაც.

თუ სუნთქვა გაძნელებულია, დედის და ნაყოფის ორგანიზმში ხვდება ნაკლები ჟანგბადი. ნაყოფს კი ცუდად გადააქვს ჟანგბადის ნაკლებობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასთმის ძლიერი შეტევების თავიდან აცილება, უკიდურეს შემთხვევაში კი მათი სწრაფი მოხსნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად კონტროლირებული ასთმა შესაძლოა ნაყოფის მცირე მასის, ნაადრევი მშობიარობის, დაბადებისას თანდაყოლილი დეფექტების და სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

შესაძლოა საფრთხე დაემუქროს არა მარტო ნაყოფს, არამედ დედას (მაგალითად ჰიპოქსია შესაძლოა დაემართოს ორთავეს).

 

რა შემთხვევაში წარმოადგენს ასთმა საფრთხეს

 

ასთმა არ ექვემდებარება კონტროლს ან მკურნალობის მეთოდის შეცვლაა საჭირო თუ:

რა შემთხვევაში წარმოადგენს ასთმა საფრთხეს ასთმური შეტევები უფრო ხშირია ვიდრე - 1-2 შემთხვევა კვირაში;

თუ ასთმის გამო ადგილი აქვს ღამით გაღვიძებას უფრო ხშირად, ვიდრე ორჯერ თვეში;

ბრონჰების მოსადუნებლად მედიკამენტების ყოველდღიური საჭიროება (როცა გამოიყენება ასთმური შეტევების დროს);

გარეგანი სუნთქვის მაჩვენებლები არ არის ნორმაში;

შეზღუდულია ფიზიკური აქტიურობა;

 

ასთმის მკურნალობაზე უარის თქმის რისკ-ფაქტორები

 

ასთმის მკურნალობაზე უარის თქმის რისკ-ფაქტორებითუ ორსულობამდე ქალს არ აღენიშნებოდა ასთმის არანაირი სიმპტომი, არ არის საჭირო ზედმეტი თავდაჯერებულობა, რომ ორსულობის დროს - სულის ხუთვა ან სტვენითი სუნთქვა ასთმის ნიშანია.

ძალიან ცოტა ქალი, რომელმაც ზუსტად იცის რომ ასთმა აქვს, აქცევს ყურადღებას უმნიშვნელო სიმტომებს.

არ შეიძლება დავიწყება, რომ ასთმა აზიანებს არა მხოლოდ მომავალი დედის, არამედ ნაყოფის ორგანიზმს. ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური ზომების მიღება.

თუ ორსულობის დროს დაავადება გამოვიდა კონტროლიდან, მოსალოდნელია:

რისკები ორსულისთვის

მაღალი სისხლის წნევა;

პრეეკლამფსია (დაავადება, რომელიც მაღლა სწევს წნევას და შესაძლოა დააზიანოს პლაცენტა, თირკმლები, ღვიძლი და ტვინი);

ხანგრძლივი ტოქსიკოზი ორსულობის საწყის სტადიაზე (ორსულთა ჰიპერემეზისი);

არაბუნებრივი გზით გამოწვეული მშობიარობა (როცა ორსულობას აჩქარებს მკურნალი ექიმი) ან რთული მშობიარობა;

ორსულთა ჰიპოქსია;

რისკები ნაყოფისთვის:

მოულოდნელი სიკვდილი დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ (პერინატალური სიკვდილი);

ნაყოფის ცუდად განვითარება (საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება),

მშობიარობა 27-ე კვირამდე (ნაადრევი მშობიარობა);

დაბალი წონა დაბადებისას;

ნაყოფის ჰიპოქსია;

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღალია დაავადების კონტროლი, მით უფრო ნაკლებია რისკი.

 

როგორ ვუმკურნალოთ ასთმას ფეხმძიმობის დროს

 

როგორ ვუმკურნალოთ ასთმას ფეხმძიმობის დროსრა არის საჭირო იმისთვის, რომ ორსულმა შეაჩეროს ასთმური შეტევები? საქმე იმაშია, რომ ასთმია მართვა ორსულობის დროს, ხდება ისე, როგორც ეს კეთდებოდა ორსულობამდე.

ექპერტების მიერ ჩატარებული მრავალწლიანი კვლევებით დადგენილი იქნა, რომ უმჯობესია გაგრძელდეს ასთმის მკურნალობა ორსულობის დროს, ვიდრე შეწყვეტილი იქნას იგი.

ამიტომ, ისე როგორც ნებისმიერმა ასთმიანი, ორსული ქალბატონებიც უნდა დაექვემდებარონ და მისდიონ დანიშნულ მკურნალობის აუცილებელ  პროგრამას, რათა აკონტროლოს ანთებითი პროცესები და შეჩერებული იქნას ასთმური შეტევები.

ორსული ქალის მკურნალობის პროგრამის ნაწილი უნდა დაეთმოს დაკვირვებას ნაყოფის მოძრაობაზე. ამის გაკეთება დამოუკიდებადაც შეიძლება თუ ჩაწერილი იქნება ნაყოფის თითეული მოძრაობა. თუ მოხდა ისე, რომ ასთმური შეტევის დროს ნაყოფის მოძრაობა ნაკლებად შესამჩნევი გახდა, აუცილებელია სასწრაფოდ მკურნალ ექიმთან ვიზიტი.

მიუხედავად იმისა, რომ ასთმის სამკურნალო პრეპარატები ორსულობის დროს თითქმის იგივეა, რაც ორსულობამდე, მედიკამენტები შერჩეული უნდა იქნას მკურნალ ექიმთან შეთანხმებით. სპეციალისტი დანიშნავს ისეთ მედიკამენტებს, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა ორსულის და განსაკუთრებით ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

 

ასთმის მკურნალობის მნიშვნელოვანი დეტალები

 

ასთმის მკურნალობის მნიშვნელოვანი დეტალები თუ ასთმით დაავადებული ორსულის მკურნალობაში მონაწილეობს ერთ სპეციალისტზე მეტი, აუცილებელია ისინი მოქმედებდნენ ერთად და შეთანხმებულად. ასთმის მკურნალობაში უნდა მონაწილეობდეს მეან-გინეკოლოგიც.

საჭიროა მთელი ორსულობის განმავლობაში ყურადღებით კონტროლდებოდეს ფილტვების მუშაობა - ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი.

იმის გამო, რომ ასთმის სერიოზულობის ხარისხი შეიძლება შეიცვალოს ორსულობის მეორე ნახევარში, აუცილებელია სიმპტომებისა და ფილტვების ფუნქციის რეგულარული შემოწმება.

ფილტვების ფუნქციის შესამოწმებლად მკურნალი ექიმი იყენებს სპირომეტრიას და პნევმოტაქომეტრს.

28-ე კვირის შემდეგ აუცილებელია ნაყოფის მოძრაობაზე დაკვირვება.

მძიმე ან რთულად კონტროლირებადი ასთმის შემთხვევაში, 32-ე კვირის შემდეგ აუცილებელია ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ეხმარება ექიმს განსაზღვროს ბავშვის მდგომარეობა ასთმური შეტევების შემდეგ.

საჭიროა ორსულმა ყველაფერი იღონოს, რათა აკონტროლოს და თავიდან აიცილოს ასთმის გამომწვევები (მაგალითად: თამბაქოს ბოლი, მტვერი, გამონაბოლქვი აირები, საღებავები, წვის პროდუქტები და სხვა). ამ შემთხვევაში, წამლის ნაკლები დოზის მიღება გახდება საჭირო.

ბევრ ორსულს აღენიშნება ნაზალური სიმპტომები, ამ სიმპტომებსა და ასთმურ შეტევებს შორის კი მჭიდრო კავშირია.

გასტროეზოფაგეალური რეფლუქსიური დაავადება, რომელიც გავრცელებულია ორსულობის დროს, ასევე შეიძლება გახდეს სიმტომების გამწვავების მიზეზი (გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი - იგივე რეფლუქს-ეზოფაგიტი - საყლაპავი მილის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც საყლაპავის ქვედა ნაწილის ფუნქციის დარღვევის შედეგად კუჭის მჟავე შიგთავსი (იშვიათად - ნაწლავების შიგთავსი) საყლაპავის კუჭისკენ მიმართულ ნაწილში გადაადგილდება (რეფლუქსი/წამოქაფება).

საყლაპავში ნეიტრალური გარემოა, კუჭის წვენის ზეგავლენით კი ვითარდება საყლაპავის ანთება, რასაც, შესაძლებელია მოჰყვეს ეროზიებისა და წყლულების განვითარება.

 ასთმის პროვოკაცია შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა: ტემპერატურის ცვალებადობამ, ჰაერის ძალზე მაღალმა ტენიანობამ, ხანგრძლივმა ან/და ძლიერმ ემოციურმა სტრესმა, ფიზიკურმა დატვირთვამ; ალერგენებმა (კვებითი, მცენარეული, ცხოველური, საყოფაცხოვრებო), აგრეთვე თანმხლებმა მწვავე ინფექციურმა დაავადებებმა (ვირუსული ან ბაქტერული ეტიოლოგიის);

ძალიან მნიშვნელოვანია გრიპის თავიდან აცილება. რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრა (ინფლუენსა). გრიპის ვაქცინა კეთდება სეზონში ერთხელ. იგი აბსოლიტურად უსაფრთხოა და იცავს როგორც მომავალ დედას მთელი ორსულობის პერიოდში, ასევე მომავალ პატარას დაბადებიდან რამდენიმე თვის მანძილზე.

ქალების უმრავლესობას, ასთმის გარდა აწუხებთ ალერგიები, მაგალითად ალერგიული რინიტი. ამიტომ, ალერგიების მკურნალობა ასთმის მკურნალობისა და მართვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

საინჰალაციო (შესასუნთქი) კორტიკოსტეროიდები (რეკომენდებულ დოზებში) ორსული ქალისთვის ეფექტური და უსაფრთხოა;

რეკომენდებულია ანტიჰისტამინი, ლორატადინი ან ცეტირიზინი;

თუ იმუნოთერაპია დაწყებულია ორსულობამდე, მისი გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ ორსულობის პერიოდში მისი დაწყება არ არის რეკომენდებული.

ექიმთან შეთანხმებით შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება (პერორალური მიღება). შესაძლოა ექიმმა დანიშნოს მკურნალობის უკეთესი მეთოდი.

 

ასთმის სამკურნალო პრეპარატების შერჩევა 

 

ასთმის სამკურნალო პრეპარატების შერჩევაასთმის სამკურნელო მედიკამენტები უამრავია: ბუდეზონიდი, ტერბუტალინი, ჰორმონალური საშუალებები, როგორიცაა - ჰიდროკორტიზონი ან მეთილპრედნიზოლონი,   მეთილქსანთინები, გლუკოკორტიკოიდები, ინტალი, სიმპათომიმეტიკები, ქსანტინები, აგრეთვე ამინოფილინი, თეოფილინი და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მედიკამენტი არ იძლევა სრული უსაფრთხოების გარანტიას, კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია, თუ რომელი პრეპარატები არ აყენებს ნაყოფს ზიანს.

დადგენილია, რომ ორსულობის დროს, უმჯობესია გამოყენებული იქნას საინჰალაციო (შესასუნთქი) მედიკამენტები. მათი უპირატესობა იმაშია, რომ ისინი ხვდება პირდაპირ ფილტვებში და ნაყოფის ორგანიზმში წამლის მოხვედრის შანსი მინიმალურია.

პრეპარატების უმრავლესობა ინჰალატორის ფორმისაა. ორსულების მკურნალობის სქემაში შედის ანტიანთებითი პრეპარატებიც. ბრონჰების მოსადუნებელი მედიკამენტების რიცხვში შედის ბეტა-2 აგონისტები, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ საშვილოსნოს შეკუმშვის ძალა.

ამ მოქმედების გამო, ბეტა-2 აგონისტები გამოიყენება ნაადრევის მშობიარობის დაწყების შესაჩერებლადაც. ორსულობის საწყის ვადებზე ბეტა-2 აგონისტებიის გამოყენება ნებადართულია.

რაც შეეხება მედიკამენტებს, რომლებც მიიღება ორალურად ან ინექციის სახით, მათი გამოყენების დროს სიფრთხილის დაცვაა საჭირო, რადგან ისინი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და არის რისკი მოხვდნენ ნაყოფის ორგანიზმში.

იგივე ეხება ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ლაქტაციის პერიოდშიც. ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია ინჰალატორის ფორმის პრეპარატების გამოყენება. ზოგადად კი ძუძუთი კვების დროს გამოიყენება იგივე მედიკამენტები, რაც გამოიყენებოდა ორსულობის დროს.

ასთმის მკურნალობის დროს მედიკამენტების მიღების რეკომენდაციები

ასთმის მძიმე ყოველდღიური ფორმა

ასთმის მკურნალობის დროს მედიკამენტების მიღების რეკომენდაციები საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დიდი დოზა (მაგალითად: ბუდეზონიდი);

ხანგრძლივი მოქმედების საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტი (მაგალითად: სალმეტეროლი ან ფორმოტეროლი);

პრეპარატების კომბინაცია, რომლებიც შეიცავენ ხანგრძლივი მოქმედების კორტიკოსტეროდებისა და ბეტა-2 აგონისტების დიდ დოზას (მაგალითად -  Aდვაირ Dისკუს);

ხანგრძლივი მოქმედების კორტიკოსტეროიდის აბები და სიროფი (2 მგ/კგ დღეში. ჩვეულებრივ არაუმეტეს 60 მგ/დღეში). შეეცადეთ შეამციროთ  მიღებული აბების რაოდენობა და დაავადებაზე კონტროლი დაამყაროთ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დიდი დოზით. თუ პარორალურ კორტიკოსტეროიდებს დიდი ხნის განმავლობაში იღებთ, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.

ალტერნატივა

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დიდი დოზა;

პროლონგირებული მოქმედების თეოფილინი. შრატის კონცენტრაცია 5-დან 12 მგ/მლ;

ასთმის საშუალო მუდმივი ფორმა

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის მცირე დოზა (მაგალითად: ბუდეზონიდი) და ხანგრძლივი მოქმედების საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტი;

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების საშუალო დოზა;

განმეორებითი ასთმური შეტევების დროს, თუ აუცილებელია  - საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის საშუალო დოზა და ხანგრძლივი მოქმედების საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტი;

ალტერნატივა

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის მცირე დოზა (მაგალითად: ბუდეზონიდი) და/ან ლეიკოტრიენის მოდიფიკატორი, ან თეოფილინი (მეთილქსანტინი);

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის საშუალო დოზა და/ან ლეიკოტრიენის მოდიფიკატორი, ან თეოფილინი (თუ აუცილებელია);

ასთმის უმნიშვნელო მუდმივი ფორმა

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მცირე დოზა (მაგალითად: ბუდეზონიდი);

ალტერნატივა

ღრუბლოვანი უჯრედების სტაბილიზატორი ან ლეიკოტრიენის მოდიფიკატორი;

პროლონგირებული მოქმედების თეოფილინი. შრატის კონცენტრაცია 5-დან 12 მგ/მლ;

ასთმის პერიოდული ფორმა

არ არის მედიკამენტების ყოველდღიური მიღების აუცილებლობა;

სწრაფი მოქმედების ბრონჰოდილატატორი - სიმტომების შესამსუბუქებლად, რომლებიც თავს იჩენს და შემდეგ გაივლის ხოლმე.

2-4 დაჭერა სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტზე (სიმტომების მიუხედავად). მაგალითად: ეფექტურია ალბუტეროლი.

თუ ალბუტეროლის გამოყენება ხდება უფრო ხშირად, ვიდრე კვირაში ორჯერ, მკურნალმა ექიმმა უნდა დანიშნოს ისეთი მკურნალობა, როგორც მუდმივი ფორმის მინიმალური სიმპტომების შემთხვევაში.

შესაძლებელია მოხდეს უფრო სერიოზული შეტევები დიდი შუალედებით ერთი სიმტომის გარეშე ან ფილტვების ფუნქციის გაუარესება.

სერიოზული შეტევების დროს, ექიმთან შეთანხმებით რეკომენდებულია აბების, სიროფის ან კორტიკოსტეროიდის ინექციის კურსი.

სწრაფი ხსნა (ნებისმიერი პაციენტისთვის)

სწრაფი მოქმედების ბრონჰოდილატატორი;

2-4 დაჭერა სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტზე (მიუხედავად სიმტომებისა)  - ეფექტურია ალბუტეროლი;

მკურნალობის ინტენსივობა დამოკიდებულია შეტევის სერიოზულობაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს აეროზოლით მკურნალობა - დღეში ერთხელ ან დღეში სამჯერ - 20 წუთიანი შუალედებით. 

შესაძლოა საჭირო გახდეს აბების, სროფის ან კორტიკოსტეროიდების ინექციის კურსი.

სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტის მიღება მეტჯერ ვიდრე კვირაში 2-ჯერ (გარდა ფიზიკური დაძაბულობით გართულებული ასთმისა) ნიშნავს, რომ მკურნალობის მეთოდი უნდა იქნას გადახედილი.

მნიშვნელოვანია - არასოდეს არ შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება და არ შეცვალოთ დოზა ექიმის ნებართვის გარეშე. მკურნალობაში რაიმე ცვლილების შეტანა საჭიროა მხოლოდ ორსულობის დამთავრების შემდეგ.

აკრძალულია - პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ მიაყენონ ნაყოფს პოტენციური ზიანი, მიეკუთვნება: ეპინეფრინი, სოლუტანი, ალფა-ადრენერგული კომპონენტები (გარდა ფსევდო ეპინეფრინისა), ბეტა-ბლოკერები (ანაპრილინი, ობზიდანი), კალიუმის იოდიდის 3%-იანი ხსნარი, ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინი, სულფანილამიდური პრეპარატები, ციპროფლოქსაცინი), იმუნოთერაპია (სტიმულაცია ან დოზის გაზრდა), ასპირინი, იოდიდები.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ასთმით დაავადებულმა ორსულმა ან ორსულობის მსურველმა აუცილებლად უნდა გაიაროს სპეციალისტთან კონსულტაცია.

 

ზოგადი რჩევები

 

ზოგადი რჩევები ორსულობის დროს ასთმით დაავადებულთათვის მეტი ისეირნეთ, ხშირად გაანიავეთ ოთახები, სადაც იმყოფებით; რემონტის ან სახლის დალაგების დროს, ეცადეთ თავი აარიდოთ იქ ყოფნას, უმჯობესია თუ იმ დროს სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ;

ერიდეთ მაღალ ტენიანობას. თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, უმჯობესია თუ მას ექნება ტენიანობის მარეგულირებელი. შეეცადეთ ოთახში, სადაც იმყოფებით ტენიანობა არ აღემატებოდეს  50%-ს;

თუ საკვების მომზადება ხშირად გიწევთ, სამზარეულოში ქურის ზემოთ გამწოვი დაამონტაჟეთ;

თავი აარიდეთ შინაურ და გარეულ ცხოველებთან ყოველგვარ კონტაქტს, რადგან საფრთხეს წარმოადგენს ცხოველის ნერწყვის, ბეწვის, შარდის და კანის ნარჩენები;

მოერიდეთ კვებით ალერგენებს: ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა კონსერვანტები (ნიტრატები, ნიტრიტები, სულფიდები), სტაბილიზატორები და სხვა ქიმიური დანამატები, რომლებსაც ურევენ საკვებში შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად).

აგრეთვე: ზღვის პროდუქტები, ცხოველური ცხიმები, თაფლი, შოკოლადი, ციტრუსები;

მოერიდეთ ყოველგვარი მტვრის წყაროს: ძველი წიგნები, ბეწვეული, რბილი ავეჯი, ხალიჩებში ჩაბუდებული ობის სოკო, მწერების ცხოველმყოფელობის პროდუქტები; ავეჯი ყოველდთიურად გაწმინდეთ სველი წესით;

აყვავებული ხეების, ბუჩქების, სოკოების, ბალახების მტვერი ძლიერი ალერგენებია. თავი აარიდეთ მათთან კონტაქტს;

მოერიდეთ თამბაქოს ბოლს, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქიმიკატებს (საღებავი, ლაქი, გაჯი, ცემენტი და ა.შ);

ბუმბულის ბალიშები, საბნები და ლებები სინთეტიკურით ჩაანაცვლეთ;

შეეცადეთ რაციონიდან გამორიცხოთ ალერგიული პროდუქტები;

თავი აარიდეთ გადაცივებას, გრიპს, უფრთხილდით ორპირ ქარს, ფეხების დასველებას ცუდ ამინდში;

მიიჩნევა, რომ ასთმის შეტევების შეჩერებას ხელს უწყობს სითხი მოხმარების გაზრდა. სვით სუფთა წყალი ან ტუტე ნატრიუმიანი მინერალური წყალი. ასთმის მსუბუქი შეტევისას შესაძლოა შვება მოგგვაროთ ცხელმა სასმელმა;

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

სექსის ენციკლოპედია

 

ღის Aura